ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Naia » 24 მარ 2009, 00:39

ვაიმე, ხალხ, აქ მეცა მაგ ტუალეტისა და ბინძური მატარებლის სურნელი :)

არ ჯობია სამცხის სილამაზეებსა და სუფთა ჰაერზე ისაუბროთ? :)

მერე, მერე, ტრული?

ის ჩანჩქერი რა ადგილას იყო? საროში?

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by გვალდა » 24 მარ 2009, 00:46

წერო, ოსკარი, ოქროს რტო და დაფნის გვირგვინი ტრულის ნააზრალს.
სვანეთოლოგი

User avatar
civciva
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 11 სექ 2007, 15:53
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by civciva » 24 მარ 2009, 01:33

ავიხედეთ და საიდანღაც ზემოდან წივწივას შურით სავსე თვალები დავინახეთ.

ჯერ იმ შიშიშორეზე სად დაინახე ჩემი თვალები
თქვენი თავი სად მქონდა "ზაცეპკებს ვედზებდი"


სულ ჩემ ძილზე რომ საუბრობთ, ჩემი ძილით მეძინა თუ მეძინა

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by zika » 24 მარ 2009, 07:11

Truli

მოხიბლული ვარ, ვატყობ დიდი მწერლის დაბადებას ვესწრები. :shock:
ნიჭი თავს არ დამალავსო შენზეა ნათქვამი :D
იმედი გაგრძელება იქნება :lol:

გამოვტყდები ამოვბეჭდე და ისე ვკიტხულობ კარგიხარ 8)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 12:58

ეს ფოტოები არც სადმე ოთახშია გადაღებული და არც რომელიმე მიწურში. ეს ჩვეულებრივი სატვირთო მანქანის საბარგულია.

დილის საუზმის შემდგომ, გადავწყვიტეთ ისედაც ხუთკაციანი ჯგუფი კიდევ ორ ნაწილად გავყოფილიყავით, მოხალისე ავტომობილების გაჩერება ასე უფრო ადვილია. ერთ "გუნდში" მე და ტრული დავრჩით, ხოლო მეორეში წივწივა, ქსოვრელი და ანდრო. პირველები ისინი გავუშვით. ჩვენდა სასიხარულოდ, ისინი გავიდნენ თუ არა, პირველივე მანქანამ გაუჩერა, სწორედ იმ სატვირთომ, რომლის ფოტოებსაც ქვემოთ ხედავთ.

ჩვენც გახარებულები ავბობღდით და მოვთავსდით. ერთი რამ კი მინდა შევნიშნო აქვე, ვინც ჩვენსავით ავტოსტოპით დააპირებთ ამ მხარეში გამგზავრებას, გაითვალისწინეთ, რომ გათენებას დაელოდოთ და შემდეგ გააჩერებთ ადვილად ავტომასპინძელმოხალისეებს. აი, უკანა გზაზე კი უფრო რთულია, რადგან, ძირითადად, დატვირთულები დადიან.

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by ARCHILI on 24 მარ 2009, 13:19, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 13:04

მანქანიდან შესანიშნავი ხედი იყო, შევეცადე ქოჩოს ნათხოვები ფოტოაპარატით გხედები დამეჭირა და დამეფიქსირებინა. ეს არც ისე ადვლი საქმე აღმოჩნდა, ცალკე ჩვენ დავხტოდით მანქანაში ყოველ იამაზე და ცალკე ფოტოაპარატი ფრინავდა ჩემს ხელში.

სირთულის მიუხედავად, მაინც მოვახერხე რამდენიმე კადრის გადაღება. მტკვრის ხეობასა და ასპინძისაკენ მიმავალ გზაზე.

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Ninukala » 24 მარ 2009, 13:13

ვახ ვახ... რა ყოჩაღები ხართ..... :)
ისე ჯავახეთს სულ სხვა ფერები აქვს..
ულამაზესი მხარეა...

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by burdula » 24 მარ 2009, 13:14

მართლაც მშვენიერია into the wild :wink:
bag,music and a long road...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 13:15

დილა ციანი დგებოდა. სუსხის მიუხედავად, უკვე ერთმანეთს ვულოცავდით მზიანი დღის პერსპექტივას. თუმცა, ერთიც მართალია, ამინდს რომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამას ამინდის პროგნოზის მიმართ ცვენი დამოკიდებულებაც ავლენდა.

წესითა და რიგით, იმ დღეს მკაცრი სიცივე, ქარი და თოვლი უნდა ყოფილიყო. ჩვენც ასე შევემზადეთ, სინამდვილეში კი მასპინძელი მხარე მადლიერი და გახარებული გვეგებებოდა.

საბარგულში ყველა მძიმედ ამოვიგანგლეთ, რაცდამატებითი მიზეზი გახდა ჩვენი სიცილისა და ხალისისათვის. ვხუმრობდით, რა იყო, დაელაგებიონათ და მოეხეხათ აქაურობაო, ერთი სიტყვით, მუქთად რომ ვმგზავრობდით, ეგ ხომ ერთი და თანაც ხუმრობანარევ პრეტენზიებსაც კი გამოვთქვამდით პერიოდულად.

საბარგულიდან ფოტოებს ვიღებდი და ერთი ორჯერ, კადრის დასაჭერად ისე გულიანად გავიწიე, რომ კინაღამ მე ცალკე აღმოვჩნდი და მანქანა და მეგობრები ცალკე.

ეს შემთხვევა უსაფრთხოდ დასრულდა ჩემთვის. ტრულა ყოველ წამს მაფრთხილებდა, ფრთხილად, ფრთხილადო და ისე იყო აღფრთოვანებული, რომ მისი ლექსიკა ჩვეულებრივი სიტყვებიდან მეტაფორებად იქცა. ქსოვრელი კედელს იყო მიყუდებული და კიდეც გამოკვირდა, რომ არცერთხელ წაქცეულა, ანდრო საბარგულში ცდილობდა ფოტოების გადაღებას და უფრო მეტად კი თავის ადგილზე შენარჩუნებას, ისე ხტოდა ყოველი ჩვენგანი აქეთ-იქით.

გარემო კი უფრო და უფრი ნათდებოდა. მტკვრის ხეობაცა და ოქროსფერი უდაბნოც ლურჯი ცისა და ოქროსფერი მზის ფონზე კიდევ უფრო გვიზიდავდა. რაც მეტს გავდიოდით, მით მეტად გვემატებოდა შთაბეჭდილება, თუმცა შემდგომში ნანახმა და გადავლილმა კი მაინც გადაგვიჭარბა მოლოდონებს.

ესეც საბარგულიდან გადაღებული პეიზაჟები.

Image

Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 15:07

ჩამოვედით ასპინძაში. ცოტა გავიარეთ ფეხით. ქსოვრელმა სიურპრიზად მოხალული მიწის თხილი დაგვირიგა. ქსოვრელი მართალი გითხრათ, კიდევ დამატებითი თემაა, თავისი ტრაპეზრული შესაძლებლობებით.

მალე თეთრი სატვირთო მარშრუტკაც გამოჩდა, იმანაც გაგვიჩერა და ჩვენც ჩავსხედით. საროს ასახვევამდე სწორედ მას გავყევით.


Image

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 15:29

ჩამოვედით საროს ასახვევში. მზე უკვე დინჯად გვანათებდა და გვათბობდა. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, ამ ციხესთან ფოტოებიც გადავიღეთ და მე კარვული ნახტომის მოწყობა განვიზრაზე, საკმაოდ ცუდი ადგილი შევარჩიე, გადმოვხტი და...

დავგორდი გულიანად ძირს...

ანდრომაც გაიმეორა, მისი დაფიქსირება უკეთ მოვახერხე, თუმცა, მანაც კარგად იგორავა.

მცირე დაშავებების მიუხედავად, ორივე საღსალამათი ავდექით.


Image

Image

Image

Image

ესეც ანდრო ნახტომში

Image


ტრულიმ მანიშნებელთან მოინდომა ფოტოს გადაღება, მეც - გადავუღე

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 15:36

რა მაგარი ხარ!!
მე საღამოთი განვაგრძობ!
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 15:38

Truli wrote:რა მაგარი ხარ!!
მე საღამოთი განვაგრძობ!
კიდევ ბევრი გვაქვს სანახავი!


:wink:

პოტომუ ჩტო, მი ბანდა!

:)

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 15:42

ARCHILI wrote:
Truli wrote:რა მაგარი ხარ!!
მე საღამოთი განვაგრძობ!
კიდევ ბევრი გვაქვს სანახავი!


:wink:

პოტომუ ჩტო, მი ბანდა!

:)
იეს!
ოდინ ზა ვსეხ, ვსე ზა ოდნოგო!
მი მალატ შვან

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Druides » 24 მარ 2009, 15:45

ARCHILI
ხო შენ ხო ნორმალურად სიარული არ იცი რააა სულ რაღაცა უნდა დაგემართოს კიდევ კარგი მაგათ არ დამართე რაც მე დამმართე სიონში ლამში რომ ვიძირებოდით და ანდერძს რომ მაწერინებდი :D :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]