ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Tamusia » 23 მარ 2009, 21:25

საოცარი უშუალობით არის მოთხრობილი.

მართლა მგონია, რომ კარვი. გე-ს ლაშქრობების დოკუმენტური წიგნის გამოცემა მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება. თან, აბა წარმოიდგინეთ, თავისი სურათებით. ისე ერთი კარგი ჟურნალი რომ გვქონდეს, რა მაგარი იქნებოდააა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Tamusia » 23 მარ 2009, 21:26

საოცარი უშუალობით არის მოთხრობილი.

მართლა მგონია, რომ კარვი. გე-ს ლაშქრობების დოკუმენტური წიგნის გამოცემა მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება. თან, აბა წარმოიდგინეთ, თავისი სურათებით. ისე ერთი კარგი ჟურნალი რომ გვქონდეს, რა მაგარი იქნებოდააა

იქით ამბები, აქეთ შემეცნება... არცთუ ურიგო უნდა იყოს
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 22:11

გადავწყვიტე ჯერ დავწერო, მერე კი მე, არჩილი და ანდრო ფოტოებს გადაწევთ.

საროს ეკლესიასთან ვიპოვეთ ჩვენი საწყალი ბატები. მივიღეთ სასარგებლო რჩევები ადგილობრივებისგან და ეკლესიის წინ მყუდრო ნანგრევებში დავბანაკდით. ადგილებით იმდენად მოვიხიბლედ, რომ დასვენებაზე და ჭამაზე არც კი გვიფიქრია, მაშინვე გავიფანტეთ... თუმცა არა, ძილისგუდა წივწივამ დაიძინა.
ჩვენ კი ნანგრევებზე ფრთხილად დავაბიჯებდით, ოქროფერ ქვებს ნაზად ვეფერებოდით, სურათებს ვიღებდით... აღფრთოვანებისგან ენები წაგვერთვა.. ოქოს მიწაზე ოქროს ციკლოპური ლოდები საოცარი სანახაობა იყო...
ამინდი იცვლებოდა, ცაზე ღრუბლები იყრებოდა და ცოტა ხნით დაგვათოვა კიდეც. ესეც საოცრება იყო, ნაწილობრივ მოწმენდილი ციდან ასეთი ფანტელები გადმოცვენილი ჯერ არ მენახა. თბილი მიწა ფანტელებს წყლის წვეთებად აქცევდა და მაშინვე ისრუტავდა.
წავედით ჩანჩქერებისკენაც... საოცარი იყო, ოქროსფერ კლდეზე მოდიოდა მდორე ღელე და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ეშვებოდა ქვემოთ, უფსკრულში, სადაც კიდევ რამდენიმე ჩანჩქერს ჰქმნიდა.
მე არჩილი და ალექსი ამ საოცრებით ტკბობით ვერ ვძღებოდით, ყველა მხრიდან სურათებს ვიღებდით, დაბბერილმა სიომ კი ჩანჩქერის წვეთები ჩვენ მოგვასხა უხვად.
დამბრეც ფერდობებზე საკმაოდ ვიფოფხლიალეთ, რასაც არჩლი კინაღამ შეეწირა...
მატყუარაა კლდეები... უსაფრთხოების ილუზიას ქმნის, ისეთი თბილია, ისეთო ლამაზი, მაგრამ ვერაგი თუ ფეხი ერთხელ დაგიცდა სამუდამოდ ამ მიცის ნაწილად იქცევი... შესაძლოა ბევრი ადამიანის სული აქვს ამ კლდეებს შთანთქული და ამიტომაა ასეთი თბილი?
ბანაკში მშივრები დავბრუნდით. ქსოვრელმა ახლაც კულინარობას მიყო ხელი და მარხულებს ბარდით გაუმასპინძლდა.
მი მალატ შვან

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by z g a r b i » 23 მარ 2009, 23:11

როგორ მშურდა თქვენი :roll:
კარგები ხართ
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 23 მარ 2009, 23:32

მატარებელში მესხეთის რუკას ვარჩევდით

Image

Image

Image

წივწივა უძილობას არ უჩიოდა, მომენტალურად გადავიდა მეოთხე განზომილებაში

Image

ქსოვრელი ხან ძილს ებრძოდა და ხანაც უძილობას

Image

ტრული თვისუფალი ადამიანია, უნდა - დაიძIნებს, უნდა - არ დაიძინებს, თუ მოუნდა და სიზმრებში სიზმარ-სტოპით წავა

Image

Image

საერთო ვაგონით მოგზაურობა კი ცალკე თემაა ნამდვილად. პირველი უცნაურობა შესავლელშივე შეგვხვდა. არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ საერთო ვაგონით არ მიმგზავრია არასდროს, ან იმიტომ, რომ ჯიუტად მგონია, საქართველო ოცდამეერთე თუ არა მეოცე საუკუნის მიწურულში მაინცაა, არ ვიცი, მაგრამ ბილეთებზე ადგილის ნუმერაცია სრულიად სერიოზულად აღვიქვი.

ჩვენს ადგილას უცხო ქალბატონები ისხდნენ, მივუგე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ჩვენს ადგილას ბრძანდებით მეთქი, მათ კი ჩემი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ, რა ადგილი, რის ადგილიო, რა ნომერი, რის ნომერიო...

გავბრაზდი და გულში დაქადნებით გამცილებელისაკენ გავვარდი, ჩვენს ადგილას სხვები სხედან მეთქი ვუთხარი და მოვითხოვე ჩვენი მგზავრული უფლებების დაცვა, გამცილებელს იმდენად ჩინურად მოეჩვენა ჩემი ნათქვამი, რომ გაღიმებითაც კი არ გაუღიმია, სადაც ადგილს იპოვნით, იქ მოკალათდითო.

ჩვენც ასე, ჯახირ-ჯახირით მოვიზ-მოვიძიეთ ჩვენი ადგილები და განვესვენეთ...

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 23 მარ 2009, 23:48

მე და ტრული

Image

მე და ანდრო ხაშურში სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად

Image

მე და ტრული ჰაერის ჩასაყლაპად

Image


რა ხდება ხოლმე საერთო ვაგონში?

საერთო ვაგონი ცალკე სამყაროსავითაა... საუბრები, დიალოგები, სიცილი, მობილურზე ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, ერთმანეთის მოურიდებლობა, თუმცა... უცნაური ერთიანობაც... ნებისმიერი ჩამსვლელი ყველას ემშვიდობება, თითქოს მთლად ბიძაშვილი თუ არა, ახლობელი მაინცაა...

ანდრო ცოტა მოშორებით მოკალათდა და აღსარებაც კი ჩაიბარა ლამის, ვიღაც მეზობელი ბიძია სათების განმავლობაში საკუთარ გულს უშლიდა, ქსოვრელი თავისთვის იყო მეზობელ თაროზე, ყურსასმენების სამყაროში ჩაძირული მატარებელს მხოლოდ სურნელით თუ იგრძნობდა, წივწივაც თავისთვის იწვა და სულ არ ადარდებდა, სად იყო და რა ხდებოდა, მეცხრე სიზმარში ტრიალებდა...

მე და ტრულის უფრო სხვა განგება დაგვტრიალებდა თავს, ერთმანეთთან ლაპარაკით რომ გული ვიჯერეთ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა სხვების დაკვირვებაზე გადავედით, ზოგი რამ ტრულიმაც მოყვა ზემოთ, საინტერესო მეზობლები გვყავდა და უფრო დიდი სიამოვნებითაც გავიხსენებდი მათ, რომ არა ის წყეული რუსული სიმღერები, მართალი გითხრათ, მთელი საუკუნეები რომ გვებრძოდნენ რუსები, არც მაგის გამო მომდომებია მათი დახოცვა, აგვისტოს მოვლენებმა რომ ძირი გამოგვთხარეს, მათი დახოცვა არც მაშინ მომდომებია, ბოლო პერიოდშიც რომ თითს გვიტრიალებდნენ ცხვირწინ, მაშინაც კი არ მომდომებია, მაგრამ... ეს რა იყო, რას გვასმენინებდნენ, ან საკუთარ თავს რას ერჩოდნენ ეს მგზავრები ან ჩვენ... არ ვიცი, იმ დროს რომ იარაღი მოეცათ და შესაძლებლობა მთელი რუსები გადამეხვრიტა, ნამდვილად არ დავზოგავდი არცერთს, იმ სიმღერების გადამკიდე...

ამ სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ მთელი ღამე... ხაშურში ჩასუნთქულ სუფთა ჰაერს გზაში ვზოგავდით, ქსოვრელს ალბათ სურნელის გამო მოჩვენებები დაემართა, ხან ავტომობილს ეძებდა, ხან თოვლს, ხანაც ავტომობილს თოვლით...

ახლა... წარმოიდგინეთ თქვენ, როგორ ვართ ხუთი ადამიანი მატარებლის კარის მინაზე ცხვირმიჭეჭყილები, როგორ ვეძებთ მანაქნას, თოვლს ან თოვლიან მანქანას წვიმიან ბორჯომში...

მოკლედ...

იმ ღამეს ჩვენ თივლი ვერ ვნახეთ...

ცოტა წავთვლიმეთ და ახალციხის გაჩერებაზე, უძინრები, მაგრამ მაინც გამოუფხიზლებლები ჩამოვედით...
Last edited by ARCHILI on 24 მარ 2009, 00:09, edited 1 time in total.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 23:55

ARCHILI
არჩილ... გაღიარებ!!!! ისე წერ რომ რავიცი... მე ხომ შორს უკან მომიტოვე.... ყოჩაღ!!!
მი მალატ შვან

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Int3lig3nt » 24 მარ 2009, 00:00

საღოლ მაგრები ხართ :).

მე ვერ გავბედავდი ამ სიცივეში მანდ წასვლას.

ARCHILI
ტუალეტში ხომ არ შეგიხედავს?

მაგ ვაგონით ფორუმელებმაც ვიმგზავრეთ (მათ შორის ხათახუთინაც იყო) 2007 წელს.

ადგილების ნომრებზე არაფერს ვიტყვი, ისედაც დაწერე უკვე :).

ჰოდა ბოდიშს ვიხდი, ამ თემას რომ "დავაბინძურებ", მარა მაქაური ტუალეტის ფოტო უნდა დავდო :).

ადრე თემაც კი გავხსენი ამასთან დაკავშირებით, ფორუმ.ჯი-ზე.

იქიდან დავაციტირებ:
მე მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან:

სველი წერტილი ქინღაი-ტიბეტის მატარებელში:

Image

სველი წერტილი თბილისი-ახალციხის მატარებელში:

Image

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს სურათი იმ საოცრად აუტანელ სუნს ვერ გადმოსცემს, რაც იქ ტრიალებდა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by pataputina » 24 მარ 2009, 00:01

Int3lig3nt
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:


ჰხუხ


შმომახსენდა

კი არა და

მაგას რა დამავიწყებს

:? :? :?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by burdula » 24 მარ 2009, 00:02

Int3lig3nt
:shock: :shock: :shock: :shock: არავითარი განსხვავება
bag,music and a long road...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 00:02

Int3lig3nt
მეც ვიყავი მაშინ, ეგ სურათიც მახსოვს.
სუნსაც რა დანმავიწყებს. სწორედ ამიტომ არც მე შემიხედავს იქ და ბიჭებიც გავაფრთხილე. სუნი იმდენად მეტყველი იყო იმხელა მანძილზე რომ ჩემი თქმა არ იყო საჭირო
მი მალატ შვან

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Int3lig3nt » 24 მარ 2009, 00:05

Truli
უი ხოო, შენც იყავი :).
შენ და მაქსს ერთ თაროზე გეძინათ და ერთდროულად რომ ტრიალებდით მარჯვნივ-მარცხნივ :D.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 00:06

Int3lig3nt
მე და სერგის გვეძინა ერთად :))
მი მალატ შვან

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by pataputina » 24 მარ 2009, 00:11

Truli wrote:Int3lig3nt
მე და სერგის გვეძინა ერთად :))

დააავდო სურათი? :oops: :lol: :oops: :oops:


კი არა და


მატარებლის სურნელი აგვისტოში მაინც უკეთესი იყო.... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 24 მარ 2009, 00:23

დილაბნელზე ჩავედით ახალციხეში.

სრული სიმშვიდე. სუსხი. ერთადერთი მანქანა სადგურთან, მატარებლის ჩამოვლით დაიმედებული სომეხი კლიენტის მოლოდინში. ჩამოვედით და ასპინძის მიმართულება ვიკითხეთ. ტაქსისტმა მაშინვე მომსახურება შემოგვთავაზა, უარით გავისტუმრეთ. ისე კი შემეცოდა, ვინ იცის, რა მოლოდინებით ელოდა მატარებლით ჩამოსვლას, სადგურში ჩამოსული ორი კინკილა ადამიანი კი წამსვე შთაინთქა სიბნელეში.

ჩვენ შევრჩით მხოლოდ.
ჩვენც უარით გავისტუმრეთ.
ტაქსისტმა გვკითხა, ასპინძამდე ფეხით აპირებთ წასვლასო? სიბნელე კი იყო და სომეხიც შავი, მაგრამ გაკვირვებული თვალები მაინც გამოჩნდა ჩვენს პასუხზე. აიჩეჩა მხრები და გაგვეცალა.

ჩვენც ნელ-ნელა სიარული ვარჩიეთ ყინაში უძრავად დილის დალოდებას. ავიკრიფეთ ჩვენი ჩანთები და წავედით ასპინძის მხარეს. გათენებამდე რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ და როგორც კი რიჟრაჟი შემოიჭრა, საუზმე გადავწყვიტეთ.

გაგიკვირდებათ ალბათ, დილის შვიდ საათზე რა დროს საუზმეაო, მაგრამ ღამით მგზავრობას ერთი თვისება აქვს, დროსა და სოვრცეში გრევს, ჩვენც დილით ისევე ვგრძნობდით თავს, როგორც, ჩვეულებრივ, საღამოს ვართ ხოლმე, ნამუშევრები, ნამგზავრები, ცოტა დაღლილები...

განსაკუთრებით კი მოსალოდნელი ემოციებისაგან...

ჩამოვსხედით და წივწივამაც ჩანთიდან გაზი, ჩაიდანი და კიდევ ბევრი საჭირო რამ გააჩინა სასწაულებრივადაც კი, შეიძლება ითქვას, დილის საუზმეც მივირთვი და ყავაც კი დავაყოლეთ, მართალი გითხრათ.

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]