მოკლედ, ამ შაბათ-კვირას გახლდით დავითგარეჯში. გადავწყვიტე კეში დამემალა. თავიდან ვაპირებდი დოდოს რქის ტერიტორიაზე დამემალა(რადგან იქ ნაკლები ტურისტი დადის და შემთხვევით პოვნის შანსიც ნაკლებია), მაგრამ დროის უკმარისობის გამო ეს კომპლექსი ვერ ვნახეთ მომიწია დავითის ლავრის ტერიტორიაზე დამემალა კეში...
კეში ჩადებულია მონაცისფრო, წინასწარმომზადებულ პარკის პაკეტში(20სმX20სმ).


შიგ დევს ორი ნივთი(თუ დაგაინტერესებთ დავწერ რა ნივთებია

კოორდინატები აღებულია WGS84 კოორდინატთა სისტემაში:
N 41 26' 51.2"
E 45 22' 32.8"
სამალავი არის სათვალთვალო კოშკთან, იმ ბილიკს უნდა გაუყვეთ რომელსაც კოშკთან მივყვართ. კოშკს რომ მივუახლოვდებით, მაღლა კოშკზე არ უნდა ახვიდეთ, იქვე არის, ბილიკთან ახლოს. ვიწრო ნაპრალია...
პ.ს: ნაჩქარევად კი დავმალეთ, მაგრამ იმედია წვიმა არ გააფუჭებს...