ასაფრენად გავამზადეთ 6 ფრანი: 4 ქარხნული, 2 ხელნაკეთი. სამწუხაროდ მხოლოდ ორმა მოახერხა ღრუბლებში ნავარდი, დანარჩენები მიწას ვერ გავაცდინეთ




თავიდან იმასაც გაუჭირდა და სულ ცხვირით ერჭობოდა მიწაში, მაგრამ მერე ალღო ავუღეთ და დიიიიდხანს და წარმატებით ვაფრინეთ...
ილიას ფრანიც კარგად გაფრინდა და ძალიან ლამაზად აქიცინებდა წითელ-ყვითელ კუდს

ბევრი ვაფრინეთ თუ ცოტა, ბოლოს მცხეთის სალობიეში ამოვყავით თავი ( ჭამის გარეშე რაა მამული?!)
ვიხინკლავეთ, ვიმწვადავეთ და ფრიად ნასიამოვნები გამოვეშურეთ სახლებისკენ

ფოტოებს ქვემოთ დავდებ..