"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
ძალიან ლამაზი ლექსია...
სევდიანი და ლამაზი...
სევდიანი და ლამაზი...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
კი ვიცი, შენც ჩემსავით მთიული რომ ხარ, მაგრამ ეს პაწაწინა მხარე თავისი ფოლკლორითInt3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ყველამ იცის კარავზე, რომ მთიული ვარ და შენ ნუთუ არ გახსოვს?
სოფ. ზემო მლეთა.
ისეთი დიდია, რომ შენი ალაგის შესახებ უნდა მეკითხა.
ჩემთან, "მოალის", "მოიდენ" არ ამბობენ.
აი, სიტყვა "მემრე" - პოპულარულია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
ჩემი აზრით ეს კაცი რომელიც 76 წლისაა და საკუთარი ვაჟი დაასაფლავა, ძალიან დათრგუნულია და საკუთარ თავში ჩაიკეტა და აღარავის არ უღებს საკუთარი გულის კარებს ჯავრისგან. რაზეც მიუთითებს შემდეგი:
"რა ვქნისა' ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,"
************************************************************
ასევე, ჩემი აზრით საკუთარი შვილის სიკვდილით დათრგუნული ეს კაცი საკუთარ სიკვდილს ნატრობს და ჯავრობს რომ ღმერთმა მის მაგივრად რომელიც 76 წლის არის, მისი შვილი წაიყვანა იმ ქვეყნად...
"საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,"
************************************************************
ბოლოს კი აზრი ის არის რომ ყველა ადამიანს თავის დრო აქ და ეს ასაკზე არაა დამოკიდებული ვინ როდის წავა იმ ქვეყნად, ანუ როცა დრო მოვა მისი ჯერიც დადგება და უფალი მასაც წაიყვანს...
მემრე თქვეს: "დრო რო მოალის,
კარ გაიღების თავადა".

bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
zura N.
საინტერესოა.
რომ დაუკვირდე, ლექსის მომგონს თუ მთქმელს, შესაძლოა, ციხე საკუთარ თავთან მართლაც ჰქონდეს გაიგივებული.
ამ იდუმალების მიუხედავად, ძნ მინდა, რომ მართლა არსებობდეს ეს ციხე.
დღეს 1 ყაზბეგელს ვკითხე, ამ ციხის თაობაზე რამე ჰომ არ გაგია-მეთქი და არაო...
საინტერესოა.
რომ დაუკვირდე, ლექსის მომგონს თუ მთქმელს, შესაძლოა, ციხე საკუთარ თავთან მართლაც ჰქონდეს გაიგივებული.
ამ იდუმალების მიუხედავად, ძნ მინდა, რომ მართლა არსებობდეს ეს ციხე.
დღეს 1 ყაზბეგელს ვკითხე, ამ ციხის თაობაზე რამე ჰომ არ გაგია-მეთქი და არაო...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
zura N.
ძალიან საინტერესო იყო შენეული ანალიზი და რაც მთავარია ზუსტი
GAMARJOBA SAKARTVELO
ხო კარგი იქნება თუ იარსებებს ესეთი სახელწოდებით ციხე
როგორც ჩანს ყაზბეგში არ არის
ფშავშიც არ მეგულება, რომ იყოს
არც ხევსურეთში (აი თუნდაც პაატას ვკითხოთ)
მთიულეთსა და გუდამაყარში არ ვიცი იქნება თუ არა
ასევე არ ვიცი ქსნის ხეობაში თუ იქნება
მოკლედ მე მაინც მეტაფორა მგონია და რა ვიცი აბა?
ძალიან საინტერესო იყო შენეული ანალიზი და რაც მთავარია ზუსტი

GAMARJOBA SAKARTVELO
ხო კარგი იქნება თუ იარსებებს ესეთი სახელწოდებით ციხე
როგორც ჩანს ყაზბეგში არ არის
ფშავშიც არ მეგულება, რომ იყოს
არც ხევსურეთში (აი თუნდაც პაატას ვკითხოთ)
მთიულეთსა და გუდამაყარში არ ვიცი იქნება თუ არა
ასევე არ ვიცი ქსნის ხეობაში თუ იქნება

მოკლედ მე მაინც მეტაფორა მგონია და რა ვიცი აბა?
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
lama
შენ მიერ დადებული ლექსი სად დააზუსტე?
შეგიძლია, წყარო გვითხრა?
ან სხვა რამ არ ჰქონდა მითითებული?
შენ მიერ დადებული ლექსი სად დააზუსტე?
შეგიძლია, წყარო გვითხრა?
ან სხვა რამ არ ჰქონდა მითითებული?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
GAMARJOBA SAKARTVELO
"ლექსო არ დაიკარგები"
გამომცემლობა "მერანი"
თბ., 1985 წ.
სარედაქციო კოლეგია:
გურამ ბარნოვი
ინანიშვილი რევაზი
ზურაბ კიკნაძე
შოთა ნიშნიანიძე
რედაქტორ-შემდგენელი
ალექსი ჭინჭარაული
"ლექსო არ დაიკარგები"
გამომცემლობა "მერანი"
თბ., 1985 წ.
სარედაქციო კოლეგია:
გურამ ბარნოვი
ინანიშვილი რევაზი
ზურაბ კიკნაძე
შოთა ნიშნიანიძე
რედაქტორ-შემდგენელი
ალექსი ჭინჭარაული
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
lama
მადლობა.
ალექს ჭინჭარაულს კი ეცოდინება, რამე.
მაგის ტელეფონი სადღაც მეწერა.
მადლობა.
ალექს ჭინჭარაულს კი ეცოდინება, რამე.
მაგის ტელეფონი სადღაც მეწერა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა."
მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს ლექსი სრულად მეტაფორული ხასიათისაა და ადამიანის განწყობებს - უფრო დაზუსტებით, ფსიქოლოგიურ მდგომარეობებს გამოხატავს,,,
"რა ვქნა" სახეა გაურკვევლობის, რასაც "ჯავრი" მოყვება ხშირად... ჯავრი კი ისეთი რამ არის, რაც ადამიანს კეტავს და შეუვალ, გაუტეხელ ციხედ ხდის... იმდენად გაუტეხელად, რომ "საიქიოდან მოსულები", რომლებსაც სხვა უარესი ციხის კარიც კი გაუღიათ, ამას (ჯავრს) ვერაფერს უშვრებიან...
რაც შეეხება "საიქიოდან მოსულებს" - ესეც, ჩემი აზრით, მეტაფორაა და სავარაუდოდ, არა იმქვეყნიურ ძალას, ანუ განსაკუთრებით დიდი მცდელობის მეტაფორად არის გამოხატული...
ანუ...
ლექსი ჯავრზეა, რომელიც ადამიანის გაურკვევლობიდან იწყება და მას (ადამიანს)შეუვალად, ჩაკეტილად აქხევს... განსაკუთღებული ძალისხმევაც კი ამაოა ჯავრიანი ადამიანის გულის გასახსნელად...
თუმცა...
ამ ყველაფერს დრო შველის...
დრო, რომელიც ყველაფრის მკურნალია...
და ადამიანს თავისით ხსნის...

ეს ხალხური ლექსი ქართული ფილოსოფიური აზროვნების ბრწყინვალე ნუმუშია და ამაზე აგერ მისტერ აბალდუიმაც მოგვახსენა. (დეე, მიყვარხარ!),
ჰოდა, თუ ვინმე ~რა ვქნის~ ციხეს ეძებს, ეს ლექსი ნაკლებად გამოგადგებათ...
საქართველო კი ისეთი ქვეყანაა, სადაც ციხეებს წარმოუდგენლად საინტერესო სახელები ჰქვია (ქსნის ციხის მეტსახელს აღარ ვიტყვი ხმამაღლა), ჰოდა, ეძებეთ, აბა, იქნებ ~რა ვქნისაც~ ვიპოვოთ?
ჰოდა, თუ ვინმე ~რა ვქნის~ ციხეს ეძებს, ეს ლექსი ნაკლებად გამოგადგებათ...
საქართველო კი ისეთი ქვეყანაა, სადაც ციხეებს წარმოუდგენლად საინტერესო სახელები ჰქვია (ქსნის ციხის მეტსახელს აღარ ვიტყვი ხმამაღლა), ჰოდა, ეძებეთ, აბა, იქნებ ~რა ვქნისაც~ ვიპოვოთ?
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
ამ სახელის ციხეს მე ვეძებ და მიუხედავად მისი მეტაფორულობისა, სიღრმისა, სევდისა, ფიქრისა,bela wrote:
ჰოდა, თუ ვინმე ~რა ვქნის~ ციხეს ეძებს, ეს ლექსი ნაკლებად გამოგადგებათ...
მაინც მჯერა, რომ ლექსის დაწერას "ქვიანი" საფუძველი ჰქონდა.
ფიქრის სიღრმეში მგონია, რომ ის სადღაც არსებობს, თუნდაც, ნანგრევების სახით. მისი ისტორია,
უბრალოდ, სწორედ ამ ნანგრევებშია ჩარჩა, მაგრამ როდესღაც ზევით ამოვა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
თქვენგან დაზუსტება მინდა:
"ჯავრი" და "დარდი" შესატყვისებია?
"ჯავრი" და "დარდი" შესატყვისებია?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
"გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი"ARCHILI wrote: განსაკუთღებული ძალისხმევაც კი ამაოა ჯავრიანი ადამიანის გულის გასახსნელად...
მაშინ თქვა ეს სიტყვები რუსთველმა, როდესაც ჯავრიან-დარდიანი ტარიელი მოატრიალა ავთანდილმა ამ ქვეყნისკენ
ასე, რომ ესეც შესაძლებელია

გოგა,
მგონი "ჯავრი" და "დარდი" ერთმანეთის შესატყვისია ამ კონტექსტში ანუ კონტექსტს გააჩნია

- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის
კი, ,,ჯავრის" თავდაპირველი მნიშვნელობა დარდი უნდა ყოფილიყო,ვინაიდან დიალექტებში ახლაც დარდის მნიშვნელობით გამოიყენება. გაჯავრების მნიშვნელობა კი მოგვიანებით უნდა შეეძინა..GAMARJOBA SAKARTVELO wrote:თქვენგან დაზუსტება მინდა:
"ჯავრი" და "დარდი" შესატყვისებია?
ასე რომ, ჯავრი და დარდი ნამდვილად შესატყვისებია