"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 13:11

burdula wrote:ამის მეტი ინფორმაცია ამაზე ვერ ვნახე

The third poem is from the Georgian folk tradition and is on the subject of time as the great healer. It was recorded in the mountainous region of Pshavi in eastern Georgia in 1956. The informant was 76 year old Ivane Gorzamauli who reported having sung it the day he buried his son. Note that the phrase 'რა ვქნა' in the original (approximately 'what am I to do?') is translated here as 'despair'

ესეიგი ფშავშია წარმოთქმული ნამდვილად,მაგრამ იქნებ ეს ციხე გადატანითი მნიშვნელობით არის რადგან შვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა და არა პირდაპირით.
აჰა, ეს ლექსი 1956 წელს არის ჩაწერილი.
არადა, მართლა ლამაზი ლექსია.

ისე, შენკენ სოფელში ამ ლექსზე ან გორზამაულებზე რამე არ ეცოდინებათ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GOGONA » 18 მარ 2009, 13:13

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:აი, ეს პატარა სტროფი ვიპოვე:

„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა


?
ჩემთვის ეს ლექსი უკიდურესად დეპრესიულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აღწერს, განსაკუთრებით ხაზგასმა - საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა, უტრირებულია აზრი, რომ სააქაო ვერაფერი შველის :roll: ხოლო ბოლო ფრაზა - დრო ყველაფრის მკურნალი რომაა, ამ კონტექსტს გავს :)
ძალიან სევდიანად ლამაზი ლექსია

რატომღაც მგონია ამ განცდის პატრონი ლექსს არ დაწერდა, ვიღაცამ გალექსა მისი მდგომარეობა :roll:
Who is John Galt?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by Int3lig3nt » 18 მარ 2009, 13:19

მემრე, მოიდენ, მოალის - ჩემთან იციან სოფელში :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 13:22

GOGONA

საინტერესო რამეს ამბობ.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქმე გვქონდეს
მტრის მიერ მოკლულის დატირებასთან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 13:25

GAMARJOBA SAKARTVELO
გადაკეთებაზე არ ვამბობ მე :)

უბრალოდ მგონია, რომ შეცდომით არის აკრეფილი ტექსტი

ლიბ გე-ზე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by meore monadire » 18 მარ 2009, 13:29

ეს ლექსი აკაკი შანიძის ხევსურულ პოეზიაშია, სამწუხაროდ ვისგანაა ჩაწერილი არ მახსოვს, ლამას შეუზლია ნახოს თუ სახლში აქვს ისევ ჩემი ნაჩუქარი წიგნი :)

და არის განყოფილებაში სიკვდილზე და სიცოცხლეზე აქედან გამომდინარე ალბატ ასეთი ციხე არ არსებობს და ნახსენები ციხე შეიძლება იყოს სიცოცხლე ან კაი ყმა ან ლამაზი ქალი მოკლედ, ათასი რამ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 13:30

lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გადაკეთებაზე არ ვამბობ მე :)

უბრალოდ მგონია, რომ შეცდომით არის აკრეფილი ტექსტი

ლიბ გე-ზე :)
არც ვიცი, ეგ ლიბ.გე რა ვებგვერდია.
შემთხვევით, ხალხური ლექსების წიგნებზე ხელი ჰომ არ მიგიწვდება?
თუ ნახავ და შენს ვერსიასაც დააზუსტებ, ლექსის მთქმელის მადლსაც მოისხამ და ჩემსასაც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 13:31

Int3lig3nt wrote:მემრე, მოიდენ, მოალის - ჩემთან იციან სოფელში :).
შენთან სად?
რომელ კუთხეში?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 13:32

GAMARJOBA SAKARTVELO
ვეცდები მოვიძიო ინფორმაცია

ძალიან დავინტერესდი მეც :)

არა და ეს ლექსი ბავშვობიდან მესმის და ულამაზესია
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GOGONA » 18 მარ 2009, 13:47

მშვენიერია :D თემა შემეცნებითი გამოვიდა :)
Who is John Galt?

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by Naia » 18 მარ 2009, 13:48

ნეტში დავძებნე, მაგრამ ახალი ვერაფერი ვიპოვე

მართლა ძალიან ლამაზი და სევდიანი ლექსია....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 13:51

ისე პრინციპში

ბრჭყალებში ჩასმა ამ სიტყვისა არ გამორიცხავს მის მეტაფორულ ხასიათს :)

მოკლედ მოვიძიებ სანიძესტან იქნება იყოს და დავპოსტავ პირველწყაროს სახით
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 13:53

კიდევ 1 რამეს მივაქციე ყურადღება - ამ პაწაწინა ლექსში ციხე 3ჯერ არის ნახსენები.
იმდენჯერ წავიკითხე, მგონი, ზეპირად ვისწავლე
GOGONA wrote:მშვენიერია :D თემა შემეცნებითი გამოვიდა :)
უხდება, "კარავს" მსგავსი თემები.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 23:05

მეგობრებო გთავაზობთ ლექსის ორიგინალს:

"რა ვქნისა" ციხე ავაგე,
ჯავრი შავაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: "დრო რო მოალის,
კარ გაიღების თავადა".


ეს გახლავთ ორიგინალი ამ ლექსისა

საიდანაც ირკვევა რამდენიმე ნიუანსი

ესენია:

1) შავაბი და არა შევაბი (როგორც წინა ვერსიაშია)

2) რა ვქნისა ციხე მართლაც ბრჭყალებშია ჩასმული მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს ამ სახის მეტაფორულ ხასიათს.

"რა ვქნისა ციხე" ადამიანის შინაგანი განცდის გამომხატველია
ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაშია და მან არ იცის რა ქნას და აგებს "რა ვქნისას ციხეს"
ეს ძალიან ლამაზი მეტაფორაა დამეთანხმებით :)

ლექსში საუბარია, რომ ამ ციხის სანახავად საიქიოდან მოსულან, მაგრამ ვერ შევიდნენ ამ ციხეში, ბევრი უარეს მას და ბოლოს თქვეს "დრო რომ მოალის კარ გაიღების თავადაო" ანუ დადგება ჟამი, როდესაც ყველა პრობლემურ კითხვას პასუხი გაეცემა და ეს ჟამი მაშინ მოვა, როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით ...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by Int3lig3nt » 19 მარ 2009, 00:11

GAMARJOBA SAKARTVELO
ყველამ იცის კარავზე, რომ მთიული ვარ და შენ ნუთუ არ გახსოვს?

სოფ. ზემო მლეთა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]