"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 02:50

აი, ეს პატარა სტროფი ვიპოვე:

„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა


არ ვიცი, რა ციხეა და სად არის.
ლექსის ავტორიც უცნობია.
ჩანს, რომ ხალხურია.
მსგავი სახელის ციხეები იმერეთსა და ლეჩხუმშია.
არ არის გამორიცხული, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთშიც იყოს.
თუ ვინმემ რამე იცით, გაგვიზიარდით, დავგეგმოთ გასვლა და გავეშუროთ.
დარწმუნებული ვარ, მრავლისმნახველი კარაველები მანდ ნამყოფები იქნებიან.
ეგაა, რომ ლაშქრობათა საძიებელში მსგავსი სახელის ციხე არ შემხვდა.
ეგებ, სხვა სახელიც ჰქვია?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 მარ 2009, 02:57

ლექსს თუ კგდ ჩავუღრმავდებით, სტილითა და ბოლო ხმოვნის
მოკლებით ვნახავთ, რომ საქმე ხევსურულ-მოხევურ
სიტყვა-თქმასთან გვაქვს

აგერ, ნახეთ 2 ტაეპი:

კარ ვერ გატეხეს ძალადა,
ან
კარ გაიღების თავადა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 09:47

GAMARJOBA SAKARTVELO
და შესაძლოა, გუდამაყრულ პოეზიასთანაც გვქონდეს საქმე

ანუ მთიულურთან :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 09:49

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:


ჯავრი შევაბი კარადა,


ვაბი უნდა იყოს წესით :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 09:51

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
მსგავი სახელის ციხეები იმერეთსა და ლეჩხუმშია.
?
მსგავსი სახელების?

ანუ სახელად

"რა ვქნისა"? თუ რას გულისხმობ? საინტერესოა :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by გვალდა » 18 მარ 2009, 10:00

მე მგონია, რომ ეს მეტაფორაა და ადამიანის გუნება-გამწყობილებას უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალურ ციხის აგებას... გაჯავრებული ადამიანი თავის თავში ჩაიკეტა...და ეს ციხე რომელსაც რა ვქნისა ეწოდება, უნდა იყოს დამწერის გული :)
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა
ანუ, დრო თავისას იზამს და ბრაზი-ჯავრი გაივლის, წყენაც დაგავიწყდება...

ეს არის ჩემი მოკრძალებული ჰაზრი მოცემულ "ციხეზედ" :roll: :D
Last edited by გვალდა on 18 მარ 2009, 10:12, edited 1 time in total.
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 10:05

გვალდა
ხო მეც ასე მეგონა... იმედი მაქვს გოგას, რაიმე ახალი და საინტერესო ინფორმაცია აქვს ამ ლექსის წარმოშობასთან დაკავშირებით

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by გვალდა » 18 მარ 2009, 10:08

lama
ლექსი ხალხურია... :)
სვანეთოლოგი

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 10:09

გვალდა wrote:lama
ლექსი ხალხურია... :)
სიუჟეტის წარმოშობას ვგულისხმობ

თორე ხალხური, რომაა ვიცით :D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by Naia » 18 მარ 2009, 10:32

რა საინტერესოა

იქნებ ვინმემ იცოდეს ამ ციხის ადგილმდებარეობა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 10:38

Naia wrote:რა საინტერესოა

იქნებ ვინმემ იცოდეს ამ ციხის ადგილმდებარეობა
ხო რაღაც საეჭვოა ეს ციხე ნამდვილად არსებობდეს?

როგორც გვალდამ თქვა ამ ციხის სახელი მეტაფორაა მხოლოდ

და მეც ასე მგონია???
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by Naia » 18 მარ 2009, 10:44

lama
არ გამიკვირდება რომ არსებობდეს

სადაც 'მოდინახეს' ციხე არსებობს...

(და კიდევ სხვა მსგავსი)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by lama » 18 მარ 2009, 11:23

Naia
ხო მოკლედ საინტერესოა

ნამდვილად მეც მაინტერესებს, მაგრამ მე მაინც უფო მეტაფორა მგონია

:roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
"რა ვქნისა ციხე" - სად, რა და როდის

Post by zura N. » 18 მარ 2009, 11:43

გვალდა wrote:მე მგონია, რომ ეს მეტაფორაა და ადამიანის გუნება-გამწყობილებას უფრო გამოხატავს, ვიდრე რეალურ ციხის აგებას... გაჯავრებული ადამიანი თავის თავში ჩაიკეტა...და ეს ციხე რომელსაც რა ვქნისა ეწოდება, უნდა იყოს დამწერის გული :)
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა
ანუ, დრო თავისას იზამს და ბრაზი-ჯავრი გაივლის, წყენაც დაგავიწყდება...

ეს არის ჩემი მოკრძალებული ჰაზრი მოცემულ "ციხეზედ" :roll: :D
+1 :roll:

მგონი მომისმენია ეს ლექსი... თუ არ ვცდები ხევსურებში... :roll: :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]