Gvalva
ჩხოროწყუს რაიონი სოფელი მუხური, ლუგელას ხეობა, მდ. ხობი იღებს სათავეს იქედან. ლუგელა არის ბუნებრივი კალცი რომელიც მიწიდან ამოედინება ამ ხეობაში ამიტომაც დაარქვეს ლუგელას ხეობა. მდ. ხობის წყალზე მუხური არის ბოლო სოფელი ამიტომ მდინარე აქ ძალიან სუფთაა. მდინარეს აგრეთვე უერთდება სხვა პატარა მდინარეები და ნაკადულები ( მაგ. "გვალაშარა" ( ქართულად " მთის გზა" გვალა-მთა; შარა-გზა ), რომელიც არც ისე პატარაა და ძაან ბობოქარი, წყალი კი ძალიან კამკამაა და ცივი ( თუ გაგიმართლებს შეიძლება კალმახიც დაიჭირო. მე პირადად 1 ცალი მყავს დაჭერილი

, მაგრამ სამწუხაროდ დენით თითქმის სულ გაწყვიტეს

).
ამ სოფელში აგრეთვე არის ერთი გამოქვაბული რომელიც ძალიან გრძელია და მრავალი ოთახებისაგან შედგება ამიტომ ბოლომდე ჯერ არავინ გასულა ( მე გავედი 3 ოთახი), სოფლელები ამბობენ რომ 4 თუ 5 ოთახში არის დიდი ტბა რომელიც ძალიან ცივია და მის იქეთ გადასვლა ძალიან ძნელია ( თან ჰაერიც არაა საკმარისი), ასე რომ იქაურებიც მხოლოდ ტბამდე არიან მისულები.
იქაურები ამბობენ რომ სოფელსი 4-5 წლის წინ ფრანგების ექსპედიცია იყო ჩასული ამ გამოქვაბულის გამოსაკვლევად და ბოლომდე ვერც ისინი გასულან, შემდეგ რაგაც სითხე ჩაუშვიათ ნაპრალებში რათა სიღრმე გაეგოთ გამოქვაბულის და ელოდებოდნენ როდის გამოჟონავდა მდინარეში და 3-4 დღის მერე გამოჟონა მემგონი (აღარ მახსოვს).
მოკლედ ფრანგების ვარაუდით შესაძლოა სიგრძით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყოს

, ასე ამბობენ სოფელში ( იმედია ასეც იქნება

).
მე ყოველ წელს ჩავდივარ ხოლმე იქ დასასვენებლად 1-2 კვირით დეიდაჩემთან. ისე სოფელს ზაფხულში ბევრი ყავს დამსვენებელი ტურისტები ქართველებიც და უცხოელებიც ხანდახან.
წელს 15 აგვისტოს მერე ვაპირებ ჩასვლას თუკი ვინმე გადაწყვეტთ ჩამოსვლას შემეხმიანეთ და სიამოვნებით დაგათვალიერებინებთ იქაურობას
