კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ლოცვით დაიღალა მოლა მინარეთზე,
ზვინი აზიდულა ცაში გოდოლივით,
ელვამ გაიელვა შუამდინარეთზე,
კობრა აშრიალდა ხმელი ფოთოლივით.
მზეი ამოვიდა ალთა გიზგიზიდან,
მკრთალად გაანათა შუქმა სერვისები,
ნელა გამოდიან ძველი მიზგითიდან,
თურქულ ოპიუმით მთვრალი დერვიშები...
ზვინი აზიდულა ცაში გოდოლივით,
ელვამ გაიელვა შუამდინარეთზე,
კობრა აშრიალდა ხმელი ფოთოლივით.
მზეი ამოვიდა ალთა გიზგიზიდან,
მკრთალად გაანათა შუქმა სერვისები,
ნელა გამოდიან ძველი მიზგითიდან,
თურქულ ოპიუმით მთვრალი დერვიშები...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
bela
ღამის მინარეთი გამახსენე
გაიხარე
ღამის მინარეთი გამახსენე

გაიხარე

- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
რაღაც ასეთ განწყობაზე ვარ
არ გჯერა?_ ღამემ გამოიბა ლურჯი ყვავილი!
გამოდი გარეთ!.....
მართალი ხარ,ახლა ქარია,
მაგრამ ოთახში არ ბინადრობს ღამის ფრინველი,
ვერც სარკეები შეედრება გუბეს მთვარიანს,
გამოდი გარეთ!.....
მე ჯადოსნურ ფლეიტას ვუკრავ
და ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს
ბილიკზე ვაფენ.
ნუ გეშინია,
მეც მიშლიან ასე ხეტიალს,
თუ წამომასწრეს,მეც მომჭრიან ძირში ნაწნავებს,
ჩამომართმევენ ფრთების გაშლის თავისუფლებას,
მეც ჩამკეტავენ.....
გამოდი გარეთ!
თბილ ლოგინში ვერ იგრძნობ ნიავს,
ხეებს რომ ერჩის და ფოთლებს რომ უფორიაქებს,
სახურავი კი არ მოუშვებს შენამდე წვიმას_
შეშლილ მუსიკოსს,
და ვერც ლამპა აგინთებს მთვარეს.
არ გჯერა?_ჩრდილებს მოუნდათ და ფეხი აიდგეს,
დავლურს უვლიან ,სულ აიკლეს არე და მარე!
გამოდი, თორემ დაიწყება ფერიცვალება,
გათენდება და.......
სანამ დროა,
გამოდი გარეთ!....... …

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ავტორი: თეკლე ბატონიშვილი
11 მარტი, 2009
შემოდგომა
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან.
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.
ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ტირილი მინდა და ლექსების ვიწრო საყდარში
შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა... და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი, უნდა მოვიხადო როგორც სახადი.
ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს.
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახიც თვრება,
ეს სიზმარია?! თუ გავგიჟდი და დავიჯერე.
გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში, მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
ეგებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.
იქნება ჩხაზე დაგეკიდო, როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთები.
იქნება, ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი, მაგრამ ვიცი, რომ დავბრუნდები.
ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი.
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,

მე
მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც
იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით
ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და
მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა
დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
- nikushanikusha
- მაწანწალა
- Posts: 668
- Joined: 01 დეკ 2008, 00:10
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მე ლექსს ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს!
უჰ
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს!
უჰ

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.
მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.
და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

<< გამომაღვიძე, როცა მთვარიან
ღამით სიზმრები მკლავებს მომხვევენ ,
როცა არავინ არ გიხარია ,
არც ნაცნობი და არც ახლობელი .
როცა მარტო ხართ შენ და კედლები ,
ჭერზე ჭაღი და ძირს ტყავი დათვის ,
როცა გგონია, თითქოს ბერდები
და ამის გამო გთმობენ ან დაგთმეს,
და როცა ღამეს ხელში უჭირავს
თეთრ ზამბახივით _ შენი სხეული,
როცა არავის მოაქვს ქუჩიდან
შენთვის სიმღერა ფეხარეული .
გამომაღვიძე, თბილი სიზმრიდან
ამომიყვანე , როგორც აკვნიდან,
ამომიყვანე, როგორც ნისლიდან,
ან როგორც ჩვილი რძიან აპრილთან
გამოჰყავთ , ნუღარ დამერიდები ,
გულში კვლავ ძველი ვნების ნაღმი ძევს . . .
გამომაღვიძე , თუ მოგინდები ,
თუ მოგწყურდები_ გამომაღვიძე ! >>

სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
ტერენტი გრანელი

ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!
ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.
ვეღარ გავიხარე, ვეღარ გავიოცე,
ვერ გავამაისე ხანმოკლე აპრილი,
ვერ გადავაქციე ცხოვრებად — სიცოცხლე
და ცის ქვეშ ვერ ვნახე საჩემო ადგილი!...
ო, ღმერთო! როდემდე,
როდემდე
როდემდე...
გადიან დღენი და მგონია, ვბერდები,
გაუხარებელი ყიჟინით მომდევენ
აუცხადებელი ჩემი იმედები...
და ისევ — ლოდინი, და ისევ — მზადება
და გული ცივდება — ჩამქრალი საკირე...
სიცოცხლე თავდება!
სიცოცხლე თავდება,
მე კი სულ ცხოვრების დაწყებას ვაპირებ

- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
უჰ......ვაპირებ ცხოვრებას, სანამ ცოცხალი ვარ,
ვაზროვნებ სანამ და მკლავშიაც ღონე მაქვს,
რამდენი ხანია, რამდენი ხანია,
ყოველდღე,
ყოველწამს ვაპირებ ცხოვრებას!
რა საშიში "დანაპირებიაააა??!!!!!!!!!!!!!"

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იქ უხილავი მხარე მიცდიდა
და ნისლიანი უსაზღვრო სივრცე...
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
იმ პლანეტებზე ფიქრი მიმძიმდა
და გაგიჟებას ველოდი ისევ,
მე ხომ მინდოდა გასვლა მიწიდან,
მე ხომ მინდოდა გაფრენა ცისკენ.
ისევ სიშორის ცეცხლი მიზიდავს,
არ მინდა გული სამარეს მივცე;

ერთი ლექსისთვის ცხოვრება დავთმე,
დამპირდი ისევ, რომ მომიგონებ!
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს...
დამპირდი ისევ, რომ მომიგონებ!
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს...
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მე ამ ადგილას ვიქნები ხვალაც,
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი...
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი...
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი...
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი...
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
შემიყვარდება უდროო ბინდი,
თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...
ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...
მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
მომესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები...