kotetbeli
ლამასთან დაკავშირებით გადასარევი იდეა წამოაყენე.

ოღონდ ერთი პრობლემაა - ბუზების მომგერიებელიც უნდა მივუჩინოთ, თორემ ბუზი ეგრევე გველად ექცევა და დაგჭირდება მერე შენც ვაგონით წამალი მაგის სამკურნალოდ.
აქ ყვავილი ახსენეთ და მორიდებით ერთი პატარა შესწორება - ნარგიზი კი არა, ნარცისი, თორემ ნარგიზი მართლა ქალის სახელია.

ისე, ერთი კარგი, ორიგინალური და განსხვავებული ყვავილი ჩემზე იყოს.
ხეების დარგვაც კარგია და ჩემს სოფლის მეურნეობაში გამოჯეკილ გამოცდილებას თუ ენდობით, ჭადარს ცაცხვი ჯობია. ბოლო ხანებში ჭადარზე ცუდი ხმები დადის, ალერგიას და კიდევ რაღაც უბედურობებს არჩენსო. ეგეც არ იყოს და გაზაფხულზე ქალაქში თეთრი ბუსუსები რომ დაფრინავენ და სუნთქვას თუ თვალებში გამოხედვას გვიშლიან, სწორედ ჭადრისაა. მაგრამ თუ იზამ, ცაცხვზე უკეთესი ალტერნატივაც მაქვს - ნაძვი, ოღონდ პრობლემა ისაა, რომ ეს ერთი არაფერს გიშველის - მოგეხსენებათ, ვარჯი არა აქვს და საჩრდილობლად არ ვარგა. აი, იმდენ ადგილს თუ მოიმეტებ, რომ წრიულად ჩარგა ან 4 მაინც, დამიჯერე, არ ინანებ. ნაძვნარში გაცილებით სუფთა და სხვანაირი ჰაერია. თითქოს ზღვის ჰაერს ჩამოჰგავს. მუხაც კარგია, მაგრამ ძაან ნელა იზრდება. და თუ ეს ყველა მიზეზთა გამო მაინც მიუღებელია, მაშინ ლეღვიც შეიძლება.
მაგ შენს კუნძულზე ბზასაც თუ მოუძებნი ერთი ციდა ადგილს, აჯობებს. ჯერ გაუშვი სიმაღლეში და მერე მიეცი ის ფორმა, რასაც ისურვებ. მაგალითად, მინახავს კალათის ფორმის ბზა, მაგრამ მაგის მოფიქრება არაა პრობლემა.
და კიდე ერთი რჩევა - გაიარე წიგნების ბაზრობებზე. იქ ბლომად იყიდება *ჩვენი ეზოს*, *ჩვენი ბაღის* და ამგვარი სტილის წიგნები. ვფიქრობ, შენი საოცნებო კუნძულის დაპროექტებაში ისინიც დაგეხმარებიან.