Post
by Tamusia » 27 თებ 2009, 22:06
archili
მოგმართავ, როგორც ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ თავისი ქვეყნისთვის გული ერჩის; რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში სავალალო მდგომარეობებს ხედავს და ამის გამო წუხს.
მინდა კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობაზე შევაჩერო შენი ყურადღება(სხვებისაც).
ეს სავალალო მდგომარეობა ჩვენს განათლების სისტემას ეხება. ვითარება შემდეგნაირია: როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, თბილისის ბევრ საჯარო სკოლაში ფეხმოკიდებულია მექრთამეობა, გეგმიური საჩუქრები მასწავლებლებისთვის და ზოგჯერ დაკვეთებიც კი საჩუქრებთან და "პატივსცემასთან" დაკავშირებით. მე ვთვლი, რომ
1.ეს სამარცხვინოა და მასწავლებელს სხვის ხელებში მაყურებელი მათხოვრის მდგომარეობაში ამყოფებს(თუმცა ასეთები თავს ასე არ აღიქვამენ).
2.ასეთი ვითარება არყევს და რყვნის საფუძველს, რომელზედაც მომავალი თაობის ხედვა ყალიბდება.
3.მათხოვარი და მექრთამე ბევრ თავისნაირს გაზრდის.
ბევრი იტყვის: აბა რა ქნას, მასწავლებლის ხელფასზე ხომ არ იცხოვრებს, თანაც ასეთ მნიშვნელოვან და რთულ საქმეს აკეთებსო. მაგრამ მე პროტესტს ვაცხადებ ზემოთ მოყვანილი მიზეზების არსებობის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ასეთ გარემოში გაზრდილები ქვეყანას ვერასოდეს ააშენებენ და ვერც აშენებენ. საკუთარი ქვეყანა ალბათ არც კი ეყვარებათ.
p.s. სულ მიკვირდა, ეს მასწავლებლები საპროტესტო აქციებს რატომ არ მართავენ, მუდმივად სოციალურად დაუცველ ფენასთან ერთად მოხსენიებისა და რეალურად ამ კატეგორიის შესაბამისი ცხოვრების პირობების გამო-მეთქი, მაგრამ...
რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქაც მძიმე ვითარება გვაქვს. მოგეხსენებათ ასეთ სკოლებს თავიანთი მეპატრონეები ჰყავთ, რომლებისთვისაც ხშირ შემთვევაში სკოლა ჯერ ბიზნესის კეთების საშუალებაა და მერე სხვა რამ. ამ სკოლებში მასწავლებლის ყოფნა ბევრად გაუსაძლისია, ვინაიდან, თუ რამეა ის არის დამნაშავე. ვინაიდან BOS ვსეგდა პრავ, და თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია მიბრძანდე, სამსახურს ისედაც ყველა ეძებს და შენი შეცვლა არ გაუჭირდებათ.
იგივე ბოსი უმეტეს შემთხვევაში არ გაამტყუნებს მოსწავლეს, რაც არ უნდა ტყუოდეს იგი, რადგან მას გადახდისუნარიანი მშობელი ჰყავს, რომლის ხელიდან გაშვებაც არ სურს სკოლას და თვალებში შესციცინებს ზოგჯერ სწორედაც რომ გაზულუქებულ, გაუნათლებელ, ფული იშოვეს და თავი პიკზე გონიათ ვიგინდარებს. უფრო მეტიც მასწავლებლისგანაც ითხოვენ იგივენაირ თვალებში შეციცინებას, თუნდაც მაშინ, როცა თვალებიდან სიმწრის ნაპერწკლები გცვივა.
ასეთ ვითარებაში მასწავლებელი იმყოფება საკუთარი პოზიციისა და აზრის არ მქონე მონა-მსახურად, რომლის მდგომარეობაც მხედველობიდან არ რჩებათ მის მოსწავლეებს და უცერემონიოდ და უპრობლემოდ ასხდებიან თავზე. თქვენ თვლით, რომ ნებაწართმეული მონა თავისუფალი სულისა და ჯანსაღი შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანებს გაზრდის?
ეს ყველაფერი არის ის, რაც მე კარგად ვიცი და რაც მეტად მაწუხებს.
archili
ვიცი, რომ რაღაც შეხება გაქვს საგანმანათლებლო სფეროსთან ჟურნალისტობის ამბავში. იქნებ სააშკარაოზე გამოვიტანოთ და კრიტიკის საგნად ვაქციოთ რაღაც-რაღაცეები. არის ამის შესაძლებლობა?
მოგმართავთ სხვებსაც,იქნებ რამე მოვიმოქმედოთ. თუ არა და, მე მომწონს, რომ ეს ყოველივე ცოტა ადამიანს მაინც გავაცანი: იქნებ ცოტა შედეგი მაინც იქონიოს ჩემმა სიტყვებმა.
რა ვიცი, რა ვიცი...
მერე კიდევ ყველას გვიკვირს, საცოდავი და უპატრონო ქვეყანა რატომ გვაქვსო...
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო