Bivrili wrote:lika-li
კიდევ დაწერე რა რამე ჩაის დამზადების და სმის კულტურაზე....
გელოდებიიიით......

ახლავე ბატონო

თან თქვენის ნებართვით ჩინური ინტერნეტიდან გადმოწერილ ფოტოებს დავდებ, უფრო სასიამოვნო რომ გახდეს თვალისთვის
მაშ ასე:
მე 15 საუკუნის ერთი გამოჩენილი მოღვაწე სიუ ძ(ე) შუ წერდა ჩაის სმის შესახებ შემდეგს:
ჩაის სვამ მაშინ -
როცა ზეიმი გაქვს,
როცა უსმენ მოსაწყენ ლექსს,
როცა ფიქრები აწეწილი გაქვს,
როცა სიმღერის მოსმენისას მის ტაქტს აყოლებ თითის კაკუნს,
როცა მუსიკა ჩერდება,
როცა ცხოვრობ განმარტოვებით,
როცა ცხოვრობ სწავლული ადამიანის ცხოვრებით,
როცა ესაუბრები გვიან ღამით ვინმეს,
როცა დღისით დაკავებული ხარ მეცნიერული მოღვაწეობით,
საქორწინო სარეცელზე...
როცა სტუმრად ღებულობ სწავლულს ან კარგად აღზრდილ მომღერალ ქალებს,
როცა სტუმრობ შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულ მეგობარს,
როცა კარგი ამინდია,
საღამოსკენ, ბინდბუნდში, დღის ბოლოს,
როცა გაჰყურებ არხის ზედაპირზე მოსრიალე ნავებს,
როცა იმყოფები მიმოფანტულ ხეებსა და ბამბუკებს შორის,
როცა იშლებიან ყვავილები,
ცხელ დრეებში ლოტოსის ყვავილებს შორის,
ეზოში საკმევლის კმევისას,
როცა უმცროსებმა დატოვეს ოთახი,
როცა მოინახულებ განმარტოებით მდგარ ტაძარს,
როცა შეჰყურებ წყლის ჭავლსა და ქვებს, რომლებიც ქმნიან ფერწერულ სურათს...
