ინფორმაცია ფორუმის წესების, წევრების და სხვა საკითხების შესახებ.
Moderators: Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides, Kakha, Druides
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 30 სექ 2005, 14:11
როგორც შენიშნავდით, შეიქმნა ახალი პერიოდული გამოცემა, AdminDigest.
მხოლოდ ადმინისთვის

აქ თქვენი ადმინი გამოაქვეყნებს ახალ-ახლა წესებს, რომლებიც სასურველი იქნება დაიცვათ.
დღეს არის პირველი გამოცემა, რომელმაც ეს იდეა წარმოშვა.
(ცოტა ზარმაცად, მარა მაინც) მარად თქვენს სამსახურში
Gvalva
Last edited by
Gvalva on 30 სექ 2005, 14:13, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 30 სექ 2005, 14:13
ადმინური 1. განცხადებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
თუ თქვენ გსურთ რომ თქვენს მიერ ორგანიზებული გასვლის ანონსი წითელი ასოებით განთავსდეს სათაურში, მომმართეთ პირადი წერილის საშუალებით.
თუ იმ რამდენიმე სიტყვასაც მომწერთ რომელიც იქ უნდა დაიწეროს, დიდად დამავალებთ

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 22 თებ 2006, 23:04
ადმინური 2. ფორუმის ლექსიკასთან დაკავშირებით
მოვერიდოთ ისეთი არაქართული სიტყვების გამოყენებას რომელთაც მშვენიერი შესატყვისები აქვთ ქართულად.
მაგალითად, გრაბლი, სპიჩკა, სტოლი ...
მათ ნაცვლად გამოვიყენოთ ფოცხი, ასანთი, მაგიდა ...
ისედაც ბევრია ისეთი სიტყვები რომლებიც ბოლო წლებში შემოვიდა და არც ისე მოქნილად ითარგმნება, საიტი... სკრიპტი... მელიორაცია...
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 მარ 2006, 16:59
ადმინური 3. "ლაშქრობებში" გახსნილ თემებთან დაკავშირებით
თუ "ლაშქრობების" განყოფილებაში გახსნილ თემას პირველ ჩანაწერში არ ექნება ლაშქრობის აღწერა
უკვე შეთანხმებული წესების მიხვედით, ასეთი თემა წაიშლება განყოფილებიდან!
თუ თქვენ არ გაქვთ პირველი ჩანაწერის შესწორების საშუალება დაამატეთ აღწერა ბოლოს და სთხოვეთ მისი გადატანა ვისაც ეს შეუძლია.
Last edited by
Gvalva on 21 მარ 2007, 14:05, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 აპრ 2006, 13:00
გთხოვთ მაქსიმალურად მოვერიდოთ უკვე გამოცხადებული ღონისძიების თარიღის შეცვლას!
განსაკუთრებით მაშინ როცა ცვლილება ხდება ახალი თარიღის წინა დღეს!
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 21 მარ 2007, 14:00
ადმინური 5. ლაყბობის წინააღმდეგ
OutDoor სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყველა კარ(ა)ველისადმი დიდი პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად ვბრძანებ!!
1. აიკრძალოს უსაგნო ერთმანეთთან გამოლაპარაკებები თემის შინაარსის აცილებით.
2. მოერიდეთ თემების გახსნას რომელიც არაა კავშირში ფორუმის სპეციფიკასთან, თუ მაინც ხსნით გახსენით "ზოგად საუბრებში"
3. დააკვირდით განყოფილების დასახელებას როცა ხსნით თემას, ამ თემის მონახვა რომ დაგჭირდებათ ერთი თვის შემდეგ მოძებნიდით მას ამ განყოფილებაში??
4. დააკვირდით თემის დასახელებას როცა წერთ პასუხს, ადამიანი რომ ნახავს ამ თემაში რაღაც ახალი დაიწერაო და თქვენი პოსტი დახვდება, ხომ არ განიხიბლება??
და ბოლოს:5. ნუ დაწერთ სისულელეს იმ იმედით რომ მოდერატორი ან ადმინი წაშლის მას, გახსოვდეთ ესენიც (მოდერატორები და ადმინი) ადამიანები არიან
ნ
გთხოვთ შეასრულოთ ფორუმის წესები, ნუ მაიძულებთ პირადად მივცე ვინმეს შენიშვნა, ეს მე არ მიყვარს... და მგონი არც თქვენ
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 27 აგვ 2008, 23:12
ადმინური 6. კომერსანტების მომრავლებასთან დაკავშირებით
კომერსანტი ცუდი სიტყვა არაა
... მაგრამ ყველას არ შეუძლია მეგობარს ფული გამოართვას და ჯიბეში ჩაიდოს.
ამიტომ, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ,
არაკომერციული გასვლის ორგანიზატორებმა თავად იზრუნოთ გასვლაში შეგროვილი თანხის გამოყენების გამჭვირვალებაზე.
ხოლო კომერციული გასვლის ორგანიზატორებმა თავიდანვე მიანიშნეთ რომ გასვლა კომერციულია.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 30 იან 2009, 10:29
ადმინური 7. კვლავ ოფტოპიკების შესახებ
ოფტოპიკი არც ერთ თემაში არ ახარებს თემის გამახსნელს.
თუ ფორუმელმა რაიმე მნიშვნელოვანი იკითხა ან წამოიწყო, როდესაც ის ხედავს რომ თუნდაც ერთი ადამიანი გაეშაირა, რჩება განცდა რომ საერთოს ფორუმს ამ საკითხისადმი საშაირო მიდგომა აქვს.
განსაკუთრებით დასანანია თუ ასეთი გაშაირებული თემის ავტორი ფორუმზე ახლადშემოსულია.
გთხოვთ, პატივი სცეთ თემის გამხსნელს და მთლიანად ფორუმს.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 13 მარ 2009, 11:09
მოდერატორებისადმი
გთხოვთ, თემა თუ არ არის ამორალური, პორნო ხასიათის (ხდებოდა ბოტებისგან ასეთი) ან კანონსაწინააღმდეგო, ნუ წაშლით თემას, დახურეთ თუ საკითხი ჩარევას საჭიროებს.
კარგი იქნება თუ მოკამათე მხარეებს მოდერატორი PM მიწერს და მიუთითებს რომ ასეთმა საქციელმა შეიძლება თემის დახურვა გამოიწვიოს.
ასევე კარგი იქნება თუ, დახურვის შემთხვევაში გააკეთებს კომენტარს დახურულ თემაში.
მადლობა, ფორუმის ფუნქციონერებაში მონაწილეობისთვის.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 14 ივლ 2009, 12:42
თქვენ თვითონ!
კარავზე ვცდილობდი ეს პრინციპი გამეტარებინა მოდი ეხლა დამარცვლით ჩამოვაყალიბებ:
არავინ თქვენ პოსტებს არ დაარედაქტირებს, არავინ ლაშქრობებს არ მოგიწყობთ, არავინ თქვენ ტვირთს ლაშქრობაში არ ატარებს. ეს ყველაფერი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ!
ნუ ელოდებით რომ ვინმე გიპატრონებთ. ზვიადი საწყობებს გახსნის და გვეშველება. შევარდნაძე მოვა და გვეშველება. აი, სააკაშვილი მოვა და გვეშველება... საზოგადოების საერთო თვლემაა ეს.
კარაველებო, თქვენ საზოგადოების პირველხარისხოვანი წევრები ხართ! ნუ გგონიათ თავი მეორეხარისხოვანი ადამიანები, რომ პირველხარისხოვნებმა რაღაც მოგიტანოთ და პირში ჩაგიდოთ!
თქვენ საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები ხართ! თქვენ თვითონ იცხოვრეთ!
დედა რომელიც 12 წლის ბავშვს კოვზით აჭმევს ვამპირია და საკუთარი შვილის ენერგიას ისრუტავს!
ნუ მისცემთ ნურავის უფლებას და მით უმეტეს ნუ იხვეწებით, რომ ვინმემ თქვენი ენერგია შეისრუტოს!