ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Sarajistka » 09 მარ 2009, 23:29

რა საინტერესო გასვლა ყოფილა და რა საინტერესოდ მოგვითხრობთ ლაშქრობის შესახებ.
ძალიან მომინდა ამ ყველაფრის მონახულება.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2009, 02:18

Naia
სასიამოვნოა, რომ თემა წესების დაცვით გახსენი.
არაჩვეულებრივი ადგილები გინახავთ.
ეგებ, მომავალში შენ ან რომელიმე თქვენგანმა გვიმეგზუროთ კიდეც.


amigo
მშვენიერი ფოტოები გაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2009, 02:26

amigo wrote:ჩემი სიმპატია ზარები :)
ამ ზარებს კარგი ჩამოსაკიდი არ აწყენდათ.

Image
ეგებ, ჩვენ მოგვეფიქრა რამე და ჩამოგვეკიდა
Kakha wrote:amigo
რაც აფთიაქად შემოგასაღეს არ უნდა იყოს აფთიაქი. ვითარება ასეთია, არის ასეთი პიროვენბა სოკარტ სალუქვაძე - თბილისში, #1 აფთიაქის დირექტორი (არ ვიცი ახლაცაა თუ პენსიაში გავიდა). ფარმაციზე შეყვარებული კაცი (რაც კარგია). დაიწყო ქართული ფარმაკოლოგიის დარგში კვლევა (რაც ასევე კარგია) და სადაც კი ნახა თახჩები, ყველა ძეგლზე ერთიანად აფთიაქებად მონათლა (ვარიძია, უფლისციხე, მაღალაანთ ეკლესიისთან მიმდებარე კომლექსის ნანგრევი). არადა არავითარი რეალური საფუძველი რომ მაინცა და მაინც აფთიაქებია არ არსებობს. უფრო სწრედ კი მოჰყავს, მისი აზრით, შესაბამისი არგუმენტაცია, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძელბს ეს არგუმენტაცია.

კარვიდან ბევრნი ხართ ნამყოფებცი კაპადოკიაში - აბა გაიხსენეთ რამდენი კლედში ნაკვეთი მცირე თახჩებიანი სათავსები ნახეთ იქ. ასეულობითაა, თუ არა ათასობით.
სოკრატ სალუქვაძე ისევ მაგ აფთიაქში მუშაობს.
ჰო, ეგ ამტკიცებს, რომ თახჩებიანი სათავსოები წამლებისთვის გამოიყენებოდა.
ზოგი1 შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ დაეჯერება.
კაპადოკიაში მართლაც ბევრი მსგავსი სათავსოა, მაგრამ უმრავლესობას სხვა ფორმა აქვს.
ციციშვილების ციხეზე თახჩები ბრტყელთაროიანია, კაპადოკიის უმეტესი თახჩები მოკლე და უფრო ბრტყელია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 მარ 2009, 02:40

Mta Mkvarebia wrote: მოგვეწონა "უმზეურაც" და ხეობაც. ძალიან ლამაზი იქნება გაზაფხულზეც და ზაფხულშიც. მაგრამ ისეთი დანაგვიანებულია :( . იდეა გაგვიჩნდა, დასუფთავების პატარა აქცია მანდ მოვაწყოთ. თუმცა მის განხორციელებას ბევრი ხალხი არ დასჭირდება.
ჰო, ამ იდეაზე გუშინ ნაიაც მეუბნებოდა.
ნეტავ იმდენნი ვიყოთ, რომ მთელი საქართველო ნაგვისგან 2 დღეში გავწმინდოთ.

ახლა, ამბობენ, 100 000 კაცი მიტინგზე მიდისო.
ეუფ, ეგ ხალხი მომცა და მართლა 2 დღეში ყველაფერს მოვასუფთავებდით.
არ შეიძლება, სასწაული მოხდეს და მიტინგის ნაცვლად, დასუფთავებაში შემოგვი1დნენ?

Mta Mkvarebia wrote: Image

ეკლესია ასეა შემინული

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა მოგვითხრო. ლეგენდის მიხედვით, წმ. ნიკოლოზის სახელობის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაბს და ციციშვილების ციხეს ერთი და იქივე ადამიანი აშენებდა, ზაზა ციციშვილი-ფანასკერტელის დაკვეთით. მცხეთის ეპისკოპოსს ენა მიუტანეს, ერთი კაცი აკეთებსა ამ ყველაფერსო, მასაც დაუბარებია არქიტექტორი მცხეთაში. მაგრამ ამ უკანასკნელს უფიქრია, ბარემ ამ ტაძრის გუმბათის ყელს ამოვაშენებ და მერე ჩავალო. მაგრამ იძულებული გამხდარა ეპისკოპოსის ნებას დაყოლოდა. გაბრაზებულ ეპისკოპოსს კი ცხენებზე გამოუბია არქიტექტორი და სვეტიცხოვლის გალავნისთვის ორჯერ თუ სამჯერ შემოუტარებია. ოსტატი გარდაიცვალა და გუმბათის დასრულება ვერ შეძლო. ახლა ტანხებია გამოყოფილი და პროექტიც არსებობს, რომლის მიხედვითაც 7-მეტრიანი გუმბათი უნდა დაადგან ეკლესიასო.
ეს ამბავი მართლაც, ლეგენდას უფრო ჰგავს.
საქართველოს ისტორიიდან ვერ ვიხსენებ, ეპისკოპოსის მიერ ჩადენილ მსგავს ინკვიზიციას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Kakha » 10 მარ 2009, 09:11

Mta Mkvarebia
რა ინფორმაციაც დაწერე არმაზის შესახებ ეგ ეკუთვნის არმაზციხეს, იგივე ბაგინეთს და არა იმას რაც თქვენ ნახეთ. თქვენ იყავით არმაზისხევში. აბა გაიხსენე ნახეთ იქ ან სვეტებიანი დარბაზი, ანდა ალიზით ნაგები სასიმაგრო კედლები და ორთხკუთხა კოშკები?

არმაზი ფიგურირებს რამდენიმე ტოპონიმში
1) არმაზისხევი (თქვენ სადაც იყავით და სადაც ლაპიდარუიმის მოწყობას აპირებდნენ ოდესღაც)
2) არმაზციხე, იგივე ბაგინეთი
3) არმაზის ეკლესია, არც თუ შორსაა მაგ ადგილებიდან
4) ქსნის ხეობის არმაზის ეკლესია, ერთ-ერთი მინიშვნელოვანი ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრებისა (ახალგორის რაიონშია, შესაბამისად ახლა არ მიისველბა)

ამის გამო ხშირად ერევათ ხოლმე ერმანეთში თუ რომელი არმაზი ნახეს :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 10 მარ 2009, 09:17

Kakha
მაგას მივხვდი, რომ არმაზის ციხეს ეკუთვნის, მაგრამ ვიფიქრე ეს ფრაზა:
Mta Mkvarebia wrote:..პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები)..
ეკუთვნოდა მაგ აბანოს. სხვაგანაც არის არმაზში ანტიკური ხანის აბანო? :roll: რატომ არ ვიცოდი? :oops:
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Kakha » 10 მარ 2009, 09:23

Mta Mkvarebia
არმაზციხეში (ბაგინეთში) სამი რომაული ტიპს ანტიკური აბანოა - სამი :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 10 მარ 2009, 09:27

Kakha
:shock:

რა სიმდიდრის პარტონები ვყოფილვართ და ჩვენც კი არ ვიცით, სხვას რას ვთხოვთ :( . თუთა და ამიგო აღნიშნავდნენ იმ დღეს, ასეთ აბანოს როგორ გააპიარებდნენ და მაშინვე მუზეუმად აქცევდნენ თურქეთში და რა ფულს დაატოვებინებდნენ ქვეყნის ბიუჯეტში იქ ჩასულ ტურისტებს.
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Naia » 10 მარ 2009, 09:40

Kakha wrote:Mta Mkvarebia
არმაზციხეში (ბაგინეთში) სამი რომაული ტიპს ანტიკური აბანოა - სამი :wink:
რა საინტერესოა

მთაშენკა, შენი არ იყოს არც მე არ ვიცოდი ამ აბანოების შესახებ :oops:

არადა, იმ დღეს ლომი იხვეწებოდა - ავიდეთ ბაგინეთშიო...

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 10 მარ 2009, 10:10

GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
ეჰ ნაგავს რაც შეეხება, აღარ მინდოდა აქ სურათის დადება, ჩემთვის გადავიღე ჩუმათ, მაგრამ მოდი რადგან თქვენც მიგიქცევიათ ყურადღება დავდებ

Image

ამ ნაგვის დალაგებასთან ერთად ხალხს ჭკუა უნდა დავულაგოთ, - ისე არაფერი გვეშველება.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 10 მარ 2009, 10:27

amigo
დანარჩენი ფოტოები სად არის? :)
გააგრძელე დადება :)
Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 10 მარ 2009, 10:41

ამ სურათზე ჩანს ძვ. სასხორის ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზის ეკლესიები, სოფლის თავდაცვითი კოშკი და მათ ზემოთ (შორს პატარად) წმინდა გიორგის ეკლესია.

Image

მთავარანგელოზის ეკლესია (პატარა) არის მოხატული
Image

Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 10 მარ 2009, 12:01

ჩემი სურათები ავქაჩე აქ http://allshares.ge/download.php?id=4D8B14AE12 :)

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა. აწი დათბება და ამინდი კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს :)
Last edited by amigo on 10 მარ 2009, 12:10, edited 1 time in total.

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by pauna » 10 მარ 2009, 12:03

სასიახრულოა მშვიდობით რომ დაბრუნDით ხალხნო გაიხარეთ.....

ეჰ მანდ პირველად იჩხუბა კარავმა :lol: :lol: :shock: :lol: :lol:
ImageImage

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Druides » 10 მარ 2009, 12:21

pauna
იმედია უკანასკნელად :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]