სიღნაღი ავტოსტოპით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 20:20

შაბათს დილით ადრე გამეღვიძა.. ვერ ვისვენებდი ლოგინში... თავი ავწიე, ავდექი... ნუთუ აი ასე არსად არ წავალ თქო... გამახსენდა კარველები ხვალ გუდარეხში მიდიან და სიაში მეც ვარ. თან... თეთრიწყაროო.. რომელიც მე რატომღაც დედოფლის წყარო მეგონა... ავიღე ზურგჩანთა და სადგურზე წავედი, სადან 37 ავტობუსს აეროპორტისკენ გავყევი და გადასახვევამდე ჩამოვედი.
ვდგავარ კახეთის გზატკეცილზე მარტოკა.. ვუყურებ მანქანებს, და რომელიც მომეწონება ხელს ვუწევ...
მალევე გამიჩერა ოპელმა, რომელიც ლილოში მიდიოდა და მეც გავყევი.
ლილოდან კი... ფეხით გავცდი იქაურ "ღირსშესანიშნაობებს" მოვიცილე ტაქსისტები და გავიჭედე ნახევარი საათით. არავინ არ მიჩერებდა... ბოლოს ვიღაცამ გააჩერა, მაგრამ რუსთავსი მიდიოდა....
კიდევ 10 წუთი ვიდექი, სანამ შავმა ბმვ-მ არ გააჩერა. ეს უკვე თელავში მიდიოდა და ჩალაუბნამდე მეც გავყევი. ჩემი მძღოლი აღმოჩნდა მეტალოპლასტმასის კარფანჯრების საამქროს მფლობელი, თელავში სასტუმრის მშენებლობაზე მიდიოდა. მეც დამპატიჟა, მაგრამ ავუხსენი რომ სიღნაღში მეგობრები ჩამომაკითხავენ. ასე მივედით გადასახვევამდე, სადაც დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
გადასახვევიდან ცოტა ვიარე თუ ბევრი, მეორევე მანქანამ გამიჩერა, თუმცა იქ მთელი ოჯახი იჯდა, მეც მიყვანეს.
ოჯახის მამა ქიზიყელი იყო. შვილებს ეუბნებოდა, ეს თქვენი მამა-პაპის მიწააო და უბატონო მხარესი დავიბადეო. მგონი ქიზიყელი არ არსებობს ვინც ამით არ ამაყობს. ოჯახი ანაგაში მიდიოდა. მეც მიმიპატიჟეს, მაგრამ მე სიღნაღში ჩამოვედი.
Last edited by Truli on 19 მარ 2009, 09:54, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by lama » 09 მარ 2009, 20:23

Truli
მერე? :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 20:33

lama
სურათებს ავტვირთავ და განვაგრძობ :)) მერე დავეხეტებოდი ზურგჩანთით, შემოვიარე ყველა ქუჩა, ავძვერი კოშკში რომაა ეკლესია იმის თავზე და დავაფრთხე წყვილი :)
შევიარე "გალავანში" და ფიცი დავდე იქ ჩემი ფეხი აღარ იქნება. ვეძებე იაფი ღამის გასათენებელი და ვიპოვე, თანაც მაგარ ადგილზე, მანამდე კი "ტროას მეგობრების" ბაღში ბომჟურად მეძინა. ვინ არიან სიღნაღელი ტროას მეგობრები მაინც გაურკვეველი დარჩა. ვიშოვე ბევრი წვალების მერე იოგურტი. ვიბოდიალე ღამის სიღნაღში.. აღმოვაჩინე რომ გუდარეხი ქვემო ქართლშია და ნაიას დისკს ტყვილა დავათრევ (აღმოჩნდა რომ არც ისე ტყვილა). მივედი სახლში ლუდით და დიასახლისმა ვახშამზე დამპატიჟა. ბევრი რამ გაბიგე ადგილობრივ ძაღლებზე, მშენებლობაზე, იორის ველზე. მოვისმინე სევდიანი ისტორია თეთრ ყვავზე. დავლიე კახური ჭაჭა :)
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by lama » 09 მარ 2009, 20:38

Truli
მერე? :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 20:45

lama
იყო სუფრა :) სადღეგრძელოები, იორის ველის ამბები, დაპატიჟება იორის ჭალაში, დედაჩემის მოპატიჟება სიღნაღში. აწიო მთლად უფასოდ გაჩრერდიო ჩვენთანო :) მერე დევიძინეთ. დილით ადრე ავდექი და გზას გავუდექი, ვაი ვავლახით დედოფლისწყაროს გადასახვევთან მივედი. აქ ჩაკრულო შემხვდა და ტახტითეფაში დამპატიჟა, მაგრამ მანქანაში ადგილი არ ჰქონდა, მერე კონფერენს.გეს ბრიგადა შემხვდა და ერთად ჯერ დედოფლისწყაროში, მერე კი არწივის ხეობაში მივედით. ვიბობღიალე, ვიფოფხიალე, სურათები ვუღე ყვავილებს და ჩანჩქერებს, ორბები და სხვა ჩიტები ვნახეთ, ნაგავი ბევრი იყო, ძაააალიააან ბევრი.
მერე წავედით ხორნაბიჯუსკენ, აქ მწვადები და ქეიფი წავიდა....
ო, მართლა, მძღოლი ჩვენი ხევსური ზვიადი იყო.
მერე გზა აგვებმა, ძლივს ვიპოვეთ თბილისის გზა და წამოვედით თბილისში. რესპუბლიკის მოედანზე კი ნაია რომ დავინახე ყბა ჩამომძვრა... მეთქი ნუ თუ მე ასე გიყვარვარ რომ ჩემს გამო მოხვედი თქო, თუ გულმა გიგრძნო, რომ შენმა დისკმა ქიზიყი მოიარა და გიბრუნდება :)))
მი მალატ შვან

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by lama » 09 მარ 2009, 20:47

Truli
მერე? :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by გვალდა » 09 მარ 2009, 20:50

Truli
გამოდის რომ სულ ერთიდაიგივე ხალხი დადის ლაშქრობა-ექსკურსიებში :lol:

პ.ს.
ვინ არიან სიღნაღელი ტროას მეგობრები
არქეოლოგები ;)
სვანეთოლოგი

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:01

გვალდა
ჰოოო გზებზე თუ დაეხეტები, სულ ერთი და იგივე ხალხს შეხვდები :))))
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:27

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:30

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:31

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:34

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:34

ამ ძაღლს ძალიან არ მოვეწონე. კარგად დაბმული რომ არ ყოფილიყო შემჭამდა
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:36

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სიღნაღი ავტოსტოპით

Post by Truli » 09 მარ 2009, 21:38

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]