უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
TuTa
- იეტი
- Posts: 1392
- Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
- Location: where the streets have no name...
Post
by TuTa » 09 მარ 2009, 17:02
qvevri
gio Seni tema da online konsultaciebi zalian gamogvadga

gaixare
P.S potoebshi qolga marto me rom mikavia

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 09 მარ 2009, 17:21
ამ ტაძარს ძალზედ საინტერესო წარწერა აქვს აღმოსავლეთის ფასადზე და აბა

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 09 მარ 2009, 17:28
რახან თქვენ არ გადაგიღია მაშინ მე შემოგთავაზებთ...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 09 მარ 2009, 17:34
ხოლო მთაშენკას მიერ დასდებულ სურათებში არმზის მუზეუმიდან თუ დააკვირდებით შეამჩნევთ ბერთ უცნაურ ქვას, რომელზეც აწერია ზაალ ბარათაშვილიო... საქმე იმაშია, რომ ეს გახლავთ ყურძნის წნეხი და აქ საიდან მოხვდა საინტერესოა. ასეთი წნეხის ძირის ერთი დაზიანებული ნაწილი არის რუისის ტაძართან, რომელსაც გოგამ ჩემი თხოვნით გადაუღო სურათი და გამომიგზავნა. აი ის სურათიც, დიდი მადლობა გოგას

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 09 მარ 2009, 17:41
qvevri
შენთვის და დანარჩენებისთვისაც - ალბათ საინტერესოა რომ იცოდეთ რა ხდება არმაზისხევის მუზეუმის გარშემო.
ეს მუზეუმი მოიაზრებოდა როგორც ლაპიდარიუმი, ანუ ქვის შენსახი ადგილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოტანილი მინიშვნელოვანი ქვები მოჰქონდათ ან მათი სკულპტურული ღირებულების ანდა მათი ისოტრიული მნიშვნელობის გამო (იგულისხმება წარწერები). თანაც მოჰქონდათ არა მარტო ქართული არამედ სხვა კულტურების კუთვნილი ძელგებიც, უმეტესად საქართველოში აღმოჩენილი. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ყირიმიდან ჩამოტანილი ძეგლებიც იყო. თანაც ხშირ სემთხვევაში ეს არ იყო ორიგინალი, არამედ მოჰქონდათ ასლი.
ასეთი მუზეუმის შემქნის იდეამ არ გაამართლა თუ ვერ გაამართლა. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა რომ ეს მუზეუმი იქმნებოდა ძალზე მინიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის ადგლას ვერაფრით მოხდა მისი პუპულარიზება და გამოყენება.
ამ რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი. ეს ტერიტორიაც, როგორც არქეოლოგიური ძეგლი და თანაც ბოლომდე ჯერ კიდევ შეუსწავლელი მას გადაეცა. ხოლო ქვის ექსპონატების დიდი რაოდენობა, და თანაც ორიგინალები გადაიტანეს თბილისში - სახლემწიფო მუზეუმში სადაც ინახება ქვის ფონდში. ამით ექსპონატები დაუბრუნეს მის მფლობეს სახელმწიფო მუზეუმს და მოსავლელადაც უფრო მარტივი გახდა.
ახლა რატომ დავწერე ამდენი - ალბათ თქვენც გული მოგიკვდათ მუზეუმის მდგომარეობით, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ იქ მუზეუმი აღარაა. და თუ რამაა საჭირო ესაა იმ უბადრუკი ნაგებობების აღება და ტერიტორიის მოსუფთავება-მოწერიგება. რაც არაა გაკეთებული.
მოკლედ, არ ისე ცუდადაა საქმე, როგორც მაგ "მუზეუმის" ნახვით დაგრჩათ შთაბაჭდილება. მაგრამ ვინმემ თუ არ მოგიყვათ რა ხდება რაქცია ნანახზე ნამდვილად ნეგატიური იქნება.....
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 17:43
მერე ლომმა სხვა, მცხეთისკენ მიმავალი გზის პირას მდებარე აკლდამები გვანახა. რამდენჯერ გამივლია იმ ადგილას და არ შემიმჩნევია
მერე იქიდანვე დაგვანახა მთის წვერზე ახლადაგებული დედათა მონასტერი და იქ ასვლის იდეა შემოგვთავაზა, თავად ყოფილა ადრე ასული.
ავედით მონასტერში
სამწუხაროდ მონასტრის ტერიტორიაზე ფოტოების გადაღება აკრძალული იყო და ფოტომასალა არ გაგვაჩნია, მაგრამ ისეთი სილამაზე ვიხილეთ, ყველა აღვფრთოვანდით. ულამაზესად მოწყობილი იყო მონასტრის ტერიტორია, ლამაში, გემოვნებით ნაგები ეკლესიით (წმ. ნიკოლოზის და იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის), კელიებით და დამხმარე ნაგებობებით. არანაკლებ ლამაზი ხედები იშლებოდა იქიდან მცხეთაზე და მტკვარზე:
მონასტრიდან ჩამოვდიდით მანქანისკენ, ჩვენსკენ მომავალი სამი ადამიანი რომ დავინახეთ. მიახლოებისას ერთერთი ნინი არაბული აღმოჩნდა, რომელმაც კი იცოდა ნიჩბისში რომ მივდიოპდით და გზაც დაგვილოცა მაგრამ მანდ თუ გვნახავდა, არ მოელოდა. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო

.
ის დღე "ლუდის მოედანში" დასრულდა
ძალიან კარგი დღე იყო. დიდი მადლობა ორგანიზატორ ნაიას და გასვლის ყველა მონაწილეს

.

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 09 მარ 2009, 20:10
Mta Mkvarebia wrote:
ცნობილი
ბილინგვის (ორენოვანი წარწერის) ასლი. ძალიან საინტერესოა
ეს ქვაზე ამოტვიფრული წარწერა ბერძნულ და არამეულ ენაზე
"მე ვარ სერაფიტა, ფარსმან მეფის მცირე პიტიახშის ასული..."
რას ერჩოდნენ, რომ ამტვრევდნენ
ეეეეეეეეეეჰ
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 20:30
lama
ჩვენც მაგ ვთქვით

.
კარგი იქნებოდა, ხელახლა დაედგათ მაგ ბილინგვას ასლითქო.
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 09 მარ 2009, 20:38
რა საინტერესო გამოგსვლიათ.
kakha
არმაზში აბანო ხო ნამდვილია?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 09 მარ 2009, 20:41
Tamusia wrote:
არმაზში აბანო ხო ნამდვილია?
ხო ისე ეგ მეც მაინტერესებს
მე მგონი ნამდვილი უნდა იყოს

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 20:54
Tamusia
ნამდვილია აბა რა

..
ასლი ბილინგვასი დგას, რადგან ორიგინალი, როგორც ვიცით, მუზეუმში იქნა გადატანილი.
აი აბანოებზე და აკლდამებზე ცნობები:
ამ პერიოდის მაღალ საამშენებლო და ხუროთმოძღვრულ კულტურაზე მიუთითებს გათხრებით გამოვლენილი: არმაზის (ფართობი 30 ჰა) მშრალი წყობით, დიდი ქვათლილების საფუძველზე ალიზით ამოყვანილი გალავანი (სისქე 2,6—3,0 მ, სიმაღლე 6—8 მ) და ოთხკუთხა კოშკები. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულ სხვა ნაგებობათა („სვეტებიანი დარბაზი“, აბანო და სხვა) ნაშთები. პიტიახშის რეზიდენციაში აღმოჩენილი ანტიკური აბანოს ნაშთები (გასახდელი, საქვაბე, საბანაო განყოფილებები). ნახევრადწრიული კამარით გადახურული, პროფილირებული ლავგარდნით და კარის ჩარჩითი შემკული, მშრალი წყობით ნაგები ქვის აკლდამა და სხვა. ამასვე ამტკიცებს პიტიახშების ნასახლარზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის სვეტისთავები, ბაზები, ლავგარდნები და სხვა. მცხეთაში დამზადებული ორი სახის კრამიტი, ქალაქის მხატვართუხუცესისა და ხუროთმოძღვრის თანამდებობის არსებობა და სხვა.