ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by Naia » 07 მარ 2009, 23:54

აუ, რა მაგარი რამე ჩანს!!!

დღემდე ვერ მომინელებია შარშანდელი სვანეთის გასვლა ჩემი სამსახურის გამო რომ ჩავაგდე :(

ძალიან მიჭირს ასე ადრე რამის დაგეგმვა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ წამოვიდე

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 00:01

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
იმისთვის, რომ რვიანებით სიარული არ გამოვიდეს, მოხერხებულია, ასეთი გეზი:
თბილისი-ქუთაისი-ცაგერი (ლეჩხუმი)-ლენტეხი (ქვემო სვანეთი)-მესტია-უშგული-მესტია (ზემო სვანეთი)-ჯვარი-ზუგდიდი-თბილისი.
ჯიგარ-მაგარ...

მაინტერესებს მანძილები:

(1) ცაგერ-ლენტეხს შორის

(2) ლენტეხსა და უშგულს კიარადა ანუ ლენტეხიდან მგონი გზა მიდის და სად გადადის ზემო სვანეთში? იქ, როგორც ვიცი, სადღაც უშგულის გზაზე გადადის და სად, აღარ მახსოვს...

დანარჩენი უკვე ნაცნობი თემაა...

აი, ახლა ეგ საკითხები მაინტერესებს ამჟამად...

:)

ყველას მადლობა თემის მოწონებისა და მხარდაჭერისათვის...

მოამზადეთ შვებულებები... :wink:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 მარ 2009, 00:37

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
იმისთვის, რომ 8იანებით სიარული არ გამოვიდეს, მოხერხებულია, ასეთი გეზი:
თბილისი-ქუთაისი-ცაგერი (ლეჩხუმი)-ლენტეხი (ქვემო სვანეთი)-მესტია-უშგული-მესტია (ზემო სვანეთი)-ჯვარი-ზუგდიდი-თბილისი.
ჯიგარ-მაგარ...

მაინტერესებს მანძილები:

(1) ცაგერ-ლენტეხს შორის

(2) ლენტეხსა და უშგულს კიარადა ანუ ლენტეხიდან მგონი გზა მიდის და სად გადადის ზემო სვანეთში? იქ, როგორც ვიცი, სადღაც უშგულის გზაზე გადადის და სად, აღარ მახსოვს...
ლენტეხი-უშგული-მესტიის გზაზე არ მივლია. თეორიულად ვიცი, რომ ზემო სვანეთში მოგზაურობა
იწყება უშგული-ადიშით და კიდევ, ენგურის სათავეებამდე ასვლაც შეიძლება.
უშგულიდან კი, დანარჩენი, კი იცი.
ნამყოფი კი ხარ.
ოღონდ, ჩემი აზრით, მოგზაურობის დაწყება უკეთესია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-უშგული-ლენტეხი-ცაგერით, ვიდრე, პირიქით - ლეჩხუმით.
ანუ, შორი გზის მოვლით.

ახლა, მანძილებს რაც შეეხება:
თბილისი-ქუთაისი 230 კმ
ქუთაისი-ცაგერი 65 კმ
ცაგერი-ლენტეხი 29-32 კმ
ლენტეხი-უშგული-მესტია დაახლოებით 90 კმ.

ცუდი გზებია ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-უშგული-მესტია-ჯვრის გზაზე.
დანარჩენი, ასევე, კგდ იცი.

მკდ, დასასგენია, 8იანებით სვლა სჯობს თუ უფრო მოწესრიგებულად
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by bela » 08 მარ 2009, 00:55

nusa
დეეე, აზრზე ხარ? :D :D :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by lama » 08 მარ 2009, 00:58

ARCHILI wrote:
დანარჩენი უკვე ნაცნობი თემაა...
:wink:
კი ნაცნობია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ ხალდე და ადიში

ხალდეში სოფელ კალადან მოვხვდებით... სულ 4 კილომეტრია კალადან ხალდემდე :)

ხოლო ადიშში კი ჩვენ სოფელ იფარიდან უნდა ავიდეთ, საიდანაც 7 კილომეტრია მხოლოდ :)

ხალდეში დაწვენილი კოშკები უნდა ვნახოთ

ხოლო ადიშში კი ულამაზესი მთები ეკლესია და სოფელი თავისი კოშკებით :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 00:59

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ჩემი აზრით, მოგზაურობის დაწყება უკეთესია ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-უშგული-ლენტეხი-ცაგერით, ვიდრე, პირიქით - ლეჩხუმით.
ანუ, შორი გზის მოვლით.
ეგეც ძალიან კარგი იდეაა...

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:13

ასეთი ვარიანტი რომ შემოგთავაზოთ...

ვერსია 1:

თბილისი - ზემო სვანეთი - ქვემო სვანეთი - ლეჩხუმი - თბილისი

დღე 1

თბილისიდან ეცერში ჩასვლა... ქურაშში დაბანაკება.

დღე 2

ქურაშიდან მეზერის მთაზე ასვლა 2200 მეტრზე და ღამის გათენება.

დღე 3

ბეჩოში გადასვლა.

დღე 4

ბეჩოდან მაზერში, შემდეგ შდგრაზე ასვლა და მაზერში დაბრუნება.

დღე 5

ბეჩოში დაბრუნება, ერთი დღე ბეჩოში.

შენიშვნა: დროის ეკონომიის მიზნით, თუ დაგვჭIრდა 2 დღის რეზერვი, ეს უკანასკნელი (ბეჩო-მაზერი-შდგრა-ბეჩო) შეგვიძლია ამოვიღოთ ამჯერად და 2 დღე რესურსი გვექნება.

დღე 6

ბეჩო-ლატალი-ლენჯერი-მესტია

დღე 7

მესტია - ქორულდის ტბები 2700 მეტრზე

დღე 8

მესტია -მუზეუმი და რბილი დღის მოწყობა.

დღე 9

ჯოჯოს მარშრუტკით უშგულში ასვლა და ღამე გაჩერება

დღე 10

უშგულიდან ლენტეხში გადასვლა (დასაზუსტებელია, როგორ, ვვარაუდობ, ჯოჯოს მარშრუტკით და ვნახოთ)

დღე 11 -12


ქვემო სვანეთი - ლენტეხი.

(აქაურობა დასაგეგმია)

დღე 13-14

ქვემო სვანეთიდან ლეჩხუმში გადასვლა ანუ ლენტეხიდან ცაგერში

დღე 15-16

ცაგერი

და თბილისში წამოსვლა...

დროთა განმავლობაში კიდევ დავხვეწოთ და 14 დღიანი ტურის საზომში ჩავსვათ.

:)
Last edited by ARCHILI on 08 მარ 2009, 02:34, edited 3 times in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:17

lama wrote:
ARCHILI wrote:
დანარჩენი უკვე ნაცნობი თემაა...
:wink:
კი ნაცნობია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ ხალდე და ადიში

ხალდეში სოფელ კალადან მოვხვდებით... სულ 4 კილომეტრია კალადან ხალდემდე :)

ხოლო ადიშში კი ჩვენ სოფელ იფარიდან უნდა ავიდეთ, საიდანაც 7 კილომეტრია მხოლოდ :)

ხალდეში დაწვენილი კოშკები უნდა ვნახოთ

ხოლო ადიშში კი ულამაზესი მთები ეკლესია და სოფელი თავისი კოშკებით :)
ეგენი უშგულის მხარეა ხომ?

აი, იფარის მხარე...

და რომ ჩავსვათ ლენტეხამდე გზაში?
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 მარ 2009, 01:24

ARCHILI
პრინციპში, მე თუ მკითხავ, ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი სულ სხვა გასვლა უნდა გაგეკეთდეს და ზემო სვანეთი - სხვა.
მხოლოდ ლეჩხუმში იმდენი ციხეა სანახავი, რომ 4-5 დღე არ ეყოფა.

დღე 4

ბეჩოდან მაზერში, შემდეგ შდგრაზე ასვლა და მაზერში დაბრუნება.

დღე 5

ბეჩოში დაბრუნება, ერთი დღე ბეჩოში.
რამდენადაა შესაძლებელი მე4 დღის ტურის 1 დღეში ჩატევა?
მგონი, რთული იქნება.
ამასთან, მეჩვენება, რომ ბეჩოში დასარჩენად დიდი დროა გამოყოფილი.
ეს უშბას ხათრით?
მაქედან უშბა მართლა კგდ ჩანს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:31

GAMARJOBA SAKARTVELO


გოგა, რაშია, იცი, საქმე? აი, აზარტი მაქვს რა, რომ ერთ გასვლაში დავაკავშირო ეს სამი მხარე... ვეცდები, ისე დავგეგმო, საინტერესო გავხადო ასეთი ტური და დავაკავშირო ერთმანეთს სამი მხარე და მერე თუ გამოვა, ხომ კარგი... :)

შესაძლებელია, ყოვლისმომცველი არ იყოს, მაგრამ საინტერესო გამოვიდეს... ამ სქემაში ჯერ ბევრია გასასწორებელ-დასამუშავებელი, მგონი, მოხერხდება, რომ ეს ჩანაფიქრი განხორციელდეს და საინტერესოდაც...

:)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 მარ 2009, 01:36

ARCHILI
ნებისმიერ შემთხევაში, საინტერესო გამოვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:37

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ARCHILI
ნებისმიერ შემთხევაში, საინტერესო გამოვა
მადლობა მხარდაჭერისათვის...

იცოცხლე...

:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 01:46

ვერსია 2:

თბილისი - ზემო სვანეთი - ქვემო სვანეთი - ლეჩხუმი - თბილისი

დღე 1

თბილისიდან ეცერში ჩასვლა... ქურაშში ღამის გათენება.

დღე 2

ქურაშიდან მეზერის მთაზე ასვლა 2200 მეტრზე და ღამის გათენება.

დღე 3

ბეჩოში გადასვლა, ღამის გათენება.

დღე 4

ბეჩო-ლატალი-ლენჯერი-მესტია - ღამის გათენება მესტიაში.

დღე 5

მესტია - ქორულდის ტბები 2700 მეტრზე - ღამის გათენება მესტიაში.

დღე 6

უშგული და ლენტეხის წამოსასვლელისკენ გადასახვევთან ღამის გათენება.

დღე 7

ლენტეხში გადასვლა.

დღე 8-9-10


ქვემო სვანეთი - ლენტეხი.

(აქაურობა დასაგეგმია)

დღე 11

ქვემო სვანეთიდან ლეჩხუმში გადასვლა ანუ ლენტეხიდან ცაგერში

დღე 12-13-14

ცაგერი

და თბილისში წამოსვლა...

:)


შენიშვნა: შესაძლებელია უშგულის დღეს მარშრუტკის მძღოლთან მოლაპარაკება (დღე VI-VII), რომ ჩვენთან ერთად დარჩეს, მოგვატაროს იფარი და რაღაც-რაღაცეები და გადაგვიყვანოს მეორე დღეს ლენტეხში თავადვე. ალბათ შეძლებს, ხარჯებია გასათვალისწინებელი...
Last edited by ARCHILI on 08 მარ 2009, 02:33, edited 1 time in total.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by lama » 08 მარ 2009, 02:17

ARCHILI wrote:

შენიშვნა: შესაძლებელია უშგულის დღეს მარშრუტკის მძღოლთან მოლაპარაკება (დღე VI-VII), რომ ჩვენთან ერთად დარჩეს, მოგვატაროს იფარი და რაღაც-რაღაცეები და გადაგვიყვანოს მეორე დღეს ლენტეხში თავადვე. ალბათ შეძლებს, ხარჯებია გასათვალისწინებელი...
ეს ძალიან სერიოზულად გაზრდის ხარჟებს, რადგან მესტიიდან უშგულამდე 200 ლარი ჯდება 15 კაციანი უაზის ტიპის მანქანა (ჯოჯოს მანქანას ვგულისხმობ)

და.....

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლეჩხუმ-სვანეთის ტური 08/2009

Post by ARCHILI » 08 მარ 2009, 02:32

ვერსია 3:

ეს ტური თითქმის სრულად ფეხით სავალი ტურია, ჩავდივართ ერთ წერტილში (ეცერი) და მეორე წერტილამდე (ცაგერამდე) ფეხით ვივლით.

განრიგი გათვლილი იქნება, თუმცა, სადაც დაგვიღამდეს, იქ კარავი გაიშალოს და ღამე გათენდეს იქნება :)

ტური, ჩემი და ლამას ვარაუდით, საკმაოდ რთული და თავგადასავლიანი გამოვა, შეიძლება ცოტა წაუსაშიშებდ-წაუექსტრიმებდეს კიდეც ადგილ-ადგილ...

მე და ლამა ამ ტურზე შევჯერდით ჯერჯერობით და ალბათ, ამ ტურის დახვეწაზე ვიმუშავებთ:

თბილისი - ზემო სვანეთი - ქვემო სვანეთი - ლეჩხუმი - თბილისი

დღე 1

თბილისიდან ეცერში ჩასვლა... ქურაშში ღამის გათენება.

დღე 2

ქურაშიდან მეზერის მთაზე ასვლა 2200 მეტრზე და ბეჩოში გადასვლა - ღამის გათენება ბეჩოში.

დღე 3

ბეჩო-ლატალი-ლენჯერი-მესტია - ღამის გათენება მესტიაში.

დღე 4

მესტია - ქორულდის ტბები 2700 მეტრზე - ღამის გათენება მესტიაში.

დღე 5-6-7

უშგულში წასვლა ფეხით - დაახლოებით 50 კილომეტრი.

ამ გზაზე უნდა ვნახოთ ხალდე და ადიში. ხალდეში სოფელ კალადან მოვხვდებით... სულ 4 კილომეტრია კალადან ხალდემდე (ლამას მონაცემი), ხოლო ადიშში კი ჩვენ სოფელ იფარიდან უნდა ავიდეთ, საიდანაც 7 კილომეტრია (ლამას მონაცემი). ხალდეში დაწვენილი კოშკები უნდა ვნახოთ, ხოლო ადიშში კი ულამაზესი მთები ეკლესია და სოფელი თავისი კოშკებით.

დღე 8-9-10

უშგულიდან ლენტეხში გადასვლა ფეხით - დაახლოებით 50 კილომეტრი

დღე 11-12

ქვემო სვანეთი - ლენტეხი.

(აქაურობა დასაგეგმია)

დღე 13-14

ქვემო სვანეთიდან ლეჩხუმში გადასვლა ანუ ლენტეხიდან ცაგერში - დაახლოებით 40 კილომეტრი.

დღე 15-16

ცაგერი

და თბილისში წამოსვლა...

:)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]