ეეეე, მაგ გასვლას იმდენი კურიოზი ახლდა, სქელტომიანი მემუარი გამოვა
თელავიდანვე...
ვერტმფრენში რომ ჩავჯექით...
კარი შიგნიდან იმით დაკეტეს... აი, სოფლის უბორნიებში "კრუჩოკიანი" საკეტები რო იყო
ვერტმფრენს ძირი ისე ჰქონდა გამომპალი, ფანჯრებიდან ყურება არ გვჭირდებოდა, მთავარი იყო, არ ჩავვარდნილიყავით
დაქოქა მფრინავმა და, ვერ აიწია ჰაერში,
მწყემსებს უბრძანა გადააგდეთ მარილის ტომარაო,
გადააგდეს,
აიწია, მარა დაეძნეყვა ისევ,

კიდე გადააგდეს,
მერე კიდე,
რუკზაკებს გადავეფარეთ
აიწია და სიმაღლე რომ აკრიფა ძრავი გამოერთო...
ნუ ერთი სიტყვით ცოცხლები კი ჩავფრინდით, მარა...
....
აი უკან დაბრუნება მაგაზე გაცილებით ექსტრემალური იყო,
მთვრალი მძოლი,
ნისლი,
თქეში და მეწყერი,
გრუზავიკის კუზაოს ჩაფრენილს ცალი ხელით ძაღლი მყავდა ჩაბღუჟული და მეორე ხელით ბორტიდან არ გადმოვარდნას ვლამობდი
მთლიანობაში კი, ჩვენი გრუზავიკი, მეწყერიდან არმოცურება - არჩაჩეხვას ლამობდა და თან საოცარი სიჩქარით
