NEW
თბილისი - სალხინო (დადიანების სასახლე)- წაჩხური (საყოველთაო ზეიმი წაჩხურობა, რომელიც აღდგომის კვირეულში ხუთშაბათ დღეს იმართება, ამჟამად 23 აპრილს) - მარტვილის მონასტერი - ნოქალაქევის გოგირდის წყლები - ციხეგოჯის ზემო ციხეები - სენაკის დედათა მონასტერი - თბილისი.
დღე 1 ოთხშაბათი 22 აპრილი
1. საღამოს, სამსახურის შემდეგ მარშრუტკით ჩასვლა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში.
2. დაბანაკება. კარვების გაშლა.
3. აღნიშვნა.
დღე 2 ხუთშაბათი 23 აპრილი
1. დილით მონასტერში ასვლა მთაზე, სადაც დიდი დღესასწაული იქნება წაჩხურობა. ეს არის ძალიან საინტერესო დღესასწაული, ამ დღეს სოფელში ყველა კარი ღიად ითვლება. ჩამოდიან გათხოვილი და სხვა სოფელში მცხოვრები მოსახლეები და ერთად დილიდან ადიან მთაზე ტაძარში ფეხით (იქ მანქანა არ ადის)
2. წაჩხურობის აღნიშვნა.
დღე 3 პარასკევი 24 აპრილი
1. სალხინოში დადიანების სასახლის დათვალიერება.
2. გამომგზავრება მარტვილისაკენ (ეს საკითხი ცოტა დასაზუსტებელია, რითი წამოვალთ, რამდენია მანძილი და ტრანსპორტით ჯობია თუ ფეხით)
3. ჩასვლა მარტვილში.
4. დაბანაკება. კარვების გაშლა.
5. აღნიშვნა.
დღე 4 შაბათი 25 აპრილი
1. მარტვილის მონასტრის მონახულება.
2. საუზმე. კარვების აღება.
3. ფეხით დაძვრა ციხეგოჯის მიმართულებით. სასიარულოა 17 კილომეტრამდე.
4. გზად ცხელი წყლების მონახულება.
5. ნოქალაქევში ჩასვლა.
6. დაბანაკება.
7. აღნიშვნა.
დღე 5 კვირა 26 აპრილი
1. ციხეგოჯის ზედა ციხეების მონახულება.
2. შესაძლებელია თევზაობა ტეხურაზე.
3. ციხეგოჯის ნახვა.
4. საღამოსკენ ნოქალაქევი-სენაკის ავტობუსს გამოყოლა და სენაკის დედათა მონასტრის ნახვა.
6. ღამის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.
პირადად, მე... სხვისი არ ვიცი და ამ მარშრუტზე ვაპირებ წასვლას და აქედანვე მმოვემზადები დროისა და ფინანსების თვალსაზრისით...
შესაბამისად, სია შედგება ხელახლა...
წამომსვლელები:
1. არჩილი
2.
მსურველები:
1.
ვინც დააპირებთ ამ ლაშქრობაზე წამოსვლას, გთხოვთ, განაცხადოთ პოსტით და სიას თავად გავუწევ ფორმირებას, როგორც უწინ, სიის ფორმირებაში გაუგებრობისაგან თავის ასაცილებლად
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა, ამ თემას ვხსნი უკვე სამომავლო გეგმებში და დეტალები და სია იქ ჩამოვაყალიბოთ...
ამ თემაში კი უკვე სხვა იდეებზე ვიმუშავოთ...
დიდი მადლობა
