გეოგრაფიული საქართველო
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
გეოგრაფიული საქართველო
შხარა - ორთავიანი მწვერვალი მესტიის რაიონში, სვანეთის კავკასიონზე. იგი წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლეს მწვერვალს და მდებარეობს მის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 5068 მ. აგებულია გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქალისაგან. ჩრდილოეთის მხრიდან მყინვარი ბეზენგია, სამხრეთიდან - მყინვარი შხარა. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს.
bag,music and a long road...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გეოგრაფიული საქართველო
burdula
აი, ყოჩაღ, ასეთი საინტერესო თემისთვის.
კგ იქნება, თუ ხშირ-ხშირად გაამდიდრებ ამ თემას.
იმედია, ჩვენც წამოგეშველებით.
თემა "ყოველდღიურიდან" 1 წერილი გადმომაქვს, რომელიც ამ თემისთვისაა შესაფერისი:

გვალდა wrote:GAMARJOBA SAKARTVELOაიი, ნეტში ვიპოვე. შეიძლება მთლად ასეც არ იყოს?რომელია საქართველოს 10 ყველაზე მაღალი მწვერვალი?
სასურველია, რიგითობას სიმაღლის მონაცემებიც დაურთოთ
შხარა 5068მ
ჯანღა 5058მ
(იგივე ჯანგითაუ - მწვერვალი სვანეთის კავკასიონზე, საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე)
მყინვარწვერი 5047მ
გისტოლა 4859მ
(მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზემო სვანეთში, მდინარეების წანერის (მდ. ენგურის აუზი) და ბეზინგის ჩერეკის (მდ. თერგის სისტემა) წყალგამყოფზე)
თეთნულდი 4851მ
ჯიმარა 4780მ
(ჯიმარაი-ხოხი, გიმარაი-ხოხი - მწვერვალი ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე, მდებარეობს მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე)
უშბა 4700მ
თებულოსმთა 4493მ
(დაქუეხი - აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი, ანდის ყოისუსა და არღუნის სათავეებს შორის. მდებარეობს ახმეტის რაიონში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე)
ჭანჭახი 4461მ
ბაბისმთა 4454მ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გეოგრაფიული საქართველო
GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარე საჭირო ინფორმაციაა, შხარა დაემთხვა და ალბათ სხვებიც მასეა
გაიხარე საჭირო ინფორმაციაა, შხარა დაემთხვა და ალბათ სხვებიც მასეა

bag,music and a long road...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გეოგრაფიული საქართველო
"კარავის" ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით, საჭირო და მნიშვნელოვანი ცნობების გამო,
ეს თემა თვალშისაცემი გახადოს.
დიდი მადლობა.
ეს თემა თვალშისაცემი გახადოს.
დიდი მადლობა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გეოგრაფიული საქართველო
და რატომ ორთავიანი???burdula wrote:შხარა - ორთავიანი მწვერვალი .
რას გულისხმობს ეს ორი თავი???
ძალიან საინტერესო თემაა ნამდვილად

გეოგრაფიული საქართველო
დროს ვიხელთებ პაწას და კედელზე გაკრულ საქართველოს რუკას თვალს გადავავლებ. საქართველოს კავკასიონის 4000-5000-იან სხვა მწვეერვალები ამოვწერე
ზემოთ ჩამოთვლილებსაც მივათვლი, აბა რამდენი გამოვიდეს სულ:
შხარა5068
თეთნულდი 4858
აილამა 4546
ჭანჭახი 4364
უშბა 4700
შხელდა 4368
შოთა რუსთაველი 4859
ჯანღითაუ 5058
წურუნგალა 4249
ჩაჩხოხი 4098
მაისტის მაღალი (მუცოს ქედზე) 4081
თებულო 4493
ყურო 4071
შანი (ხევი) 4451
ბაჩახი 4291
დოკოსმთა 4174
დიკლოსმთა 4285
მყინვარი 5033
ლაბადა (რაჭაში) 4314
გისტოლა 4860
ჯიმარა 4780
3000-იანები უფრო ბლომად არის. შესვენებაზე მაგათაც მოგაწვდით

სვანეთოლოგი
გეოგრაფიული საქართველო
ძალიან საინტერესოა
გეოგრაფიული საქართველო
lama wrote:და რატომ ორთავიანი???burdula wrote:შხარა - ორთავიანი მწვერვალი .
რას გულისხმობს ეს ორი თავი???
ძალიან საინტერესო თემაა ნამდვილად

ალბათ ამის გამო,მე ნამყოფი არ ვარ და რაც წავიკითხე ეგააა

bag,music and a long road...
გეოგრაფიული საქართველო
არის სოფლები რომელთა ნახევარი საქართველოს საზღვრებს გარეთაა,ესენია:
მარადიდი და სარფი.მარადიდს შუაზე ჰყოფს მდინარე ჭოროხი,სარფს კი პატარა მდინარე ტიბაში.ამ მდინარეთა მარცხენა სანაპიროების ტერიტორია თურქეთშია,მარჯვენა კი საქართველოში.
მარადიდი: სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და მკვლევართა აზრიც გაყოფილია. ერთნი ფიქრობენ, რომ სოფლის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან „მარანი“ (რაც მეღვინეობის განვითარებაზე მიუთითებს) - მარანდიდი-მარადიდი. მეორენი კი იმ აზრის არიან, რომ მარადიდი დიდ ვაკეზეა და სახელიც დიდვაკე ანუ მარადიდი აქედანაა წარმოშობილი. არის მოსაზრებაც, რომ ქართველი დედა გვარას ციხიდან ამხნევებდა მარადიდთან მებრძოლ ქართველ ვაჟკაცს სამშობლოს მარად დიდებისათვის ბრძოლაში და აქედან შეერქვა მარადიდიო.

მარადიდი და სარფი.მარადიდს შუაზე ჰყოფს მდინარე ჭოროხი,სარფს კი პატარა მდინარე ტიბაში.ამ მდინარეთა მარცხენა სანაპიროების ტერიტორია თურქეთშია,მარჯვენა კი საქართველოში.
მარადიდი: სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს და მკვლევართა აზრიც გაყოფილია. ერთნი ფიქრობენ, რომ სოფლის სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან „მარანი“ (რაც მეღვინეობის განვითარებაზე მიუთითებს) - მარანდიდი-მარადიდი. მეორენი კი იმ აზრის არიან, რომ მარადიდი დიდ ვაკეზეა და სახელიც დიდვაკე ანუ მარადიდი აქედანაა წარმოშობილი. არის მოსაზრებაც, რომ ქართველი დედა გვარას ციხიდან ამხნევებდა მარადიდთან მებრძოლ ქართველ ვაჟკაცს სამშობლოს მარად დიდებისათვის ბრძოლაში და აქედან შეერქვა მარადიდიო.

bag,music and a long road...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გეოგრაფიული საქართველო
ნამყოფი ვარ მაგ სოფელში.burdula wrote:არის სოფლები რომელთა ნახევარი საქართველოს საზღვრებს გარეთაა,ესენია:
მარადიდი და სარფი.
ლამაზი, მთიანი სოფელია, ქედის რაიონს ეკუთვნის. ბათუმიდან 21-23 კმითა დაშორებული.
მართლაც, ლამაზი, მთიანი სოფელია და იქაურებმა მითხრეს, აგერ ის მხარეც მარადიდია, მაგრამ თურქეთს ეკუთვნის.
ბოლშევიკებმა ჩამოგვაჭრესო.
ისეთი ოჯახიც არიან, რომელთა ზოგი წევრის სახლი გათურქებულ მარადიდში მოხვდა და
სოფელი არამარტო გეოფრაფიულად, ოჯახებითაც გაიყო.
თურმე, ნათესავები შორიდან ესალმებოდნენ 1მანეთს და მესაზღვრეების შიშით, მიმოსვლა კი არ ჰქონდათ.
ბარემ, აქვე ვიტყვი, რომ კარწახის ტბა საქართველოშI 1ად1 ტბაა, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოს
საზღვარი ჰყოფს და ისიც, თურქეთია.
ტბის დაახლოებით 2/3 საქართველოს ეკუთვნის.
თუმცა, თავისუფალი მოხვედრა იქაც შეზღუდულია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გეოგრაფიული საქართველო
burdula
არა და
უშბაა სწორედაც, რომ ორთავიანი
არა და
უშბაა სწორედაც, რომ ორთავიანი

გეოგრაფიული საქართველო
შეიძლება,მე უბრალოდ ის ინფორმაცია მოვიტანე რაც წავიკითხე და ვნახეlama wrote:burdula
არა და
უშბაა სწორედაც, რომ ორთავიანი

bag,music and a long road...
გეოგრაფიული საქართველო
შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. ΜαÏÏη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное моÌре; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა") ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.
ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაზე მოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება არის დუნაი. შავი ზღვის საერთო ფართობია 422.000 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე - 2210 მ.
შავ ზღვას ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკაა.
მნიშვნელოვანი ქალაქები შავი ზღვის სანაპიროზე არის: სტამბოლი (ყოფილი კონსტანტინოპოლი), ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, იალტა, ოდესა, სევასტოპოლი, ქერჩი, ნოვოროსიისკი, სოჭი, სოხუმი, ფოთი, ბათუმი, ტრაბზონი და სამსუნი.
შავი ზღვის ზოგადი მახასიათებლები
ავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩაკეტილი წყლის მასივია. ზღვის სიგრძე უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის 1167 კმ-ია (ბურგასი-ქობულეთი). სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 4000 კმ-ია, საიდანაც საქართველოს 320 კმ ეკუთვნის (რუსეთის ფედერაცია-395 კმ, უკრაინა-1340 კმ, რუმინეთი-215 კმ, ბულგარეთი-317 კმ, თურქეთი-1365 კმ). შავი ზღვის ე.წ. ზედა ჟანგბადით მდიდარი "ცოცხალი" ფენა 175-200 მ სიღრმემდე ვრცელდება, 200 მ-დან ფსკერამდე თითქმის უჟანგბადოა და საერთოდ არ გვხვდება ორგანული სიცოცხლე. შავი ზღვის განსაკუთრებულ თავისებურებას, რაც მას მკვეთრად განასხვავებს დედამიწის დანარჩენი ჰიდროგარსისგან, წარმოადგენს წყლის ორიგინალური ფენობრივი ხასიათი. 175-200 მ სისქის მქონე ზედაპირული ფენა სიმკვრივით გამირჩევა (მსუბუქია) მის ქვეშ მდებარე წყლის მასისაგან. ეს განსხვავება იმდენად მკვეთრია, რომ წყლის აღრევა ფენებს შორის თითქმის არ წარმოებს. ამის გამო ღრმა წყალში დაგროვილია გოგირდწყალბადის H2S გრანდიოზული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში საერთოდ არ არსებობს საშიში იხტიოფაუნა.
საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი
საქართველოს შავიზღვისპირა სანაპირო ხაზი მთლიანობაში არ გამოირჩევა კლაკნილობით, მკვეთრად გამოხატული ნახევარკუნძულებითა და უბეებით. ნაპირის შედარებით რთული მოხაზულობით აფხაზეთი გამოირჩევა. აქ გამოკვეთილია ბიჭვინთის, სოუქსოს, წითელი შუქურისა და კოდორის ნახევარკუნძულები (კონცხები) მათ შორის მოქცეული მიუსერის, ახალი ათონის, სოხუმისა და ოჩამჩირის უბე-ყურეებით.
მიქცევა-მოქცევის სიდიდეები საქართველოს სანაპიროსათვის უმნიშვნელოა ფოთში 8-9 სმ შეადგენს და ნახევარდღეღამურ ხასიათისაა.
შავი ზღვის ფსკერი საქართველოს ნაპირიდან საკმაოდ ციცაბოდ ეშვება სიღრმეში. ეს განსაკუთრებით ეხება აფხაზეთის უბანს. სანაპირო ზოლის ფსკერის წყალქვეშა რელიეფი გაფართოებულია ნახეობარებით და დელტებით, რომლებიც აგრძელებენ ყველა მნიშვნელოვან მდინარეთა ზედაპირულ ხეობებს.
შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის გეოლოგიური წარმონაქმნია იშვიათი (არ მოეპოვება ანალოგი მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში) კონცენტრაციის მქონე მაგნეტიტური ქვიშებით აგებული ნაპირი გურიის მხარეში (შეკვეთილი-მაგნეტიტი(ურეკი) - გრიგოლეთი).
კლიმატი
საქართველოს შავიზღვისპირეთი კავკასიონის ქედით დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან. ზამთარში ძირითადად აღმოსავლეთის ქარებია, ზაფხულში უმეტესად დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის. დამახასიათებელია მოკლეპერიოდიანი ბრიზები. ქარების საშუალო უმცირესი სიჩქარეები ბათუმში გვხვდება, ზამთარში ქარები ძლიერდება და ზაფხულისთვის სუსტდება.
შავი ზღვის წყალი კომფორტულად ითვლება, თუ მისი ტემპერატურა 200-ზე მეტია, ჰაერის ტემპერატურა 150-ზე მეტი, ხოლო ტალღების სიძლიერე 3 ბალზე ნაკლებია. ეს მაჩვენებლები საქართველოს სანაპიროს წელიწადში 6-7 თვის განმავლობაში ახასიათებს.
ტალღები
ოკეანეებთან შედარებით შავ ზღვაზე აღინიშნება ნაკლები ინტენსივობის ღელვა. შტორმული მოვლენები შავ ზღვაზე ციკლონური ზემოქმედების შემთხვევაში წარმოიქმნება. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებების ქარების მოქმედება დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის ციკლონების გავლასთან. ატლანტიკის ციკლონები იწვევენ დასავლეთის მიმართულების ქარების და ტალღების გაჩენას, რომლებიც ძლიერი ზვირთების სახით საქართველოს სანაპიროს აღწევენ.
მარილიანობა
ზღვის წყლის მარილიანობა საქართველოს ნაპირებთან ყველგან ნაკლებია 17 პრომილეზე (ანატოლიის ზღვისპირეთში 18 პრომილეს აჭარბებს, საშუალოდ 22 პრომილე), რაც ორჯერ ნაკლებია მსოფლიო ოკეანის მარილიანობასთან შედარებით.
შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები
996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას. 1997 წლიდან 31 ოქტომბერი საქართველოშიც აღინიშნება, როგორც - შავი ზღის საერთაშორისო დღე.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, შავი ზღვის თემატიკის კიდევ ერთხელ პოპულიზების მიზნით, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ შავი ზღვის საერთაშორისო დღის - 31 ოქტომბრის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.
30 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ გამართა კონფერენცია თემაზე - "გადავარჩინოთ შავი ზღვა". განიხილეს შემდეგი საკითხები: - შავი ზღვის ბიორესურსების შეფასება; - შავ ზღვაში ეუტერიფიკაციის პრობლემები; - შავი ზღვის ქიმიური და ორგანული დამაბინძურებლები; - ძუძუმწოვრები შავ ზღვაში; - უკანონო თევზჭერის ნეგატიური გავლენის ფაქტორები; - ეგზოტები შავ ზღვაში; - შავი ზღვის მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოსთვის. (ფოტო სურათები)
30 ოქტომბერს ცაცხვის ნერგები გადაეცა სარფის მშენებარე ეკლესიას. (ფოტო სურათები)
30-31 ოქტომბერს სამმართველოში მოეწყო პრეზენტაცია, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მართვის განყოფილებამ წარმოადგინა თემა - "წყლებზე და ატმოსფერულ ჰაერზე ფაქტიური ზემოქმედება" და ნარჩენების მართვის განყოფილებამ - "სამედიცინო ნარჩენების ინსტიტუციონალური მართვა ქ. ბათუმსა და ქობულეთში". (ფოტო სურათები)
31 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვებმა გამოფინეს ნახატები თემაზე "დელფინები". გამოფენაში მონაწილეებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები.
აი ამ ღონისძიებებს რა უთხარი მე

გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გეოგრაფიული საქართველო
Druides
ძნ საინტერესო ცნობებია.
ყოჩაღ, რა.
ამბობენ, რომ შავ ზღვაში მნიშვნელოვანი ენერგომარაგებიც არის
ძნ საინტერესო ცნობებია.
ყოჩაღ, რა.
ამბობენ, რომ შავ ზღვაში მნიშვნელოვანი ენერგომარაგებიც არის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
გეოგრაფიული საქართველო
GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება ენერგომარაგებს,საქართველოში მდინარეთა პოტენციური ენერგია ასე ნაწილდება:
1. რიონის აუზი 3.488000 კვტ.
2.მდინარე ენგური 2.460000 კვტ.
3. კოდორის 1.542000 კვტ.
4.ბზიფის 931000 კვტ.
5.ცხენისწყლის 900000 კვტ.
6.ალაზნის 820000 კვტ.
7.მტკვირის 710000 კვტ.
8.არაგვის 511000 კვტ.
9.ყვირილის 475000 კვტ.
10.ხრამის 422000 კვტ.