მოგონებანი გარდასულ დღეთა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 11 ივლ 2006, 16:52

ჭაუხი-2001

თბილისიდან გასვლის წინა დღეს კომპიუტერში მოვამზადე სპეციალური საშვები ბანაკის წევრებისთვის, სხვადასხვა ტიპის მენიუები (სასადილოსთვის, რომელზეც ქვემოთ იქნება საუბარი), ფულის ერთეულები, წარწერები: “დაიცავით სისუფთავე”, “პატივი ეცით დამლაგებლის შრომას” და ა.შ.

ჭაუხში ჩასვლის მეორე დღეს ბანაკის წევრებს (სულ ვიყავით დაახლოებით 12-ნი) დაურიგდათ საშვები.

Image

სასადილოდ გამოყენებულ იქნა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ერთი-ერთი დიდი ქვის მიმდებარე ტერიტორია (ჯუთიდან რომ ავდივართ, საბანაკე ადგილას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვა რომ ძევს). ქვაზე გაიკრა მენიუ.

Image

შემდეგ, ბანაკელებს, პიროვნებების ზომა-წონის მიუხედავად, დაურიგდათ ერთნაირი ოდენობის თანხა.

Image

და წავიდა.... და წავიდა.................. მერე თქვენ უნდა გენახათ, ჩემი ეკონომიკური გაუნათლებლობის გამო, დასახურდავებლად რომ დავრბოდით წინ და უკან.

რაც შეეხება მწვერვალებს, დროის სიმცირისა და სასმელის სიჭარბის გამო მხოლოდ 2 მწვერვალზე (თიკანაძე, რჩეულიშვილი) მოვახერხეთ ასვლა.

დანარჩენი დღეები კი დაეთმო გართობას, ბანაობას (ქვემოთ რომ არის ტაფობები, იქ) - სუფთა ქამელეონები ვიყავით, ჩავდიოდით ხორცისფერები, ამოვდიოდით ლურჯები, ..... პირადად ჩემი ჩახტომა და ამოხტომა ერთი იყო.

წამოსვლამდე ორიოდე დღით ადრე მე და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სახელდახელოდ ავაშენეთ ტელევიზიის შენობა დიდი ქვის ძირში. რაც ჩვენ იქ ქვები ვაგროვეთ, მოკლედ... ბანაკელებს სურდათ თავიანთი წვლილის შემოტანა მშენებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არც კი იცოდნენ რას ვაკეთებდით, მაგრამ ჩვენგან ცივი უარი მიიღეს (ხომ იცით ქართველების ამბავი, მერე ტელევიზიის წილში ჩაჯდომას მოისურვებდნენ). მოკლედ, როგორც იქნა, ისევ ჩვენ ორმა, ქვებით ავაშენეთ ტელევიზიის წინა ფასადი, რა თქმა უნდა ნაწილობრივ, სანამ ძალა გვეყო (ხომ იცით ქართველების ამბავი, უანგაროდ დასახმარებლად მოსულ ხალხს უარით ისტუმრებენ - არა, არა, ჩვენთითონაო - და თვითონ კი სიქა ძვრებათ და ოხრავენ - ვაი დედა, ვაი დედაო).
საღამოს ტელევიზიის გახსნა აღვნიშნეთ გადაცემა "სატელევიზიო ლოტოთი".
ყველა ბანაკელს უკვე ჰქონდა პირადი ნომერი (საშვის â„–) და საშვების რაოდენობიდან გამომდინარე დამზადდა პატარა ფურცლები პრიზების დასახელებებით. ლოტოს დოლურად გამოვიყენეთ 2 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომლის მუცელზეც ოდნავ ამოვჭერით პატარა კარი, ჩავყარეთ ეს ფურცლები და წავიდა თამაში.
შუა თამაშში რომ ვიყავით, შემოგვიერთდნენ იტალიელი სტუმრები - ცოლ-ქმარი და მათი ქართველი ინსტრუქტორი, რომლებიც ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ იქ - ჯავახიშვილზე გეგმავდნენ ასვლას. რომ დაგვინახეს, ეს ორი “ტელეწამყვანი” ჰალსტუხებში გამოწყობილები, კინაღამ გარეკეს. რაღა თქმა უნდა, ისინიც ჩავსვით მოთამაშეთა სიაში. ერთ-ერთმა, ზუსტად არ მახსოვს რომელმა, ცოლმა თუ ქმარმა, მოიგო ჭაუხის მიწა (დაფასოებული, 100 გრ.). ყველამ მაგრად ვიხალისეთ. მოკლედ, ზოგმა რა მოიგო და ზოგმა რა - დეკის სამი ფოთოლი, ჯუთის წყალი (ტარით, 130 მლ), “კილკის” კონსერვი (ექსტრა-Food ), ქართული ხალხური სიმღერა სამ ხმაში და ა.შ.

პირადად მე მესამედ ვიყავი ჭაუხში, მაგრამ მასეთი დრო მანდ არასდროს გვიტარებია. სამწუხაროა, რომ ფოტოებს ვერ ვათავსებ, სულ გაფანტულია მეგობრებში.
Last edited by gobe on 15 სექ 2006, 07:42, edited 3 times in total.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mrs. Robinson » 11 ივლ 2006, 17:46

ჩემი უღრმესი პატივისცემა ყველას, ვისაც უნარი აქვს სხვა ადამიანებს (და ცხადია საკუთარ თავსაც) გაულამაზოს სიცოცხლე! :D
gobe
მაგარია! მქუხარე აპლოდისმენტები!
ძალიან მოვიხიბლე! :D

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 11 ივლ 2006, 18:02

gobe

ai eseti jer tavshi ar momsvlia, rogorts televizia!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
dzalian dzalian dzalian magrebi xart!!!!!!!!!!!!!!!!!
nizki vam poklon!!!!!!!!!!!! :D
dzalian visiamovni tsakitxvitats ki..... da tsarmomidgenia iq rom vyopiliyavi............................... :roll: :roll: :D :D
together on the top!!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by lama » 12 ივლ 2006, 10:53

gobe
მოხევურ დინარს ჯობდა მოხევური ხინკალი :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by გვალდა » 12 ივლ 2006, 11:29

gobe
გუშინ წავიკითხე. კომპლიმენტების გროვა მინდოდა დამეხვავა მაგრამ ვერაფრით ვერ გავაკეთე sign in. :lol:
bravo!
სვანეთოლოგი

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 12 ივლ 2006, 11:39

კარ(ა)ველებო,
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. გაიხარეთ!!!
სახლში 2 ფოტო აღმოვაჩინე "ჭაუხი-2001"-დან, მოგვიანებით დავასკანერებ და აქ მოვათავსებ.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 12 ივლ 2006, 14:44

დაპირებული ფოტოები.

Image
უკანა პლანზე მოჩანს სასადილოს და ტელევიზიის ნაწილი.

Image
მარცხნივ მე, მარჯვნივ კი ტელევიზიის მეორე დამფუძნებელი.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 12 ივლ 2006, 14:54

gobe
ui siyvarulovichits gaichitaaaaaaaaaaaaa :D :D :D
aba paraplanitats iprendit :D
together on the top!!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 12 ივლ 2006, 14:57

xoooooooooo
potoze etyoba tsotsvistvis emzadeba!
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 12 ივლ 2006, 15:40

Mao,
ირაკლის გულისხმობ ? ეგ იყო იმ იტალიელების ინსტრუქტორი. ახალი დაბრუნებულია მწვერვალიდან და თუ სწორად მახსოვს, მაგ დღეს გავხსენით ტელევიზია 8) .

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 12 ივლ 2006, 15:52

gobe

ki iraklis :D
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 19 ივლ 2006, 22:04

მგონი მივაგენი კიდევ რამოდენიმე ფოტოს და თუ ნამდვილად ისინია (ზუსტად არ მახსოვს, უნდა შევამოწმო), მოვათავსებ აქ. თუკი ამ თემასთან კავშირი არ ექნება, მაშინ სურათებს მოვათავსებ თემაში: "დადეთ თქვენი ფოტოები".

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Gvalva » 21 ივლ 2006, 17:48

gobe

რაგაცა საუკეთესოს პრიზი მინდა გადმოგცე და არ ვიცი რისი, საუკეთესო დროის ტარების, საუკეთესო მოგონების, საუკეთესო თემის თუ რა ვიცი რისი!!

ძალიან კი ვისიამოვნე წაკითხვით!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 21 ივლ 2006, 18:43

Gvalva,

დიდი მადლობა, გაიხარე :lol: . მოსაყოლის მეტი რა მაქვს, თუმცა тут помню, тут не помню-ს "პონტში" ვარ. ხანდახან გული მწყდება, რატომ არ ვწერდი დღიურებს-მეთქი. თუმცა, თუკი რამე გამახსენდება კარავი აქ არ არის? :wink:

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 21 ივლ 2006, 21:35

Gvalva

tvali chagikariiii!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
gobe
martla dzalian sasiamovno da saxalisoa! :D
together on the top!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]