ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by ARCHILI » 24 თებ 2009, 23:41

ჩემი პირველი ლაშქრობა იყო ღვთაებაში 1995 წელს, მაშინდელ ფინანსთა სამინისტროს და ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირის სასტავთან...

მახსოვს, ერთი ავთო იყო ლაფაჩი, დიდი ბოცით წამოიღო ღვინო და დიდი საზამთრო...

:lol:

ძალიან მაგარი იყო...

მე ყველაზე უმცროსი ვიყავი მაშინ...

მაგრადაც დავთვერი...

ჰო...

ყველაზე საინტერესო რაც იყო... ის არის, რომ მარშრუტკამ გაგვასწრო ნორიოში (ნორიოდან ვიყავით წასულები) და ფეხით ჩამოვედით თბილისში...

გინდ დაიჯერეთ - გინდ არა...

თუმცა, ფაქტია...

:D

თუმცა, ლილოში, ვიღაც "პაპუტნიკმა" წაგვიყოლა და მერე კიდევ ფეხით ვიარეთ სახლამდე...

აი, ასეთი იყო ჩემი პირველი ლაშქრობა...

:D
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by paata_ » 24 თებ 2009, 23:45

აუფ
არც მახსოვს
დაწყებით კლასში ვსწავლობდი, მაშინდელი პიონერთა სასახლის მხარეთმცოდნეობის სექციაში ვიყავი და ყოველ შაბათ-კვირას გავყავდით ჩვენ ხელმძღვანელს - დურმიშხან კაიშაური იყო ეხლაც მახსოვს ძალიან კაი ადამიანი

User avatar
katoo_
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 16 თებ 2009, 21:29
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by katoo_ » 25 თებ 2009, 00:05

:oops: პირველი ისე შორს იყო ისეე
მარა სერიოზული იყო 2 წლის წინ რაჭაში, ლოღორას მთის დალაშქვრა, ჩანჩქერზე და თოვლებზე ასვლა. ძალიან რთული მარშუტია,
ვიწრო ხეობაშI მიყვები მდინარეს აღმა
უფრო და უფრო ვიწროვდება ხეობა
ნახევრად მდინარეშეი მიდიხარ (ესე მუხლამდეა,ყინულზე უფრო ცივი წყალი)
გზად გხვდება ჯაკუზები,პატარ-პატრა ჩანჩქერები
ზურგს უკან კი დათოვლილი კავკასიონია.
ამ ლაშქორბაში იყო ზუსტად
ფეხი რომ დავისახიჩრე
ჯერ მდინარეში ჩამივარდა ცუდად,მერე ზედ ქვა დამეცა, თან ორჯერ :D
კი გავმწარდი,მარა უკან არ დავიხიე და
ბოლომდე ავედი
სოფელში შეღამებულზე დავბრუნდი
არ მახსოვს როგორ
თუმცა ის მახსოვს
ჯოხით რომ დავდიოდი ძველი ქურდივით
:oops:

ასე იყო ეს ამბავი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Mta Mkvarebia » 25 თებ 2009, 00:19

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2869
http://karavi.ge/viewtopic.php?t=1808&highlight=

"კარვული" თუ რადიკალურად ცვლის თემის შინაარსს, მაშინ ხოოო :D ....
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Druides » 25 თებ 2009, 00:44

Mta Mkvarebia
მარტო კარვული არა, მაგაშია საქმე :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Jimmy » 26 თებ 2009, 20:28

ჩემი პირველი ლაშქრობა(კარაველების სასტავთან) იქნება კვირას, 1 მარტს! მიხარია რომ ესე თბილად მიმიღეს ამ დიდ ოჯახში :) :) :) :) :)

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Jimmy » 26 თებ 2009, 20:46

ჩემი პირველი ლაშქრობა კვირასააა 1 მარტს :P :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Gvalva » 26 თებ 2009, 23:56

Druides

მთაშენკა რომ ფიქრობს, ისეთ რამეს ვფიქრობ მეც და ჯობია დაგვთანხმდე თორემ ეს გვერდი-გვერდ მავალი ორი თემა (და მესამეც სადღაც ქვემოთ) ცოტა ვერაა მოხერხებული, კაცი ვერ გაიგებს სად დაწეროს (ქალებიც დაბნეული მხრებს იჩეჩავდნენ)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Archil » 27 თებ 2009, 00:19

ეგეთი თემა სადღაც იყო მგონი კარავზე და იქ მეწერა კიდევაც...

კარავთან პირველად ბირთვისებში წამიყვანა ლელამ. ვიღაცეებმა გვალვა რომ დაუძახეს, გამიკვირდა და მეხამუშა.... სანზონელების სასტავი და კარგი იყო...

ისე კი ლაშქრობაში პირველად როდის ვიყავი, არც მახსოვს. ალბათ ბარისახოდან გასვლები იყო ჩემი პირველი ლაშქრობები, მაშინ სკოლაშიც არ დავდიოდი. როშკა, ჩარგალი და ეგეთები მაშინ მოვინახულე. მანამდე ალბათ კახეთი მაქვს ნანახი, მარა უფრო ექსკურსიის სტილში. თუმცა სეფორას სათავისკენ წასვლაც მახსოვს დედულეთში. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი.

ისე, თეძამის ხეობაში თამარის ციხეზე მამიდაშვილმა მე და ჩემი და რომ აგვათრია, სამი წლისაც არ ვიქნებოდი. და მაგი ციხე 30 წლის მერე რომ ვნახე, ზუსტად ისეთი მახსოვდა, როგორიც დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვასწრებდით მასზე ასვლას, მაინც ავედი მარტო, ჩამოვქროლდი იქიდან და დანაჩენებს დავეწიე. მამიდაშვილია და ვერ ვაგინე - ისე კი ციცქნა ბავშვები როგორ აგვიყვანა იმხელაზე, დღემდე მიკვირს.

ლამაზია საქართველო და ბავშბობიდანვე დამყვა მისი ხიბლით ტკბობის ბედნიერება.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by teo- » 27 თებ 2009, 00:24

არმახსოვსსსსსსს :roll:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Druides » 27 თებ 2009, 00:34

ოკ დახურეთ მე საერთოდ არ მახსოვდა ეგეთ თემები თუ არსებობდა კარავზე პრობლემა არ მაქვს:))))))))) ეტყობა დავბერდი კარავში და სკლეროზის ამბავია :))))))))
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Gvalva » 27 თებ 2009, 12:26

Druides
კი არ დავხურავთ, შევაერთებთ :)

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Druides » 27 თებ 2009, 12:51

ოკ თანახმა ვარ
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by Jimmy » 03 მარ 2009, 16:21

ძაან კარგად ჩაიარა ჩემმა პირველმა ლაშქრობამ კოჯორში 1 მარტს :oops:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ჩემი პირველი კარვული ლაშქრობა

Post by GOGONA » 07 მარ 2009, 23:58

1989 -ის ივნისში,
თუშეთში,
ერთკვირიანი,
თელავიდან ვერტმფრენით ჩავფინდით ალაზნის სათავეზე და იქიდან ფეხით...
25 კილოიანი "რუკზაკი" მქონდა,
რუსული სამხედრო,
საშინელება, დაღმართებზე ვაგორებდი, :lol: და
კატლეტები ფაფასავით აზელილი, კოვზებით ვჭამეთ მერე :lol:
ღამე ყინვისგან ვტიროდით ხოლმე :roll: :lol:

ძაღლი მყავდა წაყვანილი და ყოველ დილით კარვიდან იპარებოდა,
კარვის თოკებს ღრღნიდა და
მთელი ღამისყინვანათენებს და
გამთენიასჩაძინებულებს კარავი თავზე გვემხობოდა :P

"კარავთან" ერთად - 2007-ის მარტში, დავით გარეჯში, ჭილის ტბა იყო დაგეგმილი და გარეჯში ამოვყავით თავი :wink:
Last edited by GOGONA on 08 მარ 2009, 00:04, edited 1 time in total.
Who is John Galt?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]