თურქულის მასწავლებელი არ ვიცი, მაგრამ ვიცი თურქულის კურსები, რომელიც თურქეთის საელჩოს ეკუთვნის.
მოკლედ, იმისთვის, რომ მოხვდე ამ კურსებზე, ჯერ უნდა დარეკო თურქეთის საელჩოში ტელეფონის ნომერზე (ამ -ებზე): 25 12 99 / 25 26 68. შემდეგ დაგიბარებენ საელჩოში. აი ეგ კი დიდი პრობლემაა, იქ შესასვლელად დიდი გამართლება გჭირდება, დარაჯია ხასიათების ადამიანი. მე ისე შემიშვა დარეკილი არც მქონდა, ჩემი მეგობარი კი სამჯერ არაფრით არ შეუშვა, იმ წუთის დარეკილი ჰქონდა. მოკლედ ცდა ბედის მონახევრეაო, ხომ გაგიგია და ... ასე და ამგვარად მოხვდები კურესბის ხელმძღვანელებთან, რომლებიც ჩაგწერენ სიაში (ან შიაში) და დაიწყებ სიარულს კურსებზე. თურქები ასწავლიან, საკმაოდ კარგი კურსებია, გასაგიჟებელი არაა, მაგრამ მაინც... კვირაში ორჯერ, 2-2 საათი. განრიგი შეგიძლია აირჩიო.
ხო და, თუ იჩქარებ დარეკვას ჯობია, ეხლა შედგა მგონი ახალი, დამწყებების ჯგუფი და იქნებ იქ ჩაგწერონ.
და კიდევ... სწავლა უფასოა
