ჰხოდა ისა......
ესეც მინდა აქ იყოს
კი არა და
ვფიქრობ,
რომ
ეს
აქ უნდა იყოს!
მარტოობა მრავლობითში
ფრედერიკ ბეგბედერი
მამაკაცი ალბათ არ გაჩენილა მარტოობისათვის, მაგრამ სულ მარტოა - დაქორწინებულიც კი მარტოა და მიტოვებულია პლანეტაზე, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მიქრის 29,79კმ/წმ სიჩქარით. მამაკაცი იბადება, დარბის, ესწრაფის ცხოვრებას, კითხულობს წიგნებს, დადის კინოში, იტანჯება, საუზმობს, კვდება. ზოგჯერ, ისეც ეჩვენება, რომ სამუდამო ბერბიჭობისთვის არ არის განწირული. ამ დროს , შეიძლება ვინმე შეუყვარდეს, ესე იგი, მოატყუოს ლამაზი ქალი, ასევე საკუთარი თავიც. აბა, დავაკვირდეთ მოწყალე თვალით: ისე ცდილობს მოხიბლო ვინმე, გეგონება, დეპუტატია და სააეჩევნო კამპანია გააჩაღა. ნეტა, თუ ხვდება, რომ დანაპირებს ვერ შეასრულებს? ამ დროს , იგი თავს ირმუნებს, რომ ბედნიერია. დაქორწინდება, შვილები გაუჩნდება, ფერად ფოტოებს გადაიღებს და შეეცდება ეფემერის უკვდავყოფას. ამაღელვებელია მისი ღიმილი ამ ფოტოებზე.მკლავებზე გადაუწვენია სულ მთლად ვარდისფერი ჩვილი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ისიც, ბოლოს მარტო აღმოჩნდება. ხელი კი მეღლისათვის ჩაუკიდია(ნეტამ რატომ - რომ არ გაექცეს, თუ გული რომ გაიმხნევოს?)
იმ დღეს, როცა კაცი აღმოაჩენს, რომ მოტყუვდა, თვალებს ცას მიაპყრობს და ღვარად წამოუვა ცრემლი მზის ქვეშ, რომელიც 152 მილიონი კილომეტრითაა დაცილებული დედამიწას. დაიწყებს მიწაზე ხოხვას, რწყევას - ამ დროს ძალიან საცოდავია. უმორჩილესად გთხოვთ, აპატიოთ ეს ნაკლებად პატივსაცემი ეპიზოდი.....მერე როცა დარწმუნდება, რომ ყველა კაცს მარტოობა აქვს მისჯილი, საღამოობით გასართობად გასვლას დაიწყებს.
მართალია, ზოგს მეტი დრო სჭირდება დასარწმუნებლად და ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველას საბოლოო ხვედრი ასეთია : ხეტიალი ბარიდან ბარში, ქალაქიდან ქალაქში, ბოლინოს ნახევარფაბრიკატებით კვება , სარკის წინ ცეკვა, თავის მოჩნებეა ვინმე სხვად, რამის წარმოება...
მარტოხელა კაცებს ცუდი სუნი ასდით, რადგან არ ჰყავთ ცოლი, რომელიც დაბანის საჭიროებას შეახსენებს, უცოლოს ხშირად იმით ამოიცნობ, რომ პირიდან ღვინის სუნი ამოსდის, დაუდევრადაა გაპარსული და მის ამყრალებულ პერანგს ერთი ღილი აკლია. იგი საცოდავია, შესაშური არაფერი აქვს, მხოლოდ ცოლიანს შეიძლება შეშურდეს მისი თავისუფლება, რადგან ვერ ამჩნევს უცოლო კაცის სასოწარკვეთას.ღმერთმა ხომ იცის, რომ მხოლოდ სასოწარკვეთილს შეუძლია ჭამოს ”ჰეფი მილი” ტელევიზორთან კვირა საღამოს...
ცოლიანი კაცი უეჭველად ცდება, როცა უცოლოსი შურს, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. ეს შური მასზე ძლიერია...............
....არსებობს ერთი მხატვრული ბუნდოვანების ზონა დეპრესიულ ბერბიჭობასა და მოსაწყენ ქოეწინებას შორის: დავარქვათ მას ბედნიერება.
დაწყვილება საჭიროა ლაჩრების დასაცავად ამქვეყნიური სინამდვილისგან, რომელსაც წარმოადგენს სიკვდილი, მაგრამ სიყვარული ის სიცრუეა, რომელსაც კარგი მხარეებიც აქვს
ჰხოდა ისა......
კი არა და
იგივე - ს
სხვა - დან
”რა მნიშვნელობა აქვს მართლა გიყვარს თუ თავს იკატუნებ, მთავარია საკუთარი თავის მოტყუებას ახერხებდე”
ო
სთქუა მან და მე დავთანხმობილდი
