ჭუნა, მაგარია ფოტოები, გაიხარე.
ვანსკი, შენ ამ ბოლოს (თუმცა რაღა ბოლოს რა, მანამდე რა ვიცი რა ხდებოდა) აღარ ხუმრობ და მაგარ რეპორტაჟებს აკეთებ, ასე რომ წერე-წერე კი არადა გადაიღე ჩემო ვანსკი, მტერს დაასვი ისარიო, ფოტოგრაფი თუ ვერ გამოხვალ, გადაღებას მაინც ისწავლიო (ეს ხუმრობით).
რაც შემეხება მე, ოოოოოოოოოოოოოოოო
მე ვიყავი გიო-ჰორუსის გუნდში, რა გინდოდა, ჰორუს, მე რას მირჩევდი, ნაცნობობამ დაღუპა საქართველო და მათ შორის შენც დღეს

მოკლედ მე ვიტყვი იმას, რომ პირველი შეჯიბრებისას ვიგებდით თურმე (ეგეც მერე გავიგე), ზაზა-ზაზამ ერთი მოკლა და მეორეს ეპარებოდა, რომ მე დავინახე ვიღაცა მტრის ნახევარზე, ზურგით იყო ჩემგან, ვესროლე, ნუ გავარტყი ზურგში, და მოკვდა. ვიყვირე მოვკალი-მეთქი და ჰოი საოცრებავ, არავინ არ გამოეხმაურა ჩემ სიახრულს. თურმე, ნუ იტყვი და ჩემიანი ზაზა-ზაზა მომიკლავს

არადა როგორ გამიხარდა!

ხოდა, აქედან დაიწყო ჩვენი მარცხი და ასე მარცხიანადაც დავამთავრეთ.
ისე, მაინცდამიანც ძალიან დიდი ხალისით ვერ ვითამაშე, რატომ არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მე საღებავის უფრო დიდ და ფერად-ფერად ლაქებს ველოდი სროლის შემდეგ და აქ კიდევ ვერ ვიგებდი, ვის ხვდებოდა. მითხრეს მოკვდიო და დავთანხმდი, არადა არც ტყვი დამინახავს და არც მტკენია, მაგრამ მსაჯის სიტყვა კანონიაო, ხომ გაგიგიათ.
მოკლედ, რაც იყო, ძალიან კარგი იყო, თან ბოლოს უფრო გახალისდა თამაში თუ ომი (ისე და ომის გახალისება რაღაა?) და საბოლოოდ გმარჯვებულებიც კი გვყავს. ვულოცავ მათ ყველას და ჩემ გუნდელებს კი დიდ ბოდიშს მოვუხდი, რომ ...
