კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by Naia » 20 თებ 2009, 10:27

ARCHILI
გადასარევი იდეაა, მეც კარგა ხანია ვფიქრობ მსგავსი რაღაცის გაკეთებაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა არარეალურად მეჩვენება მისი განხორციელება სხვადასხვა გარემოებების გამო:

დღიური ალბათ ძირითადად კარაველებზე იქნება გათვლილი. მეეჭვება ფართო საზოგადოებამ მასიურად შეიძინოს იგი (როგორც ეს კალენდრების შემთხვევაში მოხდა). თუ ვინმეს რჩევა და მარშრუტი სჭირდება დღიურის საყიდლად კი არ გაიქცევა 'კარავზე' შემოვა და აქედან აიღებს ინფოს.

თან სპონსორი არ დააფინანსებს ისეთ პროექტს, რომელსაც მოგება არ მოაქვს. შეიძლება ამ დღიურის უფასოდ გავრცელებაც, მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადი აქცია იქნება და ჩვენს ჭიას გავახარებთ მარტო. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ ამ იდეის განხორციელებისთვის, მაგრამ შედეგად რას მივიღებთ? კარვის სამაგიდო ვარიანტს... პირადად მე მირჩევნია საკუთარი ალბომი გავაკეთო ლაშქრობის ფოტოებით, მარშრუტების აღწერითა და რჩევებით.

პს. მე სასკვას იდეა უფრო მომეწონა. პერიოდული გამოცემა, სადაც ახალ-ახალ მარშრუტებს შეიტან, ფოტოებს დაბეჭდავ, რომელიმე სოფელზე რეპორტაჟს მოამზადებ და ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციას დაწერ (როგორიცაა: ღამის გასათევი ადგილი, ადგილობრივი გიდი, კვება, მარშრუტები, ისტორია, ფოლკლორი და ა.შ.). თან სასურველია ეს გამოცემა 2-ენოვანი იყოს, რათა უცხოული ტურისტებიც მივიზიდოთ.
Last edited by Naia on 20 თებ 2009, 10:33, edited 1 time in total.

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by saskva » 20 თებ 2009, 10:32

ნაია
პს. მე სასკვას იდეა უფრო მომეწონა. პერიოდული გამოცემა, სადაც ახალ-ახალ მარშრუტებს შეიტან, ფოტოებს დაბეჭდავ, რომელიმე სოფელზე რეპორტაჟს მოამზადებ და ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციას დაწერ (როგორიცაა: ღამის გასათევი ადგილი, ადგილობრივი გიდი, კვება, მარშრუტები, ისტორია, ფოლკლორი და ა.შ.). თან სასურველია ეს გამოცემა 2-ენოვანი იყოს, რათა უცხოული ტურისტებიც მივიზიდოთ.
თან ესეთ გამოცემაში რეკლამის მოძიებით მისი გამოცემის ხარჯების პრობლემის მოხსნა შეგიძლია, უფრო გამართლებულიც იმიტომაა

არჩილ
უკაცრავად შემოგეჭერი, მეტს აღარ ვიზამ :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by ARCHILI » 20 თებ 2009, 11:04

Naia

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, რომ შეეხმიანე იდეას და საკუთარი აზრი გაგვიზიარე... :) ასე, საუბარ-საუბარში კარგ რაღაცას მივაღწევთ აუცილებლად... :)

სასკვას იდეა უთუოდ, არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ძალიან საინტერესოც... და საჭიროც...

რაღაც მომენტში ერთი მეორეს არც უშლის და არც კვეთავს კიდეც, თემატური ერთიანობის გარდა... რაც, ერთ შემთხვევაში ერთი ტიპით არის გამოხატული, ხოლო მეორე შემთხვევაში - მეორენაირად...

ჩვენი მიღწევა უკვე იმაშIა, რომ ორი იდეა წარმოიშვა:

1. "კარვის დღიურები"
2. კარვის პერიოდული გამოცემა

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ორივე განსხვავებული ფორმატია... ჩვენ პირობებში, ორივეს აქვს თავისი პრიორიტეტული და სუსტი მხარეები...

მოდით, მოსამზადებელი სამუშაო ორივეზე ვაწარმოოთ და სასკვას ვთხოვ, კიდევ მეტად ჩაერთოს ამ პროცესში (ისევე, როგორც ყველას :) )

ნელ-ნელა ორივე იდეისათვის წარმოვადგინოთ ჩვენინ ხედვა, რა და როგორ შეიძლება იყოს და ერთმანეთსაც დავეხმაროთ, ცხადია...

ჩემი ამჟამინდელი ხედვა ასეთია...

:)

იქნებ, პირველი ეტაპისათვის, მცირე "სტაF-ჯგუფიც" შევქმნათ და ორივე პროექტის დამუშავებას მივყოთ ნელ-ნელა ხელი... დანარცენს კი მერე ვნახავთ, ამ ორი იდეის გამაერთიანებელი ისაა, რომ ერთმა შეიძლება მეორეს შეუწყოს ხელი და ერთმანეთი წინწაწიონ...

:)

რას იტყვით?

აბა, დავიწყეთ... :)

სასკვა :) და ყველა :)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by Naia » 20 თებ 2009, 11:22

ARCHILI
გადასარევი აზრია :) შევქმნათ ეგრეთწოდებული 'სტაფჯგუფი' და ლაშქრობების დაგეგმვის ნაცვლად გადავერთოთ ინტენსიურ წერაზე :)

მე პირადად შიშველ ენთუზიაზმზე მიჭირს მუშაობა. სამწუხაროდ, თავისუფალი დროით მაინცდამაინც განებივრებული არ ვარ, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ რეალურ საქმეს ვაკეთებ და ტყუილად არ ვშრომობ, მიჭირს ჩემს თავში მოტივაციის მოძებნა.

ყველაფრის ამოსავალი წერტილი კი მაინც დაფინანსებაა. როგორ წარმოგიდგენია ეგ საკითხი? და კიდევ, მაინტერესებს ვისზე იქნება გათვლილი დღიური? კარაველებზე თუ უბრალოდ მოგზაურობის მოყვარულ ხალხზე?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by ARCHILI » 20 თებ 2009, 11:29

Naia wrote:ARCHILI
გადასარევი აზრია :) შევქმნათ ეგრეთწოდებული 'სტაფჯგუფი' და ლაშქრობების დაგეგმვის ნაცვლად გადავერთოთ ინტენსიურ წერაზე :)
ნაია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის... ეს ლოგიკა ცოტა უხარისხოა :lol:

მაგრამ... ვითვალისწინებ რა, შენი ქცევებისა და პოსტების წერის მოტივაციასა და მიზანს, არა მგონია, ჩვენ ამჟამად რაიმე საკითხზე ისე ვიმსჯელოთ, რომ შენი ყურადღება ინტერესის საგანზე გადავიტანოთ... მაგისათვის ახლა მზად არ ხარ...

თუმცა... შენი პოზიცია გასაგებია და დიდი მადლობა...

:)

შენი ენთუზიაზმის საკითხი გასაგებია და იმედია, ხელს მაინც არ შეგვიშლი ჩვენ...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, შენ უკვე ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიე...
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by Naia » 20 თებ 2009, 11:41

ARCHILI
შენი ხარისხიანი ლოგიკური მსჯელობის მიუხედავად, ვერაფერიც ვერ გავიგე :) ყველა ხომ ვერ იქნება შენსავით ქვეტექსტებით საუბრის დიდოსტატი?

თუ კარგად გაიგე ჩემი ნაწერი, მიხვდებოდი, რომ დახმარების სურვილი დიდი მაქვს. უბრალოდ, მინდა უფრო დეტალურად წარმოადგინო როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი, რომ ჩემს თავში მოტივაცია ვიპოვო ამ იდეაზე სამუშაოდ.

(ვაჰ, რა ყველაფერი უკუღმა გესმის, რა. თუმცა შენი პოზიციაც ძალიან გასაგებია ჩემთვის და გამიკვირდებოდა კიდეც სხვანაირად რომ გაგეგო ჩემი ნათქვამი :) )

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by Druides » 21 თებ 2009, 00:15

ARCHILI
არჩილ ისე პერიოდული გამოცემა თუ იქნება ვთქვათ რაოდენიმე გვერდი შეგიძლია დაუთმო ამ დღიურს......ჩვენ შპს არ ვართ მაგრამ ტუნდაც შემოსუი თანხით შეგვიძლია დავასპონსოროთ ბევრი აქცია......მაგრამ ერთს გტყვი ჩვენ კი არა და ჩვენზე დიდი მოგზაურებს გამოუციათ თავისი დღიურები და ბესტ სელერებად არ ქცეულა მათი წიგნები და ეხლა შენ გინდა რომ ჩვენი მაიმუნობები ლაშქრობებში იყიდოს მთელმა საქართველომ???? რაც ფული დაიხარჯება პოლიგრაფიაზე ერთი კაი საქმე გავაკეთოთ ჯობია... ხოდა რაც შეეხება ინფორმაციას მაშინ ერთი კაი პრომო აქცია გავაკეთოთ და ყველას ეცოდინება რომ არის ეგეთი ორუმი კარავი და საქართველოს ნებისმიერ კუთხეზე უფასოდ იპოვი ინფოს..... თუმცა არის უამრავი ადამიანი ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება განსაკუთრებით სოფლებში მაგრამ იქ მაშინ უფასოდ უნდა დაარიგო ეს დღიურები..............
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 თებ 2009, 03:12

საინტერესო აზრია.
ვფიქრობ, რომ დღიური საინტერესო იქნება, თუ იქ ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკული ცნობები და რჩევები შევა და არა ის, ჩვენ როგორი დრო გავატარეთ.

თავად მე, დიდი ხანია, მინდა, ცემ მიერ გახსნილი თემების 1ლი წერილები ავკინძო,
რადგან, ვფიქრობ, რომ იქ ბევრი საჭირო და პრქტიკული ცნობაა შესული.
თუ ამაში გა1ანდება, ჰომ კგ, თუ არადა, ამ ჩემს 1ლ წერილებს კიდევ უფრო დავხვეწ და ფოტომასალიანად ავკინძავ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კარავი.ჯი-ს დღიურები (კრებული)

Post by ARCHILI » 21 თებ 2009, 13:38

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:საინტერესო აზრია.
ვფიქრობ, რომ დღიური საინტერესო იქნება, თუ იქ ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკული ცნობები და რჩევები შევა და არა ის, ჩვენ როგორი დრო გავატარეთ.

თავად მე, დიდი ხანია, მინდა, ცემ მიერ გახსნილი თემების 1ლი წერილები ავკინძო,
რადგან, ვფიქრობ, რომ იქ ბევრი საჭირო და პრქტიკული ცნობაა შესული.
თუ ამაში გა1ანდება, ჰომ კგ, თუ არადა, ამ ჩემს 1ლ წერილებს კიდევ უფრო დავხვეწ და ფოტომასალიანად ავკინძავ
მეც დაახლოებით მსგავს რაღაცას ვგულისხმობ, სწორედ... პლიუს დამატებითი კრეატივები... და ა.შ. მაგრამ... მგონი, ჯობია, მაგაზე პირადად გავისაუბროთ, თუ თავადაც გექნება სურვილი და ისე წარმოვადგინოთ ერთიანი გამყარებული იდეა კი არა და უფრო მეტიც... მოიფიქრე...

:!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]