maikomaiko wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
აკრძალვა ყოველთვის იწვევს აგრესიას და კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას, ჩემი თქმა არ გჭირდება,მაგრამ მაინც. : ))
ამასწინათ კოლოფზე წავაწყდი-მოწევა იწვევს იმპოტენციასო თუ რაღაც ასეთი და მომეწონა,ა,ბატონო, წაიკითხავს ამას კაცი და დაფიქრდება , ფილტვებით ვერ შეაშინებ და იმპოტენცია ოჰოჰო, საშიში რამეა : )) მასას, ვინც ეწევა, სიტყვები ფილტვის კიბო, არაფერს ეუბნება მაგრამ თუ დაანახებ როგორ იტანჯება ის ადამიანი, მაშინ დაფიქრდება. თუ ანახებ, რა უპირატესობა აქვს არა,წეველობას, მაშინაც დაფიქრდება.
აუკრძალავ? წავა და ორ იმდენს მოწევს

ორს თუ არა, ცხელ გულზე ერთ ზედმეტ ღერს უეჭველი : ))
ბებიას ჩაიზე არ შემიჭმუხნია ცხვირი, არ მსიამოვნებდა-გავდიოდი იქეთ, და ზოგადად მაქვს ასეთი ლოზუნგი- არ გსიამოვნებს--გაეცალე
აკრძალვა ყოველთვის არ იწვევს აგრესიას.
მართალი ხარ იმაში, რომ ლოზუნგები მოგვიძველდა - "ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ ..." და ა.შ
მოწევა იწვევს იმპოტენციასო, ეგ არ წამიკითხავს. თუმცა, ბევრჯერ მინახავს წარწეა "მოწევა ნაყოფს ზიანს აყენებს",
მაგრამ ჯერ ვერც 1 ქალი ვნახე, ვისაც ამის წაკითხვის შედეგად სიგარეტი გადაეგოს.
ამიტომ ვამბობ, სხვა შუალედი გვჭირდება-მეთქი.
ისეთი, აკრძალვა აგრესიას რომ არ გამოწვევს, მაგრამ დაგაფიქრებს.
ლოზუნგები, უბრალოდ, უშედეგოა...
"არ გსიამოვნებს და გაეცალეც" არ არის გამოსავალი.
ჩემს ღერებს თაროზე შემოვდებ, იმ დღეების მოსაგონრად, რომ ვაბოლებდი, და როცა კიდევ გაბოლებას დავაპირებ,მაგ ღერებს ავიღებ
ისადა მე ნეტა მწეველი ვარ თუ არამწეველი?
ორივეს როლში ვიყავი და
რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს
ორივეს ორი ხელით ვეთანხმები

ნება შენია, რას უზამ იმ 5 ღერს.
შენს ადგილას, ქურთუკიდან მართლა ამოვიღებდი და ნაგვის ყუთში ჩავყრიდი, თანაც, ახლავე, ისევე, როგორც სხვა ნარჩენებს.
ეგ ხომ იმის ნარჩენებია, რაც შენ გაზიანებდა, ძმასაც, სხვებსაც?
თუ მოწევას თავი დაანებე, აღარ იფიქრო, რა...