კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
Ivane Goliadze
- მაწანწალა
- Posts: 923
- Joined: 01 აპრ 2005, 17:13
Post
by Ivane Goliadze » 15 თებ 2009, 22:27
gobe
ვეღარ მცნობ ხო.???
რამდენი ხანია არ მინახიხარ
ივანე გოლიაძე უფროსია (ბაბუას მამა)
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 19 თებ 2009, 13:42
სამაჩაბლო... ეჰ.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
Chiamaya
- ბოდიალა
- Posts: 119
- Joined: 15 აპრ 2009, 11:37
- Location: Tbilisi
Post
by Chiamaya » 19 მაი 2009, 14:36
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში.

წარმოშობით ვარ რაჭველი, ყველაზე ლამაზ სოფელ შქმერიდან.
ბავშვობიდან ჩავდიოდი თითქმის ყოველ წელს და არ არსებობდა ადგილი სადაც უკეთესად ვისვენებდი.
დედა- ნელი ჩიკვაიძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში, წარმოშობით იმერელი ,ხარაგაულიდან (საბე და ლაშე)
მამა-შოთა ჯოხაძე დაიბადა შქმერში სწავლობდა ონში
მერე მოსკოვში და იქ მუშაობდა.
მოსკოვში შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ, იქ ვცხოვრობდით და ალბათ სულ იქ დავრჩებოდით, რომ არა ბებია, რომელმაც მამაჩემს თბილისში დაბრუნება სთხოვა.
Last edited by
Chiamaya on 19 მაი 2009, 16:08, edited 1 time in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 19 მაი 2009, 14:47
Chiamaya
მანდ ნამყოფი ვარ, შუაც, უშოლთაც და ხარითვალიც სულ ცხენითა მაქვს შმორბელილი, მერე ზემოტ აუყევით შხუილას, მოიცა და მეუფე თქვენი რა არის?
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 19 მაი 2009, 14:51
Chiamaya wrote: ყველაზე ლამაზ სოფელ შქმერიდან.
....., რომ არა ბებია, რომელმაც მამაჩემს თბილისში დაბრუნება სთხოვა.
კეთილი იყოს შენი მობრზანება ყველაზე ლამაზ ფორუმზე.
ისე არ მიწყინო და შქმერი თუ ყველაზე ლამაზი სოფელია, მოსკოვში რა გინდოდათ?:P (თუ არ გავითვალისწინებთ რომ მოსკოვი ყველაზე სწორი დედაქალაქია)სამი პრავილნი ნა სვეწე.

-
Chiamaya
- ბოდიალა
- Posts: 119
- Joined: 15 აპრ 2009, 11:37
- Location: Tbilisi
Post
by Chiamaya » 19 მაი 2009, 16:06
qvevri wrote:Chiamaya
მანდ ნამყოფი ვარ, შუაც, უშოლთაც და ხარითვალიც სულ ცხენითა მაქვს შმორბელილი, მერე ზემოტ აუყევით შხუილას, მოიცა და მეუფე თქვენი რა არის?
მეუფე ელისე ჩემი ბიძაშვილია

და შქმერში ჩემი მეზობელი.
მადლობა ლეონტი ასეთი თბილი მიღებისთვის.
მოსკოვი მართლა ბრტყელი ქალაქია, ბლინივით, თუმცა გორაკებზეა გაშენებული.
რა გვინდოდა? რა ვიცი, მამაჩემს იქ შესთავაზეს მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, არ იყო ცუდი სხვათაშორის
მაგრამ სწორედ შქმერის სიყვარულმა დააბრუნა ალბათ მამაჩემი.
