მცირე ისტორია მცხეთის ჯვარზე
586-605 წ. წ.
მცხეთის ჯვრის ტაძრის ადგილას მირიან მეფის მიერ ხის დიდი ჯვარის აღმართვის შესახებ არსებობს წერილობითი ცნობები როგორც ქართულ, ასევე სომხურ მატიანეებში ("მოქცევაი ქართლისაი" და მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია"). ეს ტექსტები გადამუსავებული გამოძახილია რომის იმპერატორის კონსტანტინეს მიერ ჯვრების აღმართვისა, თვით ფაქტი უტყუარია - ჯვრის კვარცხლბეკი ეკლესიის შიგნით დღემდეა დარჩენილი. VI საუკუნის მეორე ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც".
თავდაპირველად აშენდა მცირე ტაძარი, რომლის აშენებაც უკავშირდება ქართლის ერისმთავარ გუარამს. მატიანე გვამცნობს:
"გუარამმან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელი არს მცხეთასო"
ეს ცნობა მცირე ტაძარს ეხება, ხოლო ცნობა, რომ
"შემდგომად ამის გვარამისასა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი, და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის მცხეთას" - დიდ ტაძარს
დღესდღეობით მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანებულია მას აღარ შემორჩა გადახურვა, ხოლო დიდი ტაზარი კი დღემდე თავისი დიდებულებით შემორჩა, თუმცა იგი ხანძრის კვალს ატარებს...
ძეგლის მთლიანობა არ არის დარღვეული და მას არც ერთი არსებითი ნაწილი არ აკლია.
მცხეთის ჯვარი ბოლნისის სიონის შემდგომ სკულპტურული მორთვის (იგულისხმება ბარელიეფები) ახალ საფეხურს წარმოადგენს.
საინტერესოა ტაძრის ბარელიეფები:
შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოყრილი
სტეფანოზ ერისმთავარია, ე. ი. მთავარი მაშენებელი,
მარცხნივ - მისი ძმა
დემეტრე მფარველი ანგელოზით,
მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე
ადარნერსე -
ამის ზემოთაც ფრთებგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ზელი (იგივე მაკურთხებელი ხელი) წინ აქვს გაწვდილი, ხოლო მის წინ - მუხლმოყრილი ბავშვია სახელად მას
ქობული ქვია
საინტერესოა წარწერებიც, რომ მიხვალთ იოლად წაიკითხავთ მაგრამ აქ მაინც დავწერ ზირითად წარწერებს, რომლებიც ამ ულამაზეს და უნიკალურ ძეგლზეა შემორჩენილი
შუა რელიეფზე ასეთი წარწერაა:
"ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე"
მარცხენა მხარეს კი:
"წმიდაო მიქელ მთავარანგელოზო, დემეტრეს ვიპატოსსა მეოხ ხეყავ"
ხოლო მარჯვნივ კი:
"წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადარნერსეს ვიპატოსსა მეოხ ხეყავ"
ეს წარწერები ნათელი მაგალითია ხანმეტური ტექსტის გავლენისა ანუ იმ დროს ხანმეტური ტექსტები იწერებოდა, რომლებიც როგორც იცით შემდგომ ჰაენმეტმა ტექსტებმა შეცვალეს....
ყველაზე მნიშვნელოვანია სამხრეთ შესასვლელის ტიმპანის (ლუნეტი, კარის ზედა მომრგვალებული ნაწილი) რელიეფი, რომელიც ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლებას გამოხატავს...
ტაძრის გარშემო აგებული საფორტიპიკაციო ნაგებობები გვიანდელია
მე შემოგთავაზებთ ამ საოცარი ტაძრის გენერალურ გეგმას, რომელიც სევეროვის მიერ არის შედგენილი:
მცირე ტაძარიც ჩანს, რომელიც ორეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენდა და უშუალოდ მთავარ ტაძარს იყო მიბმული (სამწუხაროდ იგი ძალიან დაზიანებულია)
განივი განაკვეთი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ
აღმოსავლეთის ფასადი
და ბოლოს ვიტყვი
ვინც ანაგვიანებს ასეთ ძეგლებს ის არაადამიანია!!!!!!!!!!!!!!!
უფალი იყოს ჩვენსკენ ჩემო ძმებო და მეგობრებო
მიყვარხართ!!!!!!!!!!!!
ბედნიერ დღეს გისურვებთ :