ჩვენს გარდა, მოდის სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, რომელსაც ვაჟას პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდი შეურჩევია და მის წარმოჩენას ცდილობს...
ვაჟას ,,აქცია-რეკლამის მიზნობრივი აუდიტორია" უფრო თინეიჯერები არიან... მათი ,,პონტის აგდება" მომავალში უნდა დამთავრდეს ჩარგალში ჩასვლით და ასეთი ,,რიგგარეშე" ვაჟაობებით...
კიდევ მაღიზიანებს ხოლმე მასებისგან ვაჟას რომელიმე ფრაზის ამოჩემება... ვაჟასმცოდნეობის დასტურად მხოლოდ ამ ფრაზით ,,რეგისტრაცია" არის ხოლმე საკმარისი საზოგადოებაში მაშინ, როდესაც ვაჟას გაცილებით ძლიერი (მაგრამ ნაკლებად ცნობილი) ფრაზები ეკუთვნის.
მოკლედ, იქნებ ასეთი რამეც გვეცადა: რამდენიმე რეპორტაჟი გავაკეთოთ, შევაჯამოთ და საბოლოო, დახვეწილი რეპორტაჟი დავდოთ კარავზე მარშრუტის საუკეთესო ფოტო-ტექსტუალური დოკუმენტური აღწერით, რომელიც იქნება და იქნება ვაჟაობიდან ვაჟაობამდე...


