პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 თებ 2009, 22:55

ამას აქ რომ არავინ წაიკითხავს
ვიცი
მჯერა

მაგრამ

მარტო ტაშისთვის ხომ არ ვუკრავთ ჩემო კონსტანტინე


კი არა და


ხშირად მეწარღვნმეესმოთხობება........

აი ამწამწუთსაათშიც





ჰხოდა ეგრე......







უცებ გადაწყვიტა, სახლი დაენგრია.
სკამებით დაიწყო.
აყირავებდა, წიხლს ურტყამდა და საზურგეს აძრობდა.
გამძლე სკამებს ხერხით ახერხავდა საზურგეს.
ფეხებს ჩაქუჩით ატეხავდა.
ცოლი გულგრილად უყურებდა.
ბავშვები გამხიარულდნენ, ირგვლივ შემოეხვივნენ, შეკითხვებს აძლევდნენ, სკამების ნატეხებს ბინაში დააჩოჩიალებდნენ.
სკამებს რომ მორჩა, ტელევიზორის დაშლას შეუდგა.
უკნიდან ჭანჭიკები მოხსნა, მავთულები და სქემები ააგლიჯა, ეკრანი გამოიღო.
ბავშვების ინტერესი გაიზარდა.
«აბა კონკია სად არის?»
«და ტომი და ჯერი?» _ ეკითხებოდნენ.
რეზო უხსნიდა ბავშვებს, რომ მავთულებში მოძვრებიან ისინი და მერე ეკრანზე გამოდიან.
«და მავთულები რომ დააძრე, როგორღა გამოვლენ?» _ შეშფოთდნენ ბავშვები.
რეზოს ცოლმა გაიღიმა.
«მოგეხმარო?» _ ჰკითხა რეზოს.
«თუ გინდა.»
ნანა გავიდა საძინებელში და უმცროსი გოგონას საწოლის დაშლას შეუდგა.
«დე, სოფო სადღა დაიძინებს?»
«მოუნდება ძილი და დაიძინებს. ბავშვებო, ფეხებში ნუ მებლანდებით...»
«ნანა, გაანებე საწოლს თავი და ჭურჭელს მიხედე, მაგას მე მოვუვლი.»
ნანა გავიდა სამზარეულოში და ჭურჭლის მსხვრევას მიჰყო ხელი.
«აქეთ არ გამოხვიდეთ, ნამსხვრევებს ხელი არ ახლოთ!»
«დე, მეც გამატეხინე, რა...»
«მეც!»
«მეც!»
«ჰო, კარგით, ოღონდ ფრთხილად!... აი, ასე, ყურში მოავლე ჭიქას ხელი... ახლა ძირს დაანარცხე!.. გაგა, გაიწი იქით... ჰო, ყოჩაღ! ახლა შენ მოდი... ეს თეფში აიღე...»
«ეს სოფოს თეფშია, დე...»
«ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მიდი, გატეხე!..»
რეზო მაგიდაზე აძვრა და ჭაღი ჩამოხსნა. ფაიფურის ექვსნათურიანი ჭაღი იყო, ზედ ანგელოზები ეხატა. ის იყო, ანგელოზებს ჩაქუჩი მოუქნია, რომ ტელეფონმა დარეკა.
«ალო!.. ჰო, მე ვარ... ორ საათში?.. კარგი, ნუ იჩქარებ... კი, ყველაფერი რიგზეა...»
რეზომ ყურმილი დადო და ჭაღის ანგელოზების ნაცვლად ტელეფონის ციფერბლატს დაალეწა ჩაქუჩი. თუმცა არც ჭაღის ანგელოზები დაუნდია. მათაც აჩვენა მკლავის ძალა.
სოფო, მამამისს რომ უყურებდა, ატირდა.
«მო, ნუ გეშინია... ცუდს არაფერს აკეთებს მამიკო» _ დაუყვავა რეზომ უმცროს ქალიშვილს, მაგრამ უშედეგოდ. სოფომ ტირილს უმატა.
«ნანა, გამო, მიხედე, მაგისთვის არა მცალია!»
ნანამ სასალათე მიალეწა კედელს, გაგა და ნინუცა სამზარეულოდან გამოყარა და სოფოსთან მივიდა.
«სოფო, შენ ხომ დიდი გოგო ხარ... მე და მამა ვერთობით... რა არის აქ სატირალი...»
ვერ გააჩერეს სოფო. ის კი არადა გაგაც აყვა მას.
«დაანებე ერთი თავი, იტირებენ და გაჩერდებიან!» _ გამოსძახა რეზომ, რომელიც გასაშლელ კიბეზე მდგარი, ამ დროს კარნიზებს გლეჯდა.
«სკამები თავიდანვე არ უნდა დამემტვრია... კიბის თრევა არ დამჭირდებოდა... როგორ ვერ მოვიფიქრე...»
ნანამ ფარდები გაფხრიწა.
ნინუცა ნაფხრეწებში აიბლანდა. პატარა მოჩვენებას დაემსგავსა. ხელებს აფრიალებდა და დახტოდა.
სოფომ და გაგამ ტირილი შეწყვიტეს და ნინუცას მიაჩერდნენ.
რეზო წიგნის თაროებს მიადგა.
«ამდენ წიგნს რაღა ვუყო?» _ იკითხა ხმამაღლა.
«იტალიურად!» _ თქვა ნანამ.
«ეგ როგორ?»
ნანამ ფანჯარა გამოაღო და ქვემოთ ჩაიხედა.
«გვიანია უკვე. ხალხი თითქმის აღარ დადის. იტალიურად, ფანჯრიდან ვისროლოთ.»
«კაი აზრია! ბავშვებო, აქეთ მოდით!»
რეზომ მტირალა სოფოს და გაგას ქეჩოში ხელი ჩაავლო და ერთმანეთის გასწვრივ დააყენა.
«ახლა კაი თამაში იქნება. მე გაგას მივაწვდი წიგნებს, გაგა სოფოს, სოფო დედიკოს, დედიკო კი ფანჯრიდან მოისვრის. გასაგებია?»
გაგა და სოფო ტიროდნენ.
«გასაგებია?» _ იღრიალა რეზომ.
გაგამ და სოფომ ხმა გაკმინდეს, დამფრთხლები მიაჩერდნენ მამას.
რეზომ დოსტოევსკის პირველი სამი ტომი გადმოიღო და გაგას მიაწოდა. გაგამ მექანიკურად გამოართვა და გაშეშდა.
«სოფოს მიაწოდე!» _ უყვირა რეზომ.
მიაწოდა.
სოფომ დედას.
დედამ ისროლა.
ნინუცა, პატარა მოჩვენება, ოთახიდან ოთახში დაფარფატებდა.
IV, V, VI ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
VII, VIII, IX ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
ნინუცა უკვე დაშლიგინობდა.
მარტო რუსულ ლიტერატურას ოცი წუთი დასჭირდა.
«ჯობია დავწვათ» _ თქვა ნანამ.
«მართალია... ოღონდ მაშინ სულ ბოლოს...»
ნანა დაეთანხმა.
რეზო ნახევრად დაცლილ წიგნის კარადას მთელი ძალით დაეჭიდა და გადმოაყირავა.
ნანა ხატებს მიადგა.
«წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშო¬რები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა...»
რეზომ ხატებს წაავლო ხელი.
«არა, ჯერ არა!» _ იკივლა ნანამ.
და განაგრძო:
«...და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდეგობისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმე¬რთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.»
ნინუცა-მოჩვენება გვერდში ამოუდგა დედას, ბუტბუტებდა და პირჯვარს ისახავდა.
რეზომ პროდუქტები გამოყარა მაგიდიდან.
ყველას მოშიებოდა.
დაესიენ.
ძირს ისხდნენ, იწვნენ და ჭამდნენ, იღმურძლებოდნენ.
ძეხვი დაგორავდა, კარაქი მასტიკად წაეცხო პარკეტს, პომიდვრები იატაკს დაეჭყლიტა.
ჭამას რომ მორჩნენ, გაგას ვა¬შლებით ფეხბურთის თამაში მოუვიდა აზრად და დები ჩაითრია ბურთაობაში.
ნანამ და რეზომ მაცივარი ძირს დასცეს.
გაგამ გოლი გაიტანა ანტონოვკით შუა ოთახის კარში.
ნინუცა-მოჩვენება დაძრწოდა და შესისხლიანებულ ფრთებს აქნევდა.
დამსხვრეულ ჭურჭელზე თითები გაიჭრა, მაგრამ დედას დაუმალა. ზურგზე მოგდებულ ფარდის ნაგლეჯს აქნევდა და ვერც კი ამჩნევდა, რომ ქსოვილი თანდათან წითლად იღებებოდა.
რეზო სანტექნიკას მიადგა. ონკანებს შლიდა, მილებს ხერხავდა.
წყალმა იხეთქა.
ნელ-ნელა მოედო იატაკს.
ჭურჭლის ნამსხვრევები აატივტივა, წიგნის ფურცლებს შორის გაჯდა.
თავიანთი პატარა ფეხები ააჭყაპუნეს ბავშვებმა.
აკისკისდნენ. წუწაობა დაიწყეს.
საწოლები და მაგიდებიც ააყირავეს ამასობაში რეზომ და ნანამ, სარკეები ჩალეწეს.
წყალი მოედინებოდა და მოედინებოდა.
კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.
«არ გააღო ჯერ!» _ გადასძახა რეზომ ნანას.
«ჰო, ვხვდები მაგდენს.»
წყალი ერთ მტკაველზე იდგა უკვე მთელ ბინაში.
რეზომ ერთი მოტივტივე წიგნი აიღო და დახედა.
«რა წერია?»
მხრები აიჩეჩა და წიგნი ისროლა.
«გადღაბნილი იყო ასოები, ვერაფერი გავარჩიე.»
კარზე ბრახუნმა იმატა.
«დე, ვიღაც მოვიდა!» _ უთხრა ნანას სოფომ, რომელიც თავის სათამაშოებს წყალში აცურავებდა.
ნანამ რეზინის დათუნია ამოიყვანა წყლიდან და დააკვირდა.
«რა იყო, დე?» _ დაინტერესდა სოფო.
«არაფერი... ყოვლად წმინდაო დათუნია, შეგვიწყალენ ჩვენ; დათუნია, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან. დათუნია, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; დათუნია, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის... დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ...»
ნანას რეზინის დათუნია ხელიდან გაუვარდა.
ტყაპ.
ნინუცა მუხლებზე იდგა. ხელები წყალში ჩაეყო და დაჰყურებდა, მის ირგვლივ როგორ წითლდებოდა წყალი.
გაგამ მაგნიტოფონი ჩართო.
ლუი არმსტრონგის «ჭჰატ A ჭონდერფულლ ჭორლდ» გაისმა.
«ბოლომდე აუწიე!» _ დაუძახა რეზომ.
გაგამ ბოლომდე აუწია და არმსტრონგის ჯადოქრულმა ხრინწმა კარზე რახუნის საშინელი ხმა თითქმის გადაფარა.
წყალი რეზოს და ნანას უკვე ლამის მუხლებამდე მისწვდა.
«ხომ არ დავიხრჩობით?» _ იკითხა სოფომ.
ნინუცას ირგვლივ წყალი სულმთლად გაწითლებულიყო.
ნანამ ნინუცას ხელი სტაცა და გულზე აიკრა.
«ნი... რა გჭირს, ნი... ცუდად ხომ არა ხარ, ნი... ხელები მანახე, ნი... ჩემო ნი... დედის სასწაულო ნი...» _ ბუტბუტებდა ნანა.
რეზომ გაგა მხარზე შეისვა და ტყაპა-ტყუპით მთელი ბინა შემოარბენინა.
«ვაშააა!» _ გახარებული ყვიროდა გაგა.
«ხომ არ დავიხრჩობით?» _ მეორედ იკითხა სოფომ.
მას წყალი უკვე წელამდე სწ¬ვ¬დე¬¬ბოდა.
«არ დავიხრჩობით» _ უთხრა მამამ, გაგა ჩამოსვა და ახლა ის შე¬მო¬ისვა მხარზე.
«მართლა?»
«ჰო, მართლა... წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით...»
ნანამ ბუტბუტი შეწყვიტა და რეზოს გახედა.
«რა თქვი?»
«წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით...»
არმსტრონგის სიმღერა ჩათავდა.
კარზე ბრახუნიც შეწყდა.
გაგა აყირავებული მაგიდის ფეხს ეჭიდებოდა და მის ირგვლივ ბზრიალებდა.
«მა, მიდი!» _ დაუტყაპუნა სოფომ რეზოს კინკრიხოზე თათი.
რეზომ მუხლებამდე წყალში კიდევ ერთი წრე გააკეთა და საწყის წერტილს დაუბრუნდა.
ნანა ნინუცას ხელებს უკოცნიდა.
ნინუცას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.
«შეუწყდა სისხლის დენა» _ თქვა ნანამ.
გაგა ბზრიალებდა.
«რაღაც გულს მომეშვა» _ ჩაილაპარაკა რეზომ.
«მეც.»
«არ დავიხრჩობით?» _ მესამედ იკითხა სოფომ.
რეზომ და ნანამ გაიღიმეს.
წყალი მოედინებოდა.


(ც) შ.ი.




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 თებ 2009, 23:21

ჰხოდა ესეც აქ იყოს

ჩემ

ვის............ :roll:



გიორგი (გაგა) ნიჟარაძე

იაპონური კულტურის მოდელები


თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იაპონიის სპეციალისტი არ გახლავართ და ამიტომ ბევრ სპეციფიკურ კითხვას ვერ გავცემ პასუხს. მაგრამ, მოგახსენებთ, რატომ ავირჩიე ეს თემა. მე პროფესიით სოციალური ფსიქოლოგი ვარ, სხვადასხვა ეთნოსების კულტურით დაინტერესებული. იაპონიის შესახებ ბევრი ლექცია მომისმენია, რამდენიმე წიგნი წამიკითხავს და იაპონური კულტურის შესახებ სტერეოტიპიც ჩამომიყალიბდა _ ეს არის ეგზოტიკური კულტურა, რომელსაც უცხოელი ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. ასე იყო, სანამ ხელში არ ჩამივარდა გამოჩენილი კულტურ-ანთროპოლოგის, რუთ ბენედიქტის წიგნი _ "ქრიზანტემა და მახვილი". ეს წიგნი ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალიან რთული, ძალიან უცნაური და ძლიერი კულტურა აღიწეროს ისე, რომ გაიხსნას მისი შინაგანი ლოგიკა. მისი წაკითხვის შემდეგ ჩვენთვის გასაგები ხდება ის "უცნაურობები" იაპონელთა ქცევაში, რაც ფილმში გვინახავს თუ წიგნში წაგვიკითხავს. სწორედ ამით მოახდინა ნაშრომმა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება.

ეს ნაშრომი გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწერა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაკვეთით _ იმდენად არაწინასწარმეტყველებადი იყო იაპონური არმიისა და ცალკეული ჯარისკაცების ქცევა, რომ საჭირო გახდა მათი კულტურის შესწავლა.

ომის პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ერთ მოკლულ ჯარისკაცზე ოთხი ტყვედ ჩავარდნილი მოდის; იაპონიის ომმა კი სრულიად ფენომენალური სტატისტიკა მოგვცა _ ერთ ტყვედ ჩავარდნილ იაპონელზე 120 მოკლული მოდიოდა: ტყვედ ვარდებოდნენ მხოლოდ დაჭრილები, სხვები სიკვდილს ამჯობინებდნენ. მხოლოდ ომის ბოლოსკენ შეიცვალა ეს შეფარდება ერთი ხუთთან გახდა, თუმცა, ეს მონაცემებიც ყველა ცნობილი წესის დარღვევა იყო. მაგრამ, ამით უცნაურობები არ ამოწურულა. დატყვევებული იაპონელი ჯარისკაცები უცბად გადაიქცეოდნენ "სამაგალითო" ტყვეებად _ ყველაფერს "ფქვავდნენ" და დიდი მონდომებით ასრულებდნენ ყველანაირ ბრძანებას. გმირული სიკვდილის არჩევანი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, სანიმუშო ტყვეობა არანაირ შესაბამისობაში არ მოდიოდა ერთმანეთთან. ამავე დროს, თავად იაპონელები წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდნენ ამერიკელი ტყვეების მიმართ. სწორედ ამ უცნაურობების გამო შეუკვეთეს ბენედიქტს ეს წიგნი. ავტორმა ნაშრომი ისე დაწერა, რომ იაპონიაში არც ერთხელ ყოფილა. მან უზარმაზარი მასალა ამოიღო ამერიკაში მცხოვრები იაპონელებისგან, ჩაიწერა ინტერვიუები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს წიგნი დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად იაპონური კულტურის შესახებ.

იაპონური კულტურის თავი და თავი ორი რამაა: იერარქია და წესრიგი. იერარქია და წესრიგი ყველგან და ყველაფერში უნდა იყოს. შვილმა არ შეიძლება მისცეს მამას უბრალო შენიშვნაც კი, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე, ანდა არ დაემორჩილოს მას. თუ ჩემი ბავშვობის მეგობარი სამხედროა, მე შემიძლია მასთან ფამილიარულად მოვიქცე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სამხედრო ფორმა არ აცვია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უნდა ვიყო ძალზე ფორმალური და პატივისცემით გამსჭვალული. ევროპულად ჩაცმულ ქალს შეიძლება გზა დაუთმო, ხოლო თუ კიმონო აცვია, თავად უნდა გაგატაროს – იაპონური წესი სწორედ ასეთია, ევროპული ტანისამოსი კი მის მტარებელს სოციალურ როლს, ქცევის წესსაც უცვლის.

იაპონელი დედები ბავშვებს ზურგზე მოკიდებულს ატარებენ. თუ ვინმე პატივსაცემი პიროვნება შემოვიდა, დედა თვითონ ხომ უკრავს თავს და ბავშვსაც თავს აკვრევინებს ხელით. ასე ბავშვიც სულ ჩვილობიდან ეჩვევა უფროსებისადმი პატივისცემის გამოხატვას. მოყვანილი მაგალითები გარკვეულად ნათელს ჰფენენ იაპონელი ტყვეების ქცევას. ისინი ხვდებოდნენ ახალ იერარქიულ სისტემაში (ტყვე – ზედამხედველი), სადაც უფროსი – ამერიკელია, უფროსს კი უნდა დაემორჩილო, ასეა მოწყობილი სამყარო. შებრუნებული სიტუაცია იყო ამერიკელი ტყვეების შემთხვევაში – იაპონელებს შეურაცხყოფდა და ანრისხებდა ის, რომ ამერიკელები "თავაწეული» შეჰყურებდნენ მათ, იცინოდნენ კიდეც, რაც იაპონური გაგებით, არანაირად არ შეესაბამებოდა ტყვის სტატუსს.

როდესაც იაპონელებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ძალიან დიდი ტერიტორიები დაიპყრეს (მთელი კორეა, ფილიპინები, ჩინეთის ნაწილი და ა.შ.), მათ გულწრფელად უკვირდათ, რომ დაპყრობილი ხალხები სიხარულს არ გამოხატავდნენ დამპყრობლების მიმართ. თავიანთი გაგებით, მათ პატივი მიაგეს დაპყრობილებს იმით, რომ იერარქიაში ჩასვეს, თუნდაც, სადღაც დაბალ დონეზე; ისინი ხომ იმპერატორის ქვეშევრდომები ხდებოდნენ და თავისი ადგილი მოიპოვეს...

როგორც ვხედავთ, იაპონიაში ძალიან დიდი ღირებულებაა საკუთარი ადგილის დაკავება და ამ ადგილის შესაბამისად მოქცევა.

ახლა მე დავესესხები არა ბენედიქტს, არამედ ფერნან ბროდელს, ფრანგ ისტორიკოსს. იგი ჩინური და იაპონური კულტურების კარგ შედარებას გვაძლევს და ამბობს, რომ ჩინური კულტურა უფრო "დემოკრატიულია»; ფეოდალურ იაპონიაში აბსოლუტურად გამორიცხული იყო, რომ შვილს მშობლებისგან განსხვავებული პროფესია აერჩია; თუ ხაბაზი იყავი, შვილიც ხაბაზი უნდა ყოფილიყო, თუ ყაჩაღი, შვილიც ყაჩაღი და ა.შ. განსხვავებით იაპონიისგან, ჩინეთში შესაძლებელი იყო თეორიულად და, ხშირად, პრაქტიკულადაც, რომ გლეხის შვილი მანდარინი გამხდარიყო. თუ ჩინელი გლეხი მოულოდნელად გამდიდრდებოდა, იგი პირველ რიგში შვილს აძლევდა განათლებას. ნასწავლი ახალგზარდა, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკურ კარიერას იკეთებდა და, პრინციპში, შეეძლო მაღალი რანგისთვისაც მიეღწია. ამგვარი რამ იაპონიაში სრულიად გამორიცხული იყო; მაგრამ, ასეთი ვიწრო სოციალური საზღვრების გამო, იაპონელები უმაღლეს ოსტატობას აღწევდნენ თავიანთ სფეროში, იქნებოდა ეს პურის ცხობა, მჭედლობა თუ ნებისმიერი სხვა რამ. იაპონურმა კულტურამ ამის გამო ტექნოლოგიურად ბევრად გაუსწრო ჩინეთს.

მიუხედავად იაპონიის ერთი შეხედვით მისტიურობისა და იქ ძალიან გავრცელებული ცრურწმენებისა, მთელი კულტურა ორიენტირებულია ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. სიკვდილის შემდეგ რა ხდება, იაპონელებს არ აინტერესებთ. ისინი წინაპრებს თაყვანს სცემენ, მაგრამ ჩინელებივით სერიოზული კულტი არა აქვთ. მაგალითად, თუ საფლავის ქვაზე გაკეთებული იეროგლიფები და წარწერა ჩამოცვივდა, აღარ აღადგენენ. საგვარეულო ხესაც ადგენენ არა ზევიდან, როგორც ტრადიციულად ევროპაში, არამედ ქვევიდან. რაც ხდება, ხდება აქ, ამქვეყნად არის ჯოჯოხეთიც და სამოთხეც.

საინტერესოა, რომ იაპონელებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს კარგის და ცუდის ცნება. მითოლოგიაშიც კი არ არის ცუდის და კარგის შეჯახება. იაპონიაში ძალიან უყვართ მითოლოგია. იაპონელი იმპერატორები ქალღმერთ ამატერასუს შთამომავლებად ითვლებიან. ამატერასუს ძმა ძალიან პოპულარული მითოლოგიური ფიგურაა. იგი "ხულიგანი» ღმერთი იყო, თავის დას ისეთ საშინელებებს უკეთებდა, რომ ჩვენი გაგებით, ულაპარაკოდ, ამაზრზენ პერსონაჟად ჩაითვლებოდა, იაპონიაში კი დიდი სიმპატიით სარგებლობს.

ერთი შეხედვით, ძალიან ძნელი გასაგებია იაპონელების ცხოვრების წესი _ აქვთ იერარქია, მაგრამ ეს არ არის ავტორიტარიზმი. მამა ოჯახში აბსოლუტური ღმერთია, მაგრამ არ არის ავტორიტარული _ ხელებს არასოდეს აბაკუნებს და ძალაუფლებას ბოროტად არ იყენებს. გენდერული ასპექტით, სოციალურად მამაკაცი და ქალი იმდენად გამოყოფილია ერთმანეთისგან, რომ არ არსებობს სიტყვა მშობელი, არსებობს დედა და მამა. მათი ფუნქციები და სოციალური სტატუსი ძალიან განსხვავებულია. XX საუკუნეში, როდესაც ქალების თანასწორუფლებიანობაზე ლაპარაკი დაიწყო, ამან დიდი სკანდალი და ბევრი სიცილი გამოიწვია. საკმაოდ დამახასიათებელია ერთი ეპიზოდი _ იაპონიაში ქალების კოლეჯის გახსნა უნდოდათ, სადაც ძირითადად უცხო ენებს შეასწავლიდნენ. დაისვა შეკითხვა: რად უნდა ქალს უცხო ენის სწავლა? ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტი ასეთი იყო: წარმოიდგინეთ ცოლი, რომლის ქმარი განათლებულია, ბევრი ენა იცის და სახლში ბევრი წიგნები აქვს. ცოლი რომ სახლს დაალაგებს და მტვერს გადაწმენდს, ხომ უნდა იცოდეს ენა, რომ წიგნი სწორად დადოს?!

თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ქალი გაცილებით სერიოზულ როლს ასრულებს, ვიდრე ეს გარედან ჩანს. ოჯახურ ბიუჯეტს, როგორც წესი, ქალი განაგებს. ერთი ავტორი აღწერს ასეთ სცენას: გლეხი მოლაპარაკებას აწარმოებს ვაჭართან, ისინი მაგიდასთან სხედან, გვერდით კი გლეხის ცოლი ზის. პერიოდულად, როცა რაღაცაზე ვერ თახმდებიან, ქალი ქმართან მიდის, ყურში რაღაცას უჩურჩულებს და თავის ადგილას ჯდება. ქმარს რეაქცია არა აქვს, ცოტა ხნის მერე, ვაჭარს ცოლის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს, როგორც თავისას, ისე სთავაზობს.

აბსოლუტური გაიგივება ხდება პიროვნებისა სოციალურ როლთან. თუ მე ჩემი მასწავლებელი რაიმე შეცდომაზე გამოვიჭირე, ეს მასწავლებელი თავს მოიკლავს და შეცდომას არ აღიარებს, წიგნიც რომ მოვუტანო. თუ აღიარა, საკმაო საბაბია იმისთვის, რომ თავი მოიკლას. არ შეიძლება მოსწავლემ მასწავლებელზე მეტი იცოდეს, არ შეიძლება სტუმარს სახლის ტანისამოსში შეხვდე. თუ ვინმე მოულოდნელად სტუმრად გეწვია, ტანთ უნდა გამოიცვალო და მხოლოდ შემდეგ შეეგებო; ზოგჯერ ტანსაცმლის გამოცვლა სტუმრის თვალწინ ხდება.

სადღაც XVI_XVII საუკუნემდე იაპონიაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სისხლიანი შიდა ომები; ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ტოკუგავას გვარმა გამარჯვება არ მოიპოვა, სიტუაცია არ დააწყნარა და ტოკუგავები ე.წ. სეგუნები (მმართველები) არ გახდნენ. სეგუნები ფეოდალური მმართველები არიან, თუმცა, მათზე მაღლა იმპერატორი დგას. მაგრამ, იმპერატორი ტოკუგავას ეპოქაში, XIX საუკუნემდე აბსოლუტურად ნომინალური ფიგურა იყო და მთავარმმართველი სეგუნი იყო. ეს წმინდა ფეოდალური, ძალიან იერარქიზებული წყობის საზოგადოება საინტერესოა იმით, რომ მასში, ფაქტობრივად, ადგილი არ ჰქონია კლასობრივ ბრძოლებს, აჯანყებებს _ იერარქიის პრინციპი იმდენად იყო გამჯდარი, რომ აზრიც არ ჩნდებოდა ფეოდალის წინააღმდეგ გამოსვლის შესახებ. ამ ეპოქაში ზუსტად იყო გაწერილი, რამდენი პროცენტი უნდა გადაიხადოს გლეხმა. ეს ძალიან დიდი პროცენტი იყო, დაახლოებით _ 70. ხშირად ფეოდალი ამასაც არ სჯერდებოდა და გლეხს უფრო მეტს ართმევდა. იმდენად საშინელი სიღატაკე იყო, სტუმარი რომ მოდიოდა და (უკაცრავად) გლეხის კარ-მიდამოზე ისაქმებდა, დიდ პატივად ითვლებოდა, რადგან სასუქი იყო. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც გლეხები იერარქიას არღვევდნენ, საჩივრებსა და არზებს აწვდიდნენ ზემდგომ ფეოდალს. გლეხი სპეციალურად მიდიოდა ქალაქში და ზოგჯერ ახერხებდა სეგუნისათვის არზის მიწვდენას. არანაკლებ საინტერესოა, რომ 50 პროცენტამდე ასეთი საჩივრებისა კმაყოფილდებოდა _ სეგუნი ფეოდალის ასალაგმავად გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდა და ა.შ. მაგრამ – იერარქია უპირველეს ყოვლისა! _ გლეხი, რომელმაც ეს საჩივარი მიიტანა, სიკვდილით ისჯებოდა. გლეხმა ეს იცოდა და მაინც მიდიოდა სიკვდილზე, რადგან ფეოდალი წესრიგს არღვევდა, წესრიგი კი თვით სიცოცხლედ ღირს.

რა თქმა უნდა, როგორც ყველგან, იაპონიაშიც სიკვდილი არ უყვართ, მაგრამ გაცილებით "ნაკლებად არ უყვართ», ვიდრე სხვა კულტურის წარმომადგენლებს. სამურაისთვის სიკვდილში არაფერია განსაკუთრებული, იგი ისეთივე ჩვეულებრივი რამაა, როგორც სიცოცხლე. იამამოტოს, სამურაების იდეოლოგს, ეკუთვნის გამონათქვამი: სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის არჩევანი დადგა, უყოყმანოდ აირჩიე სიკვდილი. ხარაკირის გაკეთების, ანუ მახვილით თავის მოკვლის უფლება მხოლოდ და მხოლოდ სამურაის, აზნაურობის წარმომადგენელს ჰქონდა. როგორი იყო იდეალური ხარაკირი? თუ თქვენ სამურაი ხართ და გადაწყვიტეთ ხარაკირის გაკეთება, დილას ბრინჯიან ფიალაში ვერტიკალურად არჭობთ ბრინჯის ჯოხებს, იცვამთ ყველაფერ ახალს, კარგი იქნება თუ დაწერთ ლექსსაც _ ჰოკკუს _ ამაოების შესახებ, უკანალში იდებთ ბამბას, რომ პროცედურის დროს მარცხი არ მოგივიდეთ; ამის შემდეგ მოკლე მახვილით იფატრავთ მუცელს, თქვენი საუკეთესო მეგობარი კი, თქვენდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად, გრძელი მახვილით გკვეთავთ თავს. "საუკეთესო» შემთხვევაში თავი კანზე ეკიდება, რაც მეგობრის ვირტუოზობისა და თქვენს მიერ კარგი მეგობრების არჩევის უნარის ნიშანია.

კიდევ ერთი დამახასიათებელი ეპიზოდი. 20-იან წლებში ერთი ლიბერალი პოლიტიკოსი იაპონიაში დაბრუნდა ევროპაში დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ და ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უხარია დაბრუნება, რადგან ძალიან მოენატრა ცოლი. ამ ფაქტმა გამოიწვია სკანდალი, რადგან იაპონელებისთვის ცოლი არ არის ის ფიგურა, რომლისადმი სიყვარული შეიძლება გამოხატო. მას რომ ეთქვა, მშობლები მომენატრაო, ან, სულაც, ფუძიამა, ეს მისაღები იქნებოდა.

რუთ ბენედიქტის შემდეგ იაპონიას აკუთვნებენ ე.წ. "სირცხვილის კულტურებს», დასავლეთი კი "ბრალის კულტურაა». სირცხვილი არის ურჩხული, რომელიც თან სდევს ყველა იაპონელს. ამიტომაც ამბობენ, რომ იაპონელის ჯოჯოხეთი აქ არის. იგი ქრისტიანივით ვერ წავა აღსარებაზე და ვერ მოინანიებს ცოდვას, სხვას ვერ გაუზიარებს სირცხვილის მიზეზს. თუ შერცხვი, მორჩა და გათავდა, მნიშვნელობა არ აქვს, კარგი განზრახვა ჰქონდა თუ ცუდი. საქციელი ფასდება მხოლოდ და მხოლოდ შედეგით; თუ შენ კარგი გინდოდა და ცუდი ჩაიდინე, ე.ი. ცუდად გაიაზრე.

იაპონელები ზრუნავენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც, რათა ადამიანი არ ჩავარდეს სირცხვილის მდგომარეობაში. ერთი ჩემი მეგობარი იაპონიაში იმყოფებოდა და მის საპატივცემულოდ უნივერსიტეტში, კათედრაზე წვეულება მოაწყვეს. წვეულებაზე სინზე დალაგებული ჭიქები შემოიტანეს რაღაცა სასმელით, იქვე იდო ყინულის პატარა ნაჭრები. პირველ რიგში, როგორც სტუმარს მას მიართვეს, მან კი ყინული სასმელში ჩააგდო; ყველამ იგივე გაიმეორა. ერთი კვირის შემდეგ კი გაიგო, რომ თურმე ეს ყინული ხელის დასაბანად ყოფილა განკუთვნილი, მაგრამ იმის გამო, რომ სტუმარს თავი უხერხულად არ ეგრძნ ...
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 12 თებ 2009, 23:51

pataputina
ოქროს გოგო ხარ.
ამას წინათ, ჩერჩილის ფრაზა მოიყვანე ომის თემაზე. სამშობლოს დაცვას ეხებოდა.
შეგიძლია, ხელახლა დაგვიწერო?
გმადლობ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 12 თებ 2009, 23:59

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.
(ც) ზ.რ.


ჰხოდა რა უნდა დავამატო ამას?
არც არაფერი
უბრალოდ

2 ქვა - სვანეთიდან
2 ქვა - ბათუმიდან
1 ქვა - ყაზბეგიდან
1 ქვა - მწუანე მონასტრიდან
1 ქვა - რაჭიდან
1 ქვა - ხადას ხეობიდან
1 ქვა - შიომღვიმედან
1 ქვა - პარიზიდან
1 ქვა - ლომისადან
1 ქვა - სიონიდან
1 ქვა - ვარძიიდან
1 ქვა - ნუნისიდამ
1 ქვა - ლაგოდეხიდან

კიდევ? არ მახსოვს......

კი არა და

ქვათა ამბოხი იწყება!
მე
ნანება
მე
ნინება
მე
ნონება

ოდესმე ყველა ქვა დაუბრუნდება თავის მშობლიურ წიაღს

ჭეშმარიტად ქვა უნდა იყო, არა ლოდი

გაქვავება არ ძალუძს ყველას, გაქვავებისთვის საჭიროა, სულ მცირე კენჭი მაინც იყო



კი არა და


ლოდები ხავსს ეჭიდებიან,
ჩვენ ხავსს ვაბიჯებთ და ცრემლებს ვადენთ.
ჩვენი გულისძგერა ლოდისძგერად გადაიქცა.
ზღვას რა ხანია დაავიწყდა ისევ მოქცევა –
იქნებ რომელიმე დაითანხმოს და შეითრიოს,
და გაამხელინოს ლოდებს სიმართლე,
გაამხელინოს ლოდებს სიმართლე.
გაამხელინოს ლოდებს სიმართლე.
დავდივართ და თითო ქვიდან თითო მკვდარი გულისკრეფით ვერთობით.
რამდენსაც ვიღებთ, ზუსტად ორი იმდენი რჩება.
და მერე სიტყვებს გამოსავლად შებრუნებით მნიშვნელობებს ვარქმევთ,
ბოლოსწინა ტალახიან ნაფეხურს ვეძებთ და
და ქვებში ვბრუნდებით.
(ც)ლ.კ.


არ მიყვარს როცა ხავსს იკიდებთ,
თორემ
მერე გეჭიდებით
და........... :roll:



Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by ARCHILI » 13 თებ 2009, 00:10

pataputina


შენს "ქვათა ღაღადს" მხოლოდ მეგრული ქვა აკლია... მაგის გარეშე არაფერი გამოვა...

მოგიწევს წამოსვლა...

:wink:
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 13 თებ 2009, 00:19

GAMARJOBA SAKARTVELO
ვუი...რომ არ მახსოვს? :?
საბედნიეროდ
და
ამ შემთხვევაში სამწუხაროდ
მეორე წუთსვე აღარ მახსოვს რას ვწერ
:roll: :lol:


კი არა და

ARCHILI
ჰხუხ...ჯერ ბევრი ქვები მაკლია
გაქვავებამდე
ჰხო...მეგრულიც...
კი არა და
მე თუ ვერ წამოვალ
თქვენ ჩამომიტანეთ
იქნებ
და
მეგრული ასწავლოს მეგრულმა ქვამ დანარჩენებს

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 თებ 2009, 00:22

pataputina wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ვუი...რომ არ მახსოვს? :?
საბედნიეროდ
და
ამ შემთხვევაში სამწუხაროდ
მეორე წუთსვე აღარ მახსოვს რას ვწერ
:roll: :lol:
გახსოვს, გახსოვს, როგორ არა.
მიდი, რა.
მგონი, თუ ომის წინაშე დგახარ, სჯობს იომო და ისე წააგო, ვიდრე უბრძოლველად წააგოო თუ რაღაც მაგდაგვარი...
გაიხსენე, რა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 13 თებ 2009, 00:32

GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემი ტვინის საძიებელში ჩავწერე
სიტყვა
ჩერჩილი და ომი და მოწოდება და ფრაზა
და
არაფერი ამომიგდო.... :roll:

წამიშლია წვინიდან
სამწუხაროდ
:? :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 თებ 2009, 15:59

არა, რა ეს წერილი "აუდან" უნდა გადმომეტანა:
pataputina wrote:ყურადღება! ყურადღება!
თვალადღება! ცხვირადღება!



კი არა და


კიდევ ერთი ახალი ქართული სიტყვის პრეზენტაცია

თქვენს წინაშეა ზე ეგოისტური სიტყვა


მიყვარვარ



სიტყვა "მიყვარვარ" ხმარებაში გამოვა 2შაბათიდან
შეიძინეთ ყველგან,
სადაც
შეიძენთ

:roll:
და ეგ "მიყვარავარ", ალბათ, საკუთარი თავის სიყვარულს ნიშნავს, არა?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by zika » 13 თებ 2009, 20:13

pataputina

''მიყვარვარ'' 8) ანუ როცა სხვებს უყვარხარ და შენ კიდევ მხოლოდ შენი თავი გიყვარს :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by perwkli » 13 თებ 2009, 22:21

ამ გვერდზე სულ პირველი რომ წერია

ადრე წავიკითხე და

თურმე აქ დაუდია პუტინას :roll:

გამეორება ცოდნის დედა :?
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 13 თებ 2009, 22:31

GAMARJOBA SAKARTVELO
zika

:lol:
ჰხო ...ისა...
საკუთარ თავსაც ხომ სჭირდება შეხსენება
რომ
გიყვარს




კი არა და







ყველას ჩვენი გვაქვს მოსაგონარი
და
სახსოვარი
მოგონებები სულის ოფლია

ჰხოდა რა კარგია,
როცა
ერთი და იგივე მოგონება რამდენიმე ადამიანს უოფლიანებს სულს
და
თუ ერთი კი არა ორი
და
ორი კი არა სამი
და
სამი კი არა ოთხი
და
ბევრი
და
ბევრი
და
ბევრი
და
ბევრი......... :roll:


9 წლის გახდა ჩვენი სა1ო
მო
საგონარ
ები


ისა




"ოცა ჩემი მეგობარი კეთროვანი ხდება,
ერთი დღით ვივიწყებ ყველა საქმეს,
მივდივარ ლეპროზორიუმთან,
ფანჯარაზე ვაკაკუნებ და მერე ჩვენ
ოდესღაც გაწმენდილი შუშის ბურუსში
ერთმანეთს შევცქერით
დიდხანს და ხარბად.
გამომშვიდობებისას
მომუჭულ მუშტებს ვშლით და
ხელისგულებით ფანჯრის მინას ვაწვებით
საკუთარი სივრცეებიდან.

და ჩვენი ხელისგულები
ერთმანეთს ეხება
ასე.

მეგობარი იღიმება და
ამ ღიმილით მანიშნებს, რომ
არ მოითხოვს ამაზე მეტს ჩემგან,
მაგრამ არც ამაზე ნაკლებს დასთანხმდებოდა.

აი, მაშინ ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ."


მე
გობ
რებ


კი არა და

ოჯახი ოჯახში
:oops:




Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by Linda » 13 თებ 2009, 22:34

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:pataputina
ოქროს გოგო ხარ.
ამას წინათ, ჩერჩილის ფრაზა მოიყვანე ომის თემაზე. სამშობლოს დაცვას ეხებოდა.
შეგიძლია, ხელახლა დაგვიწერო?
გმადლობ?

მოიცა, მოიცა რაღაც ამდაგვარი იყო

თქვენ გქონდათ არჩევანი მშვიდობასა და (რაღაცას :D ) შორის,...


მიდინ პუტინ იქნებ გაიხსენო

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 13 თებ 2009, 22:38

Linda
"თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს"



:shock:


ვაშა ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!


კი არა და

უინსტონ ჩერჩილმა მისწერა ნევილ ჩემბერლენს


ბიჭი ვარ და მოვდივარ

ბიჭები ხართ და დამხვდით


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 თებ 2009, 00:36

Linda
pataputina
დიახ, დიახ, ეს ფრაზა იყო.
ძნ გამახარეთ.
გმადლობთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]