მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 12 თებ 2009, 19:29

mimino wrote:ARCHILI
ზღმარტლის ძახილი მე მგონი არ უნდა იყოს კორექტული საქციელი...
სწორედაც, რომ ზღმარტლები არიან :)

უფლისაგან კურთხეულნი არიანო... ეს მტკნარი სიცრუეა, რადგანაც ეს აზრი მომდინარეობს ბიბლიის უცოდინრობიდან

ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, როდესაც ებრაელებმა მოითხოვეს მეფის ინსტიტუტის შემოღება. უფალი მათ შეეწინააღმდეგა და უთხრა-პერიფრაზს მოვიყვან-

მეფობა ეს წარმართი ხალხის საქმეაო. ებრაელებმა მაინც არ დაიშალეს და მოითხოვეს მეფის ინსტიტუტის შემოღება

მაშინ უფალმაც დაუშვა ეს საქმე...

ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ მეფობის ღვთივ კურთხეულობაზე ესეც უნდა გავიხსენოთ... ახალ აღთქმაში ერთხელ არ არის ნახსენები მეფობის ინსტიტუტზე ან თვით მეფეზე რაიმე ისეთი აზრი, რომ ჩვენ დაგვარწმუნოს მათ (გაზულუქებულებისა და ზღმარტლების) კურთხეულობაში...

არ გვსურს თანამედროვე ზაქიჭამიები :) მთელი ისტორიის მანძილზე რამდენიმე ღირსეულ ბაგრატიონ მეფეს თუ გამოვარჩევთ (გულზეხელიდავიდოთ და ვთქვათ, რომ ასეა) ვინც ნამდვილად რეალური და კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის...

გავიხსენოთ მათი ისტორია: ტახტის შენარჩუნების გამო მათ საქართველო რეალურად დაშალეს და ეს ერის ტრაგედია იყო

ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა

დავით გურამიშვილის პოეზიაქშიც ვნახავთ ამ უმსგავსოებებს... პოეტი სიმართლეს ამბობს ჩვენს რეალობაზე და ამ რეალობის შემოქმედნი სწორედაც, რომ ბაგრატიონების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები იყვნენ და მათმა უგუნურმა საქციელმა ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო

ასე, რომ მე მათ ისევ გაზულუქებულებსა და ზღმარტლებს ვუწოდებ

და ღმერთიც რომ გამომეცხადოს და მითხრას ბაგრატიონთა დინასტია უნდა აღდგესო მე შევეწინააღმდეგები ამ უპასუხისმგებლო ხალხის წინ წამოწევას

ბაგრატიონებზე მეტად მე საძაგლიშვილებს ვცემ პატივს,რადგანაც მათ საქართველოს უშვეს ისეთი კათოლიკოს პატრიარქი, როგორიც კირიონ II გახლდათ
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 12 თებ 2009, 19:47

lama
სახარებაში უფალი ამბობს რომ :"მეუფება ჩემი არა არს ამა სოფლისა"
და რომ ამ ქვეყნის მეუფე სატანა არის.
ხოლო ყველაზე მცირე თქვენს შორის არის ყველაზე დიდი ჩემს წინაშეო.
მეფობის ინსტიტუტს 1თად 1რთი გამართლება აქვს:
იყოს ქრისტეს მსახური, ყველგან და ყველაფერში.
თუ ეს ესე არაა, ის სატანის მსახურია.
ჰოდა ვაცალოთ ბატონო , ვაცალოთ და თუ არ იზამს, რევოლუციები ქე გვეხერხება.
მაგრამ პატრიარქის კურთხევით ხდება ეგ საქმე და იმედია ღმერთი მოგვხედავს.

:idea:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 12 თებ 2009, 20:03

ლეონტი
ვეთანხმები შენს პათოსსა და აზრს

მართალი ხარ

"არავის უფლიედ ორთა უფალთა მონებად"

მოკლედ ძირს მეფე

არ გვინდა იგი :)

:wink: :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 12 თებ 2009, 21:18

mimino wrote:ARCHILI
აქ ზოგადად დინასტიის წამოწევაზე არ არის საუბარი, აქ არის სამეფო გვარის ჩამომავალის აღზრდაზე და მის დამსახურებაზე და ღვაწლზე ცოტა ადრეა საუბარო როცა ჯერ არც დაბადებულა, ჰოდა 20 წლის მერე როგორი მეფობის კანდიდატი ეყოლება საქართველოს არ ვიცით და ეხლა მასზე კვატის, ბატის და ზღმარტლის ძახილი მე მგონი არ უნდა იყოს კორექტული საქციელი...
სწორედაც რომ ეგრეა...

კარგი...

დავანებოთ კვატის, ბატის, ზღმარტლის ძახილს თავი, კი ბატონო...

მაგრამ...

თათქარიძეების დარქმევა კი არც შეურაცხყოფაა და საკმაოდ გავრცელებული ტერმინია...

აქ, სწორედ დინასტიის წინწამოწევაზე და მათი პატივების აღდგენაზეა საუბარი... ამიტომ, ამ არალეგალური მოთხოვნის გამო არიან ისინი "ახალი დროის ძველი თათქარიძეები", ამაზე ხომ ვეღარ იტყვით, არაკორექტულიაო...

არსი თუ შეიცვალა ამით?

არა...

მეორე... ისაა.. აი, შენ, მაგალითად, თუ დასწრებიხარ თავად-აზნაურთა კავშირის შეხვედრებს? მათ თავყრილობებს?

მე დავსწრებივარ და არაერთხელ... და ბევრი რამ შემიძლია გიამბო... სხვათა შორის, მე იმ პერიოდში იქვე ვთანამშრომლობდი და ამგვარი დამოკიდებულებების გამო, სადაც ნებისმიერი სპეციალისტის უფლება არათუ მხოლოდ ილახებოდა, არამედ ამ უფლებას ზოგჯერ არც ცნობდნენ, მომიწია უარის თქმა და ვერავინ დამიწყებს იმის თქმას, რომ მე რაღაც დღეს "მომელანდა" - ვინც მე მაშინ იქ მიცნობდა, კარგად იცის, რას ვებრძოდი და როგორ ვპროგნოზირებდი დღევანდელი დღის მოსვლას... მაშინაც მეწინააღმდეგებოდნენ და ზუსტად ის პროცესი მივიღეთ, რაც ახლა ხდება, ახლაც ასე ხდება...

ანდაც, სადაა იმ შეკითხვებზე პასუხი, რაც მე დავდე? საინტერესო იქნებოდა მათზე პასუხი, იქნება და ვცდები და ამიტომ მაინტერესებს ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი...

არცერთი ვარიანტი არ შეიძლება მოხდეს საქართველოში - არც სიმბოლური და არც მმართველი მეფე... მხოლოდ "გვარიშვილობით" დაყოფა მართლაც შუა საუკუნეებში დაბრუნებაა... ეს არ არის თანამედროვე საზოგადოება და არ არის ის, რაც სჭირდება საქართველოს და ჩვენს მომავალს.
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Gvalva » 13 თებ 2009, 00:51

დიდი მადლობა მხარეებს საინტერესო დისკუსიისთვის.

თემა დროებით იხურება

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]