კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 16:17
კვირას, 15 თებერვალს, პროექტი ,,საქართველოს დიდი ათეული" და ვაჟა-ფშაველას შთამომავლები აკეთებენ ვაჟა-ფშაველას აქციას ჩარგალში.
როგორც წინასწარო მონაცემებით ვიცით, ვაჟაობაზე ნაკლები დღეობა არ იქნება... ლექსი, სიმღერა, კეთილი გული და ვაჟას სული
ვაჟას შთამომავლები გეგმავენ სიურპრიზსაც...
1. კოტეტბელი
2. ?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
Truli
- იეტი
- Posts: 3463
- Joined: 18 სექ 2005, 21:01
- Location: deep space!
-
Contact:
Post
by Truli » 11 თებ 2009, 17:06
kotetbeli
საინტერესოა....
მი მალატ შვან
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 11 თებ 2009, 18:50
1. კოტეტბელი
2. ლამა
3. ?
მიხარიაააა
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 19:51
ძალიან ვწუხვარ, რომ დასუფთავების აქციას დაემთხვა...
უბრალოდ, თვითონ ვაჟას შთამომავლებმა ამ დღეს დაგეგმეს და ჩვენც დღეს გვაცნობეს...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 11 თებ 2009, 21:57
lama
მერე ვინ დაალაგებს მცხეთის ჯვარს შენს მაგივრად?
თუ "დამსეტყვე ცაო" უნდა წაიკითხო?!
შენ მაინც არავინ არ გათქმევინებს ლექსს!!!!!

-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 22:09
chuna wrote:lama
შენ მაინც არავინ არ გათქმევინებს ლექსს!!!!!

ჰეჰ, როგორ გეკადრებათ

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:15
kotetbeli
ძალიან საინტერესოა...
და დეტალები როგორაა, რითი მივდივართ, როგორ?... რა მოგვეთხოვება? ჩვენც ლექსი უნდა ვთქვათ თუ როგორ?..
თუ მოვახერხე, სიამოვნებით შემოგიერთდებით...
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 22:21
ARCHILI wrote:kotetbeli
ძალიან საინტერესოა...
და დეტალები როგორაა, რითი მივდივართ, როგორ?... რა მოგვეთხოვება? ჩვენც ლექსი უნდა ვთქვათ თუ როგორ?..
თუ მოვახერხე, სიამოვნებით შემოგიერთდებით...
მოკლედ, დღეს ჩვენთან ოფისში იყვნენ ვაჟას შთამომავლები და გვითხრეს ეს გეგმა კვირისთვის, ლექსიც, სიმღერაც, ნაციონალური ფორმით დასწრება და ნებისმიერი აქტივობა მიღებულია ჩვეულებრივადო. მოკლედ, კარგ დღეს გვპირდებიან, ვნახოთ. სიურპრიზებსაც გეგმავენ
ტრანსპორტს მალე გავარკვევთ...
თუ იმათ ავტობუსში ადგილი ცოტა იქნა, მეც თქვენთან ერთად ვიმგზავრებ, ასე მირჩევნია, რამეს მოვიფიქრებთ

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:28
kotetbeli wrote:
მოკლედ, დღეს ჩვენთან ოფისში იყვნენ ვაჟას შთამომავლები და გვითხრეს ეს გეგმა კვირისთვის, ლექსიც, სიმღერაც, ნაციონალური ფორმით დასწრება და ნებისმიერი აქტივობა მიღებულია ჩვეულებრივადო. მოკლედ, კარგ დღეს გვპირდებიან, ვნახოთ. სიურპრიზებსაც გეგმავენ
ტრანსპორტს მალე გავარკვევთ...
თუ იმათ ავტობუსში ადგილი ცოტა იქნა, მეც თქვენთან ერთად ვიმგზავრებ, ასე მირჩევნია, რამეს მოვიფიქრებთ

მე მგონი, რომ მოვახერხებ წამოსვლას (ყოველ შემთხვევაში, ძალიან მომინდა), თუმცა, შეეცადე დეტალები მაინც გაგვაგებინო რა... და სიამოვნებით გნახავთ და ვნახავ იმ შესანიშნავ ადგილსაც... და ხალხსაც...
თუ ხალხია საჭირო, სტუდენტები ხომ არ წამოვიყვანოთ?

-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 22:42
ARCHILI wrote:kotetbeli wrote:
მოკლედ, დღეს ჩვენთან ოფისში იყვნენ ვაჟას შთამომავლები და გვითხრეს ეს გეგმა კვირისთვის, ლექსიც, სიმღერაც, ნაციონალური ფორმით დასწრება და ნებისმიერი აქტივობა მიღებულია ჩვეულებრივადო. მოკლედ, კარგ დღეს გვპირდებიან, ვნახოთ. სიურპრიზებსაც გეგმავენ
ტრანსპორტს მალე გავარკვევთ...
თუ იმათ ავტობუსში ადგილი ცოტა იქნა, მეც თქვენთან ერთად ვიმგზავრებ, ასე მირჩევნია, რამეს მოვიფიქრებთ

მე მგონი, რომ მოვახერხებ წამოსვლას (ყოველ შემთხვევაში, ძალიან მომინდა), თუმცა, შეეცადე დეტალები მაინც გაგვაგებინო რა... და სიამოვნებით გნახავთ და ვნახავ იმ შესანიშნავ ადგილსაც... და ხალხსაც...
თუ ხალხია საჭირო, სტუდენტები ხომ არ წამოვიყვანოთ?

ვახ, მშვენიერი აზრია, მაშინ იმათი ტრანსპორტით მეც აღარ წავალ და თქვენ წამოგყვებით, მარშუტკა ან ავტობუსი დავიქირაოთ. ხვალ ჩავალ დიდუბეში, მგონი ჩარგალში ხაზის ავტობუსებიც დადის და ვნახავ...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:46
kotetbeli
მოკლედ, ძმობილო...
შენ ეგ ამბავი გაარკვიე (მგონი ბევრი არ დაჯდება, ხომ?

)
მე ხვალ გამოცდებს ვიღებ და ვეტყვი ჩემ სტუდენტებს, "ზაადნო" დავალებებსაც მივცემ შემდეგი სემესტრისათვის, ოღონდ მაგას წინასწარ არ ვეტყვი
ლამასაც იგივე შეუძლია...
ერთმანეთსაც ვნახავთ, კარგ ხალხსაც, ვაჟასაც მხარს დავუჭერთ (რას მოესწრო ვაჟა, ჩვენი მხარდასაჭერი გახდა

)...
კიდევ...
კიდევ... ის, რომ რამდენი ხანია ერთმანეთი ხეირიანად არ გვინახავს, ვაჟამა თქვა -ნახეთო...
ველით შენგან დაზუსტებულ ინფორმაციას ტექნიკური დეტალების შესახებ

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 11 თებ 2009, 22:51
აუუუ...
მეც მინდააა..
ხოდა, ხვალ გეტყვით ზუსტად, უმფროსობას უნდა დავეღრიჯოოო კვირას გამომიშვააან...

წამო, ზღაპარში ...

-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2009, 22:59
ARCHILI
ოკ. ხვალვე დავწერ პასუხს.
,,პახოდუ" იმათ ტრანსპორტის ამბავსაც გავიგებ, ვაჟას შთამომავლები რა ტრანსპორტს ჩითავენ.
ხო იცი როგორი მეიაფე ვარ, შევეცდები დღგ-ს გარეშე გავაკეთო ყველაფერი
namcecuna
ვახ, კაი იქნება თუ წამოხვალ

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 11 თებ 2009, 23:02
kotetbeli wrote:ARCHILI
ოკ. ხვალვე დავწერ პასუხს.
,,პახოდუ" იმათ ტრანსპორტის ამბავსაც გავიგებ, ვაჟას შთამომავლები რა ტრანსპორტს ჩითავენ.
ხო იცი როგორი მეიაფე ვარ, შევეცდები დღგ-ს გარეშე გავაკეთო ყველაფერი
ჰო... კარგს იზამ და თუ დღგ-ს გარეშე მოახერხებ, მეგრულ ტურშიც გავითვალისწინებთ ჩქიმ ჯიმა და ძვირს არ გადაგახდევინებთ (ხომ წამოხვალ? მოინდომე, თორემ რაიმე აქციას მოგიწყობთ ტელევიზიასთან და ერთი კვირით კიდევ დაგხურავენ

თუ ხუმრობებს არ ვართ?

)...

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 11 თებ 2009, 23:07
kotetbeli
მე თუ წამოვედი 1 პატარა + მეყოლება, შეიძLება 2, ანუ ჩემი +ის მეგობარი (დისშვილი და მისი მეგობარი-აქ ხოგი იცნობს მათ-ხევსურეთიდან და ალილოდან )
ხოდა, 95 % მოვდივარ -ხვალ გავასდები

წამო, ზღაპარში ...
