პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by teo- » 05 თებ 2009, 21:36

pataputina wrote:Duckling

ჰხო.....ალბათ ყველას ჰქონია ეგ მომენტი... :roll: ღამღამობით განსაკუთრებით.... :roll: რატომ ასოცირდება სიკვდილი სიბნელესთან და ღამეთან ნეტავ.... იქნებ სულაც არ არის ეგეთი... :roll:


კი არა და

ისა...

ნუ გეშინია სიკვდილის - სანამ ცოცხალი ხარ, მას ვერ ნახავ და როცა ნახავ, უკვე ცოცხალი აღარ იქნებ

:oops: თქვენ გეშინიათ და ასოცირებთ..ისედაც სულ სიბნელე არ არის? :lol: :lol:



:roll:

მმმმ


ჰხო...

http://www.lib.ge/body_text.php?96



:roll:
:lol: :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 05 თებ 2009, 22:20

ყველაზე საშიში შემთხვევითი ნაცნობები არიან
რომლებიც იმდენად კარგადაც არ გიცნობენ, რომ მიხვდნენ
რას ფიქრობ
და
არც იმდენად ცუდად, რომ
ვერ მიხვდნენ
რომ
ფიქრობ..... :roll:












კი არა და




თავო ჩემო, შენკი როსღა აღმიარო მე ადამიანად თუ არა ევაიანად მაინც




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by Tamusia » 05 თებ 2009, 23:02

pataputina

მაგ: გთხოვ,ჩემი ნათესავები კარგად მიცხოვრე.

მგონი ეს სიტყვა ადრეც იარსებებდა :D
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 05 თებ 2009, 23:14

Tamusia wrote:pataputina

მაგ: გთხოვ,ჩემი ნათესავები კარგად მიცხოვრე.

მგონი ეს სიტყვა ადრეც იარსებებდა :D



რავა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში

:shock:



კი არა და

არა

ეს სხვა მიცხოვრეა
უფრო ეგოისტური
:roll:

მოდი და მიცხოვრეო რაო
მეეო, მხოლოდ მეეო
მე მე ყველაფერი მე

მე რა თხა ხარო
კი არა და
შენი ცხოვრება გავხდების გაერთსიტყვავებული ვარიანტია
მგონი
ან გაიზრდება და თვითონ გადაწყვეტს რა მნიშვნელობის იქნება
ჯერ სულ რამდენიმე საათის სიტყვაა

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 06 თებ 2009, 17:34

სრულიად საქართველოს მოსახლეობას

ვულ20ავ

6 თებერვალს

დიდი ბორის ჩოჩიევის მიერ ულვაშის მოპარსვის საერთაშორისო დღეს


:roll:









ბორის ჩოჩიევმა ულვაში მოიპარსა

თბილისი.06.02.09.”ჯი-ეიჩ-ენი". რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ოს სეპარატისტთა ლიდერის, ედუარდ კოკოითის საქართველოში კარგად ნაცნობმა თანამებრძოლმა ბორის ჩოჩიევმა ცნობილი ულვაში მოიპარსა. ჩოჩიევის ფოტო ინტერნეტით გავრცელდა.

საინფორმაციო სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” ჩოჩიევს დაუკავშირდა, რომელიც ულვაშების მოპარსვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მიზეზების დასახელებისგან თავს იკავებს.

“დიახ, ულვაში მოვიპარსე და თუ თქვენ ჩემსა და ფოტოს შორის მსგავსებას ხედავთ, რა თქმა უნდა მე ვარ”, _ აცხადებს ჩოჩიევი “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას და სავსებით ეთანხმება აღნიშნავს, რომ მას უულვაშობა და ახალი იმიჯი უხდება.







Image



:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 07 თებ 2009, 11:05

გაივლის კიდევ 21 დღე
და
კედელთან დასახვრეტად მიყენებულ აურელიანო ბუენდიას
კი არა და
მე
გავზაფხულდები
Image
ავმწუუუანდები
Image
ავყვავილდები
Image
ავალუჩდები
Image
ავიასამნდები
Image
ავჟუჟუჟუნაწვიმდები
Image
ავატმისყვავილდები
Image
ავმრცხლდები
Image
ავსუფთაცივჰაერდები
Image


გაივლის კიდევ 21 დღე...

უფრო მეტიც გაივლის
უფრო ნაკლებიც
უფრო სწრაფად
უფრო ნელა
გაივლის....
გამივლის...
გაგვივლის....

ყველაფერი არაფერი ყველაფერი

წარმავალია ყოველი

გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და
ისევ..... ისა.... Image




თავისუფლებაშია თავისუფლება
ლამბაშია ლამბისუფლება
ჩემშია ჩემიუფლება

"მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარი და აღარასდროს ვინატრო დაბადება"




კი არა და



ფერები ფერები მწუნე ფერები
მონაფერები
ფერებმა დაიპყრო მთელი გარემო
მე კი
უფეროდ
ვარ

ერთფეროვან სინაცრისფერეს ორფეროვანი სიშავთეთრე სჯობიაო

http://www.link.ge/file/209391/10---Out ... o.mp3.html

კი არა და

ვიყავი - არ იყავი - სად იყავი?

:roll: :roll: :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 09 თებ 2009, 23:35

ისა



გავცოდნისდედავდებდი


სკანდინავიური მითის მიხედვით

ტყეში ცხოვრობენ ტროლები, რომლებიც, ყველას, ვინც ერთხელ მაინც გაათენებს ღამეს ტყეში, ღია ცის ქვეშ, სულის ნაწილს ჰპარავენ
და
ტყეში მალავენ

მას შემდეგ ეს ადამიანი სულის მთლიანობასა და ბედის ნიერებას
მხოლოდ ტყეში პულობს





ჰხოდა ისა...



კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,
რომ
სხვა სკანდინავია სად არის............












კი არა და


”ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს: „მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად, გაჰყვება გზას და მიდის და მიდის... ამას ჩვენში „მხარის შეცვლას“ უძახიან, მეცნიერებმა კი „მანიაკალური მდგომარეობა“ უწოდეს”






”როდესაც ვიყავ
სუსტი
პატარა
მკითხავმა მითხრა:
იყავ გმირია
24 წლამდე დრო გაატარა
და
25 ზე გადაირია”






:roll:


Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 10 თებ 2009, 22:04

მე გაზაფხულზე გეპატიჟებით




http://www.link.ge/file/211358/1-me-gaz ... t.mp3.html


სულსულსულსულსულსულსულსულ
რაღაც
18 დღე
ში

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by tamuna_gudarexi » 11 თებ 2009, 10:28

კეთილი იყოს ჩემი... სიტყვები, pataputina, შენს თემაში!:)

რა მინდოდა მეთქვა - დღეს მეც მწუანე ვარ და თან მგონია ცხოვრებაში პირველად :D
ჰოდა, კი მომწონს.... :roll: კარგი ყოფილა! :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 თებ 2009, 11:27

tamuna_gudarexi

Image


სულსულსულ

რაღაც
17 დღე
და
მარტო მე და შენ
კი არა
ყველაფერი გაერთფეროვანმწუნდება






Image




კი არა და


გუშინ შენს სინგატურს მოვკარი თვალი
და
შემომაფიქრდა
იქნებ ერთი კეთილი ადამიანი ვნახო
ვინმე
რომ
გადამედოსთქო
კი არა და

Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by lama » 11 თებ 2009, 12:12

pataputina
კი არა და

შენ გუშინ მე და კოტეს "ნივიჟუ" გაგვიკეთე

კი არა და

რატომ?????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 თებ 2009, 12:51

lama
ეს ის არ იყო, რაც შენ იფიქრე

Image


კი არა და


მე რომ მივდიოდი თქვენ მოდიოდით
და
აბა ისა........ Image







ვააჰხთ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by tamuna_gudarexi » 11 თებ 2009, 14:01

pataputina wrote:tamuna_gudarexi
კი არა და


გუშინ შენს სინგატურს მოვკარი თვალი
და
შემომაფიქრდა
იქნებ ერთი კეთილი ადამიანი ვნახო
ვინმე
რომ
გადამედოსთქო
კი არა და

Image
:D მეც მაგიტომ მაქვს ეს სიგნატური :) იქნებ ვინმე კეთილი გამომეხმაუროს ;)
ჰოდა, შეგატყობინებ ;)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by tamuna_gudarexi » 11 თებ 2009, 14:02

ეს მცირედი სიმწვანე მასპინძელს ჩემგან :)
Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
პატამედვედევას, იმავე pataputinaს გვერდი

Post by pataputina » 11 თებ 2009, 22:54

ამას აქ რომ არავინ წაიკითხავს
ვიცი
მჯერა

მაგრამ

მარტო ტაშისთვის ხომ არ ვუკრავთ ჩემო კონსტანტინე


კი არა და


ხშირად მეწარღვნმეესმოთხობება........

აი ამწამწუთსაათშიც





ჰხოდა ეგრე......







უცებ გადაწყვიტა, სახლი დაენგრია.
სკამებით დაიწყო.
აყირავებდა, წიხლს ურტყამდა და საზურგეს აძრობდა.
გამძლე სკამებს ხერხით ახერხავდა საზურგეს.
ფეხებს ჩაქუჩით ატეხავდა.
ცოლი გულგრილად უყურებდა.
ბავშვები გამხიარულდნენ, ირგვლივ შემოეხვივნენ, შეკითხვებს აძლევდნენ, სკამების ნატეხებს ბინაში დააჩოჩიალებდნენ.
სკამებს რომ მორჩა, ტელევიზორის დაშლას შეუდგა.
უკნიდან ჭანჭიკები მოხსნა, მავთულები და სქემები ააგლიჯა, ეკრანი გამოიღო.
ბავშვების ინტერესი გაიზარდა.
«აბა კონკია სად არის?»
«და ტომი და ჯერი?» _ ეკითხებოდნენ.
რეზო უხსნიდა ბავშვებს, რომ მავთულებში მოძვრებიან ისინი და მერე ეკრანზე გამოდიან.
«და მავთულები რომ დააძრე, როგორღა გამოვლენ?» _ შეშფოთდნენ ბავშვები.
რეზოს ცოლმა გაიღიმა.
«მოგეხმარო?» _ ჰკითხა რეზოს.
«თუ გინდა.»
ნანა გავიდა საძინებელში და უმცროსი გოგონას საწოლის დაშლას შეუდგა.
«დე, სოფო სადღა დაიძინებს?»
«მოუნდება ძილი და დაიძინებს. ბავშვებო, ფეხებში ნუ მებლანდებით...»
«ნანა, გაანებე საწოლს თავი და ჭურჭელს მიხედე, მაგას მე მოვუვლი.»
ნანა გავიდა სამზარეულოში და ჭურჭლის მსხვრევას მიჰყო ხელი.
«აქეთ არ გამოხვიდეთ, ნამსხვრევებს ხელი არ ახლოთ!»
«დე, მეც გამატეხინე, რა...»
«მეც!»
«მეც!»
«ჰო, კარგით, ოღონდ ფრთხილად!... აი, ასე, ყურში მოავლე ჭიქას ხელი... ახლა ძირს დაანარცხე!.. გაგა, გაიწი იქით... ჰო, ყოჩაღ! ახლა შენ მოდი... ეს თეფში აიღე...»
«ეს სოფოს თეფშია, დე...»
«ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, მიდი, გატეხე!..»
რეზო მაგიდაზე აძვრა და ჭაღი ჩამოხსნა. ფაიფურის ექვსნათურიანი ჭაღი იყო, ზედ ანგელოზები ეხატა. ის იყო, ანგელოზებს ჩაქუჩი მოუქნია, რომ ტელეფონმა დარეკა.
«ალო!.. ჰო, მე ვარ... ორ საათში?.. კარგი, ნუ იჩქარებ... კი, ყველაფერი რიგზეა...»
რეზომ ყურმილი დადო და ჭაღის ანგელოზების ნაცვლად ტელეფონის ციფერბლატს დაალეწა ჩაქუჩი. თუმცა არც ჭაღის ანგელოზები დაუნდია. მათაც აჩვენა მკლავის ძალა.
სოფო, მამამისს რომ უყურებდა, ატირდა.
«მო, ნუ გეშინია... ცუდს არაფერს აკეთებს მამიკო» _ დაუყვავა რეზომ უმცროს ქალიშვილს, მაგრამ უშედეგოდ. სოფომ ტირილს უმატა.
«ნანა, გამო, მიხედე, მაგისთვის არა მცალია!»
ნანამ სასალათე მიალეწა კედელს, გაგა და ნინუცა სამზარეულოდან გამოყარა და სოფოსთან მივიდა.
«სოფო, შენ ხომ დიდი გოგო ხარ... მე და მამა ვერთობით... რა არის აქ სატირალი...»
ვერ გააჩერეს სოფო. ის კი არადა გაგაც აყვა მას.
«დაანებე ერთი თავი, იტირებენ და გაჩერდებიან!» _ გამოსძახა რეზომ, რომელიც გასაშლელ კიბეზე მდგარი, ამ დროს კარნიზებს გლეჯდა.
«სკამები თავიდანვე არ უნდა დამემტვრია... კიბის თრევა არ დამჭირდებოდა... როგორ ვერ მოვიფიქრე...»
ნანამ ფარდები გაფხრიწა.
ნინუცა ნაფხრეწებში აიბლანდა. პატარა მოჩვენებას დაემსგავსა. ხელებს აფრიალებდა და დახტოდა.
სოფომ და გაგამ ტირილი შეწყვიტეს და ნინუცას მიაჩერდნენ.
რეზო წიგნის თაროებს მიადგა.
«ამდენ წიგნს რაღა ვუყო?» _ იკითხა ხმამაღლა.
«იტალიურად!» _ თქვა ნანამ.
«ეგ როგორ?»
ნანამ ფანჯარა გამოაღო და ქვემოთ ჩაიხედა.
«გვიანია უკვე. ხალხი თითქმის აღარ დადის. იტალიურად, ფანჯრიდან ვისროლოთ.»
«კაი აზრია! ბავშვებო, აქეთ მოდით!»
რეზომ მტირალა სოფოს და გაგას ქეჩოში ხელი ჩაავლო და ერთმანეთის გასწვრივ დააყენა.
«ახლა კაი თამაში იქნება. მე გაგას მივაწვდი წიგნებს, გაგა სოფოს, სოფო დედიკოს, დედიკო კი ფანჯრიდან მოისვრის. გასაგებია?»
გაგა და სოფო ტიროდნენ.
«გასაგებია?» _ იღრიალა რეზომ.
გაგამ და სოფომ ხმა გაკმინდეს, დამფრთხლები მიაჩერდნენ მამას.
რეზომ დოსტოევსკის პირველი სამი ტომი გადმოიღო და გაგას მიაწოდა. გაგამ მექანიკურად გამოართვა და გაშეშდა.
«სოფოს მიაწოდე!» _ უყვირა რეზომ.
მიაწოდა.
სოფომ დედას.
დედამ ისროლა.
ნინუცა, პატარა მოჩვენება, ოთახიდან ოთახში დაფარფატებდა.
IV, V, VI ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
VII, VIII, IX ტომი.
გაგა.
სოფო.
ნანა.
ფანჯარა.
ნინუცა უკვე დაშლიგინობდა.
მარტო რუსულ ლიტერატურას ოცი წუთი დასჭირდა.
«ჯობია დავწვათ» _ თქვა ნანამ.
«მართალია... ოღონდ მაშინ სულ ბოლოს...»
ნანა დაეთანხმა.
რეზო ნახევრად დაცლილ წიგნის კარადას მთელი ძალით დაეჭიდა და გადმოაყირავა.
ნანა ხატებს მიადგა.
«წმიდაო ანგელოზო, რომელი ზედა-ადგ ჭირვეულსა სულსა ჩემსა და გლახაკსა ცხოვრებასა ჩემსა, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშო¬რები ჩემგან ბილწებათა ჩემთათვის, ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა, უძლურებისათვის მოკვდავთა ამათ ხორცთა ჩემთასა...»
რეზომ ხატებს წაავლო ხელი.
«არა, ჯერ არა!» _ იკივლა ნანამ.
და განაგრძო:
«...და დამიცევ მე განსაცდელისაგან და მზაკვრებათა წინააღმდეგობისათა, რათა არა რომლითა ცოდვითა განვარისხო ღმე¬რთი, და მეოხ-იყავ ჩემთვის ღვთისა მიმართ, რათა განმამტკიცოს შიშსა მისსა, და ღირსად გამომაჩინე მისისა მეუფებისა, და მკვიდრად სახიერებისა მისისა, ამინ.»
ნინუცა-მოჩვენება გვერდში ამოუდგა დედას, ბუტბუტებდა და პირჯვარს ისახავდა.
რეზომ პროდუქტები გამოყარა მაგიდიდან.
ყველას მოშიებოდა.
დაესიენ.
ძირს ისხდნენ, იწვნენ და ჭამდნენ, იღმურძლებოდნენ.
ძეხვი დაგორავდა, კარაქი მასტიკად წაეცხო პარკეტს, პომიდვრები იატაკს დაეჭყლიტა.
ჭამას რომ მორჩნენ, გაგას ვა¬შლებით ფეხბურთის თამაში მოუვიდა აზრად და დები ჩაითრია ბურთაობაში.
ნანამ და რეზომ მაცივარი ძირს დასცეს.
გაგამ გოლი გაიტანა ანტონოვკით შუა ოთახის კარში.
ნინუცა-მოჩვენება დაძრწოდა და შესისხლიანებულ ფრთებს აქნევდა.
დამსხვრეულ ჭურჭელზე თითები გაიჭრა, მაგრამ დედას დაუმალა. ზურგზე მოგდებულ ფარდის ნაგლეჯს აქნევდა და ვერც კი ამჩნევდა, რომ ქსოვილი თანდათან წითლად იღებებოდა.
რეზო სანტექნიკას მიადგა. ონკანებს შლიდა, მილებს ხერხავდა.
წყალმა იხეთქა.
ნელ-ნელა მოედო იატაკს.
ჭურჭლის ნამსხვრევები აატივტივა, წიგნის ფურცლებს შორის გაჯდა.
თავიანთი პატარა ფეხები ააჭყაპუნეს ბავშვებმა.
აკისკისდნენ. წუწაობა დაიწყეს.
საწოლები და მაგიდებიც ააყირავეს ამასობაში რეზომ და ნანამ, სარკეები ჩალეწეს.
წყალი მოედინებოდა და მოედინებოდა.
კარზე ბრახუნის ხმა გაისმა.
«არ გააღო ჯერ!» _ გადასძახა რეზომ ნანას.
«ჰო, ვხვდები მაგდენს.»
წყალი ერთ მტკაველზე იდგა უკვე მთელ ბინაში.
რეზომ ერთი მოტივტივე წიგნი აიღო და დახედა.
«რა წერია?»
მხრები აიჩეჩა და წიგნი ისროლა.
«გადღაბნილი იყო ასოები, ვერაფერი გავარჩიე.»
კარზე ბრახუნმა იმატა.
«დე, ვიღაც მოვიდა!» _ უთხრა ნანას სოფომ, რომელიც თავის სათამაშოებს წყალში აცურავებდა.
ნანამ რეზინის დათუნია ამოიყვანა წყლიდან და დააკვირდა.
«რა იყო, დე?» _ დაინტერესდა სოფო.
«არაფერი... ყოვლად წმინდაო დათუნია, შეგვიწყალენ ჩვენ; დათუნია, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან. დათუნია, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; დათუნია, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის... დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ, დათუნია შეგვიწყალენ...»
ნანას რეზინის დათუნია ხელიდან გაუვარდა.
ტყაპ.
ნინუცა მუხლებზე იდგა. ხელები წყალში ჩაეყო და დაჰყურებდა, მის ირგვლივ როგორ წითლდებოდა წყალი.
გაგამ მაგნიტოფონი ჩართო.
ლუი არმსტრონგის «ჭჰატ A ჭონდერფულლ ჭორლდ» გაისმა.
«ბოლომდე აუწიე!» _ დაუძახა რეზომ.
გაგამ ბოლომდე აუწია და არმსტრონგის ჯადოქრულმა ხრინწმა კარზე რახუნის საშინელი ხმა თითქმის გადაფარა.
წყალი რეზოს და ნანას უკვე ლამის მუხლებამდე მისწვდა.
«ხომ არ დავიხრჩობით?» _ იკითხა სოფომ.
ნინუცას ირგვლივ წყალი სულმთლად გაწითლებულიყო.
ნანამ ნინუცას ხელი სტაცა და გულზე აიკრა.
«ნი... რა გჭირს, ნი... ცუდად ხომ არა ხარ, ნი... ხელები მანახე, ნი... ჩემო ნი... დედის სასწაულო ნი...» _ ბუტბუტებდა ნანა.
რეზომ გაგა მხარზე შეისვა და ტყაპა-ტყუპით მთელი ბინა შემოარბენინა.
«ვაშააა!» _ გახარებული ყვიროდა გაგა.
«ხომ არ დავიხრჩობით?» _ მეორედ იკითხა სოფომ.
მას წყალი უკვე წელამდე სწ¬ვ¬დე¬¬ბოდა.
«არ დავიხრჩობით» _ უთხრა მამამ, გაგა ჩამოსვა და ახლა ის შე¬მო¬ისვა მხარზე.
«მართლა?»
«ჰო, მართლა... წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით...»
ნანამ ბუტბუტი შეწყვიტა და რეზოს გახედა.
«რა თქვი?»
«წარღვნაა, მაგრამ არ დავიხრჩობით...»
არმსტრონგის სიმღერა ჩათავდა.
კარზე ბრახუნიც შეწყდა.
გაგა აყირავებული მაგიდის ფეხს ეჭიდებოდა და მის ირგვლივ ბზრიალებდა.
«მა, მიდი!» _ დაუტყაპუნა სოფომ რეზოს კინკრიხოზე თათი.
რეზომ მუხლებამდე წყალში კიდევ ერთი წრე გააკეთა და საწყის წერტილს დაუბრუნდა.
ნანა ნინუცას ხელებს უკოცნიდა.
ნინუცას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.
«შეუწყდა სისხლის დენა» _ თქვა ნანამ.
გაგა ბზრიალებდა.
«რაღაც გულს მომეშვა» _ ჩაილაპარაკა რეზომ.
«მეც.»
«არ დავიხრჩობით?» _ მესამედ იკითხა სოფომ.
რეზომ და ნანამ გაიღიმეს.
წყალი მოედინებოდა.


(ც) შ.ი.




:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]