ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
Post
by Sarajistka » 07 თებ 2009, 00:53
Gio-horus wrote:ულამაზესია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ნუკას საყდრის ნახვა ოცნებად მრჩება... წელს ვიყავი ტაოში მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ შევძელით მისი ნახვა
ეჰ გიო-ჰორუს ჩვენ ვერც ბანა ვნახეთ, მაგრამ ეგ ხომ იმის ნიშანია და მიზეზია, როგრც თამომ თქვა, რომ კდიევ წახვიდე.

მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 08 თებ 2009, 14:04
ნიმფა wrote:გაიხარე გურულო, რომ არ დაგეწერა გამომღცებოდა ეს შესანიშნავი გადაცემა
ყოველ სამშაბათს, 22 საათზეა "ჩვენებურები".
და მაგ გადაცემაში თორნიკეც იყო - ბოლოს "სულიკოს" რომ მღეროდნენ სამნი, შუაში იდგა. ის მისი დის ოჯახია, სადაც ეგ სიმღერის კადრი და მთელი ის სცენა იყო გადაღებული. მისი დაც ჩანდა კადრებში, ხოლო იმ მომღერლებიდან ახალგაზრდა მაგის სიძე იყო, მოხუცი კაცი - სიძის მამა.
"ჩვენებურების" ძველ სერიებს დილაობით რომელიღაც არხიც უჩვენებს.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 10 თებ 2009, 11:31
I არხმა დაამთავრა უკვე, როგორც ჩანს - ამ კვირაში არაა.

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 10 თებ 2009, 22:01
ყოფილა, ყოფილა "ჩვენებურები" -ახლა იწყება. ჩვენს ნაცნობებს ისევ ნახავთ.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 12 თებ 2009, 00:45
უყურეთ გუშინ "ჩვენებურებს" ვინმემ? ეგ ფილმი - "საქართველოს სული ვარ" განმეორებით იყო, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვუყურე. უფრო სწორად - დიდი გულისტკივილით, იმდენად მძიმე ფილმია. თუ ვინმემ უყურეთ, ალბათ, კარავის ნაცნობი ფერეიდნელებიც იცანით - თორნიკე, ლევანი... შარშანწინ ან შარშან ჭილის ტბაზე ვინც იყავით, ეგენოი გემახსოვრებათ. შარშანდელი გასვლის მონაწილეებმა იქნებ ის მწვადის შემწველიც იცანით ბოლოს - ეგეც იყო იქ. მე კიდევ რამდენიმე ნაცნობს მოვკარი თვალი. მათ შორის ერთი - გვალდას მოგვარე და ნაცნობია, არაჩვეულებრივი ადამიანი.
ყველასა და ყველაფრისგან, უპირველესად კი - საკუთარი ხალხისგან მივიწყებული და განწირული ჩვენი ფერეიდნელები... საკუთარ თავთან და იმხელა იმპერიასთან მარტოდმარტო, პირისპირ დარჩენილი ქართველები, რომლებსაც ქართველებად ბევრი არც აქ მიიჩნევს და იქ ხომ არც უნდათ და არა, რომ მიიჩნიონ.
-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 12 თებ 2009, 00:51
სამწუხაროდ,ფერეიდნელ ქართველებს არ ვიცნობ...გადაცემას ვუყურე და როგორც ყველა ფილმი , ესეც გულისამაჩუყებელი იყო
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2009, 01:11
ისევ ლობისტობას თუ არ დამწამებენ, შეგახსენებთ, რომ ხვალ, ნაცნობ დროს და ნაცნობ ადგილას - 22 საათზე, I არხზე "ჩვენებურებია". გადის III ნაწილი ფილმისა - "საქართველოს სული ვარ".
ჩარგალში ვინც იყავით, მოისმინეთ აბალდუის სტუდენტის ლექსი, სუფრასთან რომ წარმოთქვა?
თავად ამ ფილმის სათაურიც საოცარი სიტყვების ნაწილია ფერეიდნელი ქართველის - არსენ ონიკაშვილის ლექსიდან: "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ". არა მგონია, ამ ნაწილში ნაცნობი ფერეიდნელები ისევ იყვნენ, მაგრამ ფილმი მაინც საინტერესოა.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2009, 22:10
დაიწყო ჩვენებურები...
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 17 თებ 2009, 22:24
guruli
ვუყურებ და მაშინდელივით (როცა მოხდა) ემოციურად...
მგონი, ერთადერთი საქართველო ეგ არის, ჩვენზე ქართველები არიან!!!
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 17 თებ 2009, 23:29
ARCHILI
მგონი, ერთადერთი საქართველო ეგ არის, ჩვენზე ქართველები არიან!!!
ერთადერთისა რა გითხრა, მაგრამ აქაური ქართველების 50% რომ ვიყოთ მასეთი პატრიოტები ჩვენი ქვეყნისა, რაღა უჭირდა საქართველოს. ცუდია, რომ მაგათი ქართველობა აქ არც იციან და ათას ვარიაციას მოისმენ მაგ თემაზე.
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 18 თებ 2009, 02:11
guruli wrote:ARCHILI
მგონი, ერთადერთი საქართველო ეგ არის, ჩვენზე ქართველები არიან!!!
ერთადერთისა რა გითხრა, მაგრამ აქაური ქართველების 50% რომ ვიყოთ მასეთი პატრიოტები ჩვენი ქვეყნისა, რაღა უჭირდა საქართველოს. ცუდია, რომ მაგათი ქართველობა აქ არც იციან და ათას ვარიაციას მოისმენ მაგ თემაზე.
მართალი ხარ ირაკლი, მხოლოდ ერთი რამის აღნიშვნაც კი საკმარისია: იმ დროს, როდესაც ჩვენ სადმე ორი კვირითაც რომ წამოვიდეთ, ჩამოსულები ენას ვიჩლექთ ხოლმე, აი, გაუცხოელდით, ენაც კი არ გვახსოვს, აქაურები არ ვართო, ვტრაბახობთ, ჰოდა ეგ ხალხი კი საუკუნეები ქართულ სულსაც და ენასაც და... რაც მთავარია, სიყვარულს ინახავენ...
ამაზე ბევრიც უამრავი შეიძლება ითქვას, თუმცა ესეც საკმარისია, რომ მათი ქართველობა ჩვენსაზე მაღლა დავაყენოთ და მათ მოწიწებით ვუყუროთ...
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 18 თებ 2009, 02:26
ARCHILI
იმ დროს, როდესაც ჩვენ სადმე ორი კვირითაც რომ წამოვიდეთ, ჩამოსულები ენას ვიჩლექთ ხოლმე, აი, გაუცხოელდით, ენაც კი არ გვახსოვს, აქაურები არ ვართო, ვტრაბახობთ, ჰოდა ეგ ხალხი კი საუკუნეები ქართულ სულსაც და ენასაც
გულიც მაგაზე მწყდება, მაინც ვერ ხვდებიან მაგათ ქართველობას და ისევ ყიზილბაშებს, ტათრებს და რაღაც ამგვარ სისულელებს ეძახიან. გული იმაზეც მწყდება, მაგ ხალხით რომ არ ინტერესდება საქართველო. ერთხელ თბილისის ფორუმზე თურქეთის ქართველმა (მგონი, ჩემი სტამბულელი ნაცნობი იყო, მაგრამ ვერ დავიჩემებ, თუმცა ეს არცაა მნიშვნელოვანი) თემა გახსნა ზუსტად მაგ პრობლემაზე - ჩვენ ამდენი ხანი ვინახავთ ენას და საზღვარგარეთ წასული ქართველები დედაენას 4-5 წელიწადში რატომ ივიწყებენო. იცი, რა რეაქცია მოჰყვა? დასცინეს ამ უწიგნურებმა - დიდი საქმე, ენა თუ შეინახეთ, დიდ საქმეს აკეთებთ მაგითო... რო შევუვარდი თემაში სულ "მანქურთის ნაშიერები" და "ეშმაკის ნასხლეტები" ვეძახე, მერე კი ჩაიწყვიტეს ხმა. თან, როგორც პოსტებს ეტყობოდა, სულ ლაწირაკები იყვნენ, რაღაც ისეთ სისულეელბს წერდნენ.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 24 თებ 2009, 21:51
I არხზე "ჩვენებურები" იწყება. დღეს ჰერეთზეა გადაცემა.