მესხეთის ასეთი სიყვარული რატომ მაქვს? ეს ალბათ ჩემს ნახევრად მესხობას უნდა დავაბრალო...
ალბათ ამ ყველაფრის ბრალია ტაო-კლარჯეთიც და ყველაფერი სხვა მესხეთთან დაკავშირებულიც.
და მაინც რატომ გავხსენი ეს თემა?
უკვე ძალიან დიდი ხანია მესხეთის ფეხით შემოვლის სურვილი მაქვს. ეგ არაფერი განსაკუთრებული სურვილი არ არისო, იფიქრებთ. მართალნიც იქნებით. არაფერი განსაკუთრებული არაა, მაგრამ მაინც... როცა ამ ჭიამ დამიწყო ღრღნა, მაშინ დავიწყე მომზადება, რაგაცეები მოვიძიე (ცოტა, მაგრამ მაინც) და ენთუზიაზმით წავედი აბასთუმანში, რომ იქიდან დამეწყო და შემომევლო. მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ცუდად შეხვდა ჩემ გადაწყვეტილებას და არავინ გამომყვა, არც გამიშვეს, გიჟად შემრაცხეს და ჩემი სურვილი ოქროს ციხეზე ასვლით (აბასთუმნიდან გადავედი, სასიამოვნოდ დავიღალე და უბედნიერესი ვიყავი) სულ რამოდენიმე დღით მოვიკალი. მის მერე ვეძებ ვინმეს, ვინც წამომყვება, მაგრამ . . .



ეს ყველაფერი 2009 წლის სავარაუდო გასვლებში ვიცი რომ აღნიშნულია, მაგრამ ერთ გასვლაზეც ხომ შეიძლება ყველაფრის ერთად ნახვა?
ჩემი სავარუდო მარშრუტს დავწერ. თუმცა ბევრისგან დაწუნებული და აბუჩად აგდებულია, ეგრე ხომ შეგჭამს რამეო და ცოცხალი აღარ დაბრუნდებიო, მაგრამ მაინც დავწერ. ბევრი რამე შეიძლება მართლაც ძალიან სასაცილოც კი იყოს და წარმოუდგენელი. მე სიარულის ძალიან ცოტა გამოცდილება მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს დამეხმარებით წესიერი მარშრუტის შედგენაში და იმედი მაქვს სურვილიც გექნებათ წამოხვიდეთ.
აი ასეთია ჩემი დაახლოებითი და ძალინ ზოგადი მარშრუტი: დავიწყოთ თორით - ბორჯომი და მისი შემოგარენი, შემდეგ ბაკურიანის გავლით გადავიდეთ ჯავახეთში - ტბები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის შემოგარენი, შემდეგ სამცხე - ასპინძა, ახალციხე და ბოლოს ადიგენი-აბასთუმნით დავამთვაროთ.
მე ძალიან ცუდად ვიცნობ ამ ადგილებს და შეიძლება მართლაც ძალიან საშინელი და შეუსრულებელი მარშრუუტია

მოკლედ, მთავარია ერთ გასვლაზე მთელი მესხეთის (ნუ რაც ჩვენს შემადგენლობაშია, ან რატომ არა იქითა მხარეც) ნახვა.
სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. იმედია დამეხმარებით.