კარაველების ფესვები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კარაველების ფესვები
მეგობრებო,
მოდით ამ თემაში დავწეროთ ვის რომელ რაიონში გვაქვს ფესვები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები
ზოგჯერ რომელიმე ადგილის შესახებ რამის გაგება რომ გვინდა გვეცოდინება ვის ვკითხოთ.
ან შეიძლება გიდობა-გაყოლა ვინმესი დაგვჭირდეს და დაგვეხმარებოდნენ.
მოდერატრს ვთხოვ, ჩემთან ერთად იზრუნოს რომ თემა მხოლოდ ინფორმაციას შეიცავდეს.
გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებები, რომელიც ალბათ წარმოიშვება 2-3 დღის შემდეგ გავწმინდოთ ხოლმე.

მე:
დაიბადა ბათუმში (სად მოკვდება არ ვიცი) მაგრამ იქოურები ნეტუ
მამა - კახეტინსკი, ბათ იქაურები ნეტუ
დედა - გურია, ლანჩხუთი, სუფსა - იქოურები იესწ და შემობოდიალებულიც ბლიომად მაქვს, ატ პოწი დო ურეკი
ვსიო

მე, არჩილ-აბალდუი, იგივე, სეპარატისტი მეგრელი - ბატონი არჩილ გამზარდია.
დავიბადე თბილისში (ვცხოვრობდი საბურთალოზე, მერე თემქაზე, მერე ისევ საბურთალოზე და ახლა ისევ თემქაზე... ვიძახი, რომ წარმოშობით თემქელი ვარ-თქო... მაგრამ არ მეთანხმებიან, რომ თემქა ცალკე სამყაროა)...
წარმოშობის უფრი სიღრმისეული ისტორია კი ასეთია:
მამა - თბილისელი, წარმოშობით მამის მხრიდან (ანუ ბაბუაჩემი უფრო ზუსტად კი ბაბუას მამა - თედორე, რომელსაც თერთმეტი შვილი ჰყავდა) აბაშის რაიონიდან, სოფელი სუჯუნა. მამის დედა 9ანუ ბებიაჩემი) - ტიტუ-ტიტუ, თქვენს მტერს, თქვენ ჯვარი გწერიათ და გალელი იყო წარმოშობით... ბებიას დედა კიდევ უარესი - ზუგდიდელი.
დედა - თბილისელი, წარმოშობით, მისი მამა (ანუ ბაბუაჩემი) ლეჩხუმელი იყო, ხოლო დედამისი (ანუ ბებიაჩემი, უფრო დავაზუსტებ და ბაბოჩემი) კახელი.
ნათესავები, ძირითადად, თბილისში, ასევე მთელ საქართველოში მყავს, გურიის და ქართლის გარდა, რომელთა 99%-ს არ ვიცნობ...
განსაკუთრებულად დიდი ნაწილი ცხოვრობდა აფხაზეთში, ასევე ლეჩხუმში და იმერეთში ცხოვრობენ... ნუ, ცხადია, სამეგრელოში.
კიდევ რა გაინტერესებთ?

Last edited by ARCHILI on 09 თებ 2009, 15:39, edited 1 time in total.
კარაველების ფესვები
კიდევ ის გვაინტერესებს, ისეთი ნათესავები სად გყავთ, რამე რომ გვაინტერესებდეს და ვკითხოთ, ან რამე ადგილს ვეძებდეთ და გამოგვყვეს.
ნუ, ამ უკანასკნელს ვერავინ ვერ დაგვპირდება, მარა, გამყოლი რომ გვიპოვოს იქნებ ეგ შეეძლოთ
ბებიის ბებიას ვერ შევაწუხებთ, უხერხულია

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
კარაველების ფესვები
ვანო ნაზღაიძე
დავიბადე თბილისში.
წარმოშობით ვარ მთიული.
მამა - დაიბადა და გაიზარდა სოფელ ზემო მლეთაში.
იქაც და დუშეთიდან ზემოთ, გუდაურამდე ბევრი ნათესავი მყავს აქა-იქ გაფანტულ-გათხოვებულ-ჩასიძებული.
დედა - დაიბადა თბილისში, წარმოშობით არის კახეთიდან (როგორც მახსოვს, კაკაბეთიდან) თუმცა მისი პაპის მამა წამოვიდა იქიდან და არავინ აღარ გვყავს მგონი.
ასევე ბებია მყავს მანგლისის რაიონიდან, სოფელი დიდი თონეთი.
ვიღაცეები გვყავს იქ და თუ რამეა, ინფორმაციის მოძიება არ გაჭირდება.

2 იანვარს ზღარბი დამებედა 

კარაველების ფესვები
გო(გი) ბე(დენაშვილი)
დავიბადე თბილისში მე-20 საუკუნეში.
წარმოშობით ვარ კახელი, კარდენახელი (სახლი სოფელში არ მაქვს). ჩემი გვარი წარმოშობით რაჭიდან მოდის, კერძოდ, ნიკორწმინდიდან. პაპაჩემის დიდი პაპა იყო მგონი წამოსული რაჭიდან კახეთში.
მამა - თბილისელი კახელი იყო
პაპა მამის მხრიდან - კარდენახელი იყო
ბებია მამის მხრიდან - ქართლელი იყო (სოფ. ბებნისი)
დედა - თბილისელი რაჭველი, წარმოშობით ნიკორწმინდელი (სახლი არც მანდ მაქვს)
პაპა დედის მხრიდან - თბილისელი რაჭველი იყო
ბებია მამის მხრიდან - ქართლელი იყო

გიორგი ყვავილაშვილი - ტოტ ჟე აცაბაცა!!!!
დაბადების სივრცე: ირმის ნახტომი, მზის სისტემა, მზიდან მესამე პლანეტა, ევრაზია, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. ????, II სართული.
დაბადების დრო: A. D. 1975 09 01
დაბადების სიბრტყე: ავოეეეეეე რა სიბრტყე ბიჭოოოოოოო??????
ყვავილაშვილების გვარი მოდის კახეთიდან...... ადრე ვყოფილვართ მღებრიშვილები!!!!!! ისტორიაში გამოჩენილი პიროვნება ერთი ვიცი_ ვანო ყვავილაშვილი ფუნიკულიორის ტრამვაის პირველი მემანქანე!!!!!
მამა - ქვემო ქართლელი, სოფ. კოდა..... ამჟამად უკვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში....... სოფ. კოდაში მყავს მრავალრიცხოვანი ნათესავები, თუ იკითხავთ "მოსიაანთ" გიორგის, ირაკლის (პაპაჩემის) შვილიშვილს დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან......
მამაჩემის მამა ანუ პაპიჩემი ასვე კოდელი იყო....... კოდაზე (ასე ვამბობთ სოფელში_ კოდაზე და არა კოდაში!!!!!
) ცხოვრობს ბიძაჩემი!!!!
მამაჩემის დედა ანუ ბებიაჩემი წარმოშობით სვანი, მესტიელი გამოირჩევა მძიმე ხასიათით, მაგრამ უკიდურესობამდე სამართლიანია....... ამიტომ მისი ყველას გვეშინია
და ძალიან გვიყვარს.... გვარად ჩართოლანია!!!!!! მესტიაში ასევე მრავალრიცხოვანი ნათესავები მყავს ბებიაჩემის ძმისშვილები ანუ დევეთის ძეები!!!! იქაც თუ იკითხავთ ეკატერინე ან შოთა ჩართოლანებს დაგეხმარებიან ფრიად!!! (ოღონდ წინასწარ გაარკვიეთ ჯაფარიძეების უბანში ხომ არ მოხვდით!!!!!
)
დედაჩემი - იმერელი, ჭიათურა...... აგრეთვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში........ ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე შეგიძლიათ იბლატავოთ, თუ რამეა ახსენებთ ბებერიჩს (ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას.....)
დედაჩემის დედა ანუ მეორე ბებიაჩემი ციალა დედის და მამის 12 შვილიდან რიგით მეექვსე შვილი, ცოცხალი დედმამიშვილებიდან II...... ერთი და დარჩა სოფელ წევაში, შორაპანთან გენო ვარდოსანიძე იქაც შემოგევლებიან თუ რამეა!!!!
დედაჩემის მამა ....... არ მახსოვს..... მე ჯერ გაჩენილიც არ ვიყავი რომ გარდაცვლილა!!!!!
დაბადების სივრცე: ირმის ნახტომი, მზის სისტემა, მზიდან მესამე პლანეტა, ევრაზია, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. ????, II სართული.
დაბადების დრო: A. D. 1975 09 01
დაბადების სიბრტყე: ავოეეეეეე რა სიბრტყე ბიჭოოოოოოო??????

ყვავილაშვილების გვარი მოდის კახეთიდან...... ადრე ვყოფილვართ მღებრიშვილები!!!!!! ისტორიაში გამოჩენილი პიროვნება ერთი ვიცი_ ვანო ყვავილაშვილი ფუნიკულიორის ტრამვაის პირველი მემანქანე!!!!!
მამა - ქვემო ქართლელი, სოფ. კოდა..... ამჟამად უკვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში....... სოფ. კოდაში მყავს მრავალრიცხოვანი ნათესავები, თუ იკითხავთ "მოსიაანთ" გიორგის, ირაკლის (პაპაჩემის) შვილიშვილს დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან......
მამაჩემის მამა ანუ პაპიჩემი ასვე კოდელი იყო....... კოდაზე (ასე ვამბობთ სოფელში_ კოდაზე და არა კოდაში!!!!!

მამაჩემის დედა ანუ ბებიაჩემი წარმოშობით სვანი, მესტიელი გამოირჩევა მძიმე ხასიათით, მაგრამ უკიდურესობამდე სამართლიანია....... ამიტომ მისი ყველას გვეშინია

დედაჩემი - იმერელი, ჭიათურა...... აგრეთვე 40 წელია ცხოვრობს თბილისში........ ჭიათურაში ჭავჭავაძის ქუჩაზე შეგიძლიათ იბლატავოთ, თუ რამეა ახსენებთ ბებერიჩს (ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას.....)
დედაჩემის დედა ანუ მეორე ბებიაჩემი ციალა დედის და მამის 12 შვილიდან რიგით მეექვსე შვილი, ცოცხალი დედმამიშვილებიდან II...... ერთი და დარჩა სოფელ წევაში, შორაპანთან გენო ვარდოსანიძე იქაც შემოგევლებიან თუ რამეა!!!!
დედაჩემის მამა ....... არ მახსოვს..... მე ჯერ გაჩენილიც არ ვიყავი რომ გარდაცვლილა!!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!
კარაველების ფესვები
ჩემი ფესვები ღრმად არის გამჯდარი კავკასიონის სამხრეთ დასავლეთ ფერდობებზე, კერძოდ კი სუანეთში
ჩვენ, იოსელიანები სოფელ ლახირიდან მოვდივართ. ვგიჟდები ამ სოფელზე და ძალიან მიკვირს რომ სვანეთში მოგზაურები, უშგულისაკენ მიმავალნი, უღვირიდან რომ გადმოხედავენ ფერდობზე "განცხადებასავით აკრულ" სოფელს, მხოლოდ იხიბლებიან მისით, ბევრი ვიზიტორი კი ნამდვილად არ ჰყავს. ჩემი ბიძაშვილები, რომელნიც იმავე სახლში გაიზარდნენ, სადაც ზაფხულობით მე მივქრივარ ხოლმე, ეხლა გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ უდაბნოში ცხოვრობენ, და წელიწადში ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს უდაბნოსა და ნათლისმცემლის მონასტრებში ატარებენ.

დედის მხრიდან ლატალია ჩემი სოფელი, ძალიან გრძნეული, საოცრად მორწმუნე ადამიანების სამყოფელი და უძველესი სიწმინდეების საცავი. ძალიან მეამაყება რომ დედაჩემი ისეთი ოჯახიდან არის, სადაც დაბადებისთანავე, პირველი სიტყვების ნაცვლად სიმღერას რომ იწყებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ ლატალში რომ მრავალხმიანობაა, იშვიათად თუ სადმე ნახოთო, ჰოდა როცა დედის მხრიდან ნათესავებში ვხვდები, საოცარი შეგრძნება მეუფლება სიმღერით გესაუბრებიან და გალობით გეთაყვანებიან. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სახარბიელო სასიმღერო მონაცემები მაქვს "ხმის დასამუშავებლად არ გცალია"-ვო.
დედაჩემის და-ძმები გაფანტულები არიან სამეგრელოში, კახეთსა და ჯავახეთში. ლატალის დიდ სახლში ბებიაღა დარჩა, რომელსაც ამას წინათ ვითვლიდი, 6 შვილი, 24 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს. თავად 84 წლის არის. თუ მოხვდებით ლატალში და ბებიაჩემს შეურბენთ იენაშში გზის პირას შემაღლენულზე მდგარ სახლში, თავისი ხელით გამოხდილ 1 ჭიქა არაყს აუცილებლად დაგალევინებთ, ცხოვრებაზე ისეთ ლექციას წაგიკითხავთ, გაგაოგნებთ და მკაცრად თუ ჭკუაც დაგარიგათ, არც ეგ გაგიკვირდეთ. ჰო, ეს ზაფხულში, ეხლა კახეთშია თავის ვაჟთან, დედაჩემის ძმასთან, რომელსაც 1 გოგო და 7 ბიჭი ჰყავს. მათგან 2 სიღნაღში ცხოვრობს და ჩემი იქაური გიდები არიან ალავერდამდე და ახმეტამდე. შვიდივე მღერის და ერთმანეთზე უკეთ ფლობენ ხალხური საკრავების შექმნის საიდუმლოს.
ბიძაჩემის სიძე, ერთადერთი გოგოს ქმარი არხოტელია, მინდია წიკლაური, იქნებ იცნობთ კიდეც. მაგრამ არხოტში არ ცხოვრობენ. ძალიან მაგარი, მთიელთა ოჯახი აქვთ, სიმღერით, ტრადიციებით და სითბოთი სავსე. მახსოვს მათ ქორწილში, მუსიკოსები, "დამკვრელებს" რომ ეძახიან, პირველი სიმღერის მერე დაიშალნენ. იქეთ ხევსურებმა იშიშვლეს ხმლები და გააჩაღეს ცეკვა-სიმღერა, აქეთ გოგოს 7 ძმა გადმოხტა შინავორგილით და ლილეოთი და წარმოიდგინეთ, გაოცებული გიტარა, იამაჰა, აკორდეონი უხერხულობის გამო, უბრალოდ, "რატომ დაგვიძახეთო", დაილოცეს და წავიდნენ.
ძალიან დიდი მონოლოგი გამომივიდა.
სვანეთზე მეორე სერია ლამასი იქნება ალბათ

სვანეთოლოგი
კარაველების ფესვები
მაიკოკა
თუში. (მარა რა ხეირი რო)
დაბადებულია თბილისში, გაზრდილია კახეთში, თელავში.
დედა-მამა-ფიზიკურად ახმეტის რაიონის სოფელი ზემო ალვანის ზემო და ქვემო ბოლო, მთაში მამის მხრიდან სოფ.დანო. ბოლო მონახემებით ყველანაირი ნაფუძარები გადაცემულია უცხო საკუთრებაში, შემორჩენილია მხოლოდ ალვანში მამის მამის ვაისახლი სადაც მამის დედინაცვალი ბინადრობს
ნათესავები- ბიძაშვილები ალვანში (ზაფხულობის ადიან მთაში-ეს ისედაც გეცოდინებათ). და კიდევ წვრილმანი ნათესავები რომლებიც მე არა და ჩემმა ძმამ იცის და დედაჩემმა კიდე და გაჭირვებაში შეიძლება მიმართო და დაგაკვალიანონ რა სად და როდის და რამდენად
პ.ს. სანაძლეოს დავდებ, აქ ხომ ბევრნი დამოგზაურობთ ხოლმე თუშეთში და ჩემი ნათესავები ჩემზე კარგად გეცნობებათ, რომლებსაც მე უბრალოდ არ ვიცნობ იმის გამო რომ იმის გამო
ასერომ რითი შემიძლია გამოვადგე კარავს?
მაქსიმუმ თელავში თუ გადაწყვეტთ ღამის გათევას თელავში კორპუსის ბინაში მიგიღ-დაგაბინავებთ
ძედა რა უსარგებლო ვყოფილვარ

- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
კარაველების ფესვები
წარმოშობით სადაური ვარ თქვენ განსაზღვრეთ, მე ჯერ დავწერ და...
დედა მესხი მყავს, ბერიძე, აბასთუმნიდან. წარმოშობით კი ასპინძის სოფ. ერკოტიდან, სადაც ეხლა აღარავინ ცხოვორბს, როგორც ვიცი.
მამა ზესტაფონიდან, კვალითიდან, ჩემი გვარი ზოგადად იქიდან მოდის (ხუსკივაძე ვარ
).
მამის დედა კი მენგრელი გახლავთ, ჩაჩიბაიას ქალი.
შემთხვევით მოხვედრილი და დაბდებული ვარ კასპში.
მოკლედ თუ რამეში შემიძლია დახმარება, თქვენთან ვარ.

მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით
კარაველების ფესვები
მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,Gvalva wrote: ვის რომელ რაიონში გვაქვს ფესვები.[/color]
როგორც წყალში დგას წნორის ძირები.
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!
კარაველების ფესვები
არ გინდა,lama wrote:Gvalva
დავიწყო??????
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
![]()
ამას მემატიანე იზამს.
კარაველების ფესვები
Sarajistka
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩაჩიბაია აფხაზური გვარი იყო.
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩაჩიბაია აფხაზური გვარი იყო.
- Sarajistka
- მაწანწალა
- Posts: 356
- Joined: 12 სექ 2008, 00:12
კარაველების ფესვები
Naia wrote:Sarajistka
რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ჩაჩიბაია აფხაზური გვარი იყო.
ბებიაჩემი მაგ კითხვას პასუხს ასე სცემს: ჩაჩბა არის აფხაზური და ჩაჩიბაია მეგრულიო. შეიძლება ჩაჩიაბაია წავიდა აფხაზეთში და გვარი იქ გადაიკეთა ჩაჩბათო. რათქმაუნდა მეგრელი წავიდა, აბა აფხაზი ხომ არ წამოვიდოდა