"კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი
III ნაწილი
დავიძარით და დავიძარით...
ჩვენ რომ შიომღვიმიდან დავიძარით, ბეჯითი კარაველები ადმინის მეთაურობით უკვე ჯვარზე იყო ასული

იმათ რა ენაღვლდებოდათ, სიარულს ადმინის მადლო უადვილებდათ, ჩვენ კი ჩვენი მოკვდავი თავების (უფრო ზუსტად კი ფეხების) ამარა დავრჩით... როდესაც დავინახე ჭუნა ჩვენთან იყო, გულს მომეშვა, ადმინის მადლის ნაწილი ხომ მასზეა გადასული, ჰოდა...
"ქვედა" ჯგუფი: ჭუნიკო, ჭუნიკოს ულამაზესი + მარიკო, ლამა, ჩემი ძმა გაგარინა და მისი შესანიშნავი + , ქოჩო და ზურაც ნელ-ნელა გავეშურეთ თუ "ავეშურეთ" ზემოთ...
გზაში ჭუნიკო, ლამა და ქოჩო თავიანთ ძველ გასვლას იხსენებდნენ, აღმოჩნდა, რომ ჩემ ბიძაშვილ ქოჩოს ჭუნიკოც იცნობდა... ჭუნა მოსთქვამდა, წლები რომ მალე გარბიან, მაგის დედა ვატირეო... მე კი შარშანდელ კახისურ ამბებს ვახსენებდი, ტორტი როგორ ათრია ჩემთვის, ჭუნიკომ თქვა, როგორ ვერ მოვიფიქრე ახლაც წამომეღოო და ა.შ.
სიცილ-სიცილით, ხვნეშა-ხვნეშით, მოგონებებ-მოგონებებით ავედით დანარჩენებთან და ჯვრის ეკლესიის ეზოში დავისვენეთ და ტაძარი მოვინახულეთ...
ნუსა უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვრით გამიმასპინძლდა, რასაც შოკოლადიც მოაყოლა, დიდი მადლობა ნუსას, მგონი,მაგის გარეშე უკვე ვეღარსად დავდივარ... ჩემი თანაშემწეა ბოლოსდაბოლოს
კოკინა დავინახე:
და შემდეგ უკვე კოკინასთან გადავინაცვლე, მიყვარს ეს გოგო და რა ვუყო, განსაკუთრებით კი მისი თითები და თმა, რომელიც აქტიურად გამოვიყენე მზის სხივებისაგან დასაცავად
მერე დაიწყო ყველაზე მთავარი

ამოვიდნენ ჩემი ნანატრი ნონკა და მადლენუკა თავის ღვეზელებიანად. ქოჩომ მე და კოკინას ბუტერბროდები გაგვიმზადა, მერე კიდევ რაღაც მოგვაწოდეს, მერე ეს ღვეზელები გულზე დავიდეთ და მოინათლა კიდეც "აბალდუის გულიდან ამოსულ ღვეზელებად" (იქნებ, ამიტომ მოეწონა განსაკუთრებით გვალვასაც?

)...
ჰოდა...
მივირთვით და მივირთვით...
მივირთვით და მივირთვით...
მახსოვს, ადმინს პირდაპირ გულიდან მივაწოდე ღვეზელი, ზიკასაც და სხვებსაც...
ისეთი ტევადი გული მაქვს, რომ დანაყრების მიუხედავად, ღვეზელები კიდევ ბლომად დამრჩა გულში...
მე და კოკინა რომ წამოვდექით, მივხვდით, რომ აღარაფრის თავი არარ გვქონდა... ისევ დაწოლა და დაძინება გვინდოდა, მაგრამ... ვინ გვაცალა... წაგვათრიეს...
თუმცა, ამიერიდან და დამშვიდობებამდე... სადაც კი შეგვეძლო, კოკინა, პუტინა და მე, ყველგან "აურაღაცმინდასვთქმობდით"...
