"კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი
II ნაწილი
ჩავსხედით ჩვენ ჩვენს "მარშრუტკებში", გნებავთ მიკროავტიბუსებში, გნებავთ მინიბუსებში, გნებავთ სამივეში ერთად, ოღონდ კი ნუ ვიდავებთ

და გავეშურეთ...
ჭუნას რეკომენდაციით (რომელმაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამავე მარშრუტზე თავისი სტუდენტები გაატარა, მათ შორის, ლამა, ქოჩო, გოგოები, ბიჭები და ლოლაძე და სხვა უამრავი), იმის გამო, რომ სასიარულო უამრავი იყო (რაშიც, შემდეგ, ჩვენც დავრწმუნდით

) ჩვენ ძეგვის ნაცვლად, პირდაპირ შიომღვიმეში ავედით.
ჩვენც გავემგზავრეთ...
ავედით შიომღვიმეში. ნაწილი წირვაზე შევედით. წირვა სრულდებოდა, მამაოს ქადაგებას მივისწრით სწორედ. ჯვარზე მთხვევასაც. შემდეგ მე და ქოჩომ მამა ნიკოლოზი ვინახულეთ (მამა ნიკილოზი ქოჩოს ძმაა ან ჩემი ბიძაშვილი)... მოვიკითხეთ, ცოტა ხანს ვისაუბრეთ და შემდეგ მამაომ გარეთ გამოგვაცილა. ჩვენ ფოტოები გადავიღეთ...
(აქ ერთი ფოტო მაქვს, ქოჩოსთან ერთადაც არის მეორე და მას მერე აქვე ჩავამატებ)
კახაბერი, არჩილი, მამა ნიკოლოზი და მამაოს ბავშვობის მეგობარი, ქოჩოს ძმაკაცი -ზურა
ეს ჭუნას დადებული პოსტიდან:
ღირსი შიო მღვიმელი და შიო-მღვიმის ლავრა
შიო მღვიმელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.
დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.
VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან "მღვიმელი"), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).
სამონასტრო კომპლექსის ძველი ეკლესია VI ს. 50-იან წლებშია აგებული.ესაა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესია. იგი სანახევროდ მიწაშია ჩაფლული "თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა. შემორჩენილი მხატვრობა მის კედლებზე მოგვიანო ხანისაა-XIX ს.ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის დროს მოიხატა.
1733 წელს გივი ამილახვარმა მიაშნა დასავლეთიდან სამლოცველო,რომლიდანაც შიოს გამოქვაბულში(მღვიმეში)მოხვდებით. წმ. შიო აქვე დაასაფლავეს.
სამონასრტო კომპლექსის შუაგულშია ღვთისმშობლის ეკლესია ე.წ. ზემო ეკლესია (XI-XII სს.)დავით აღმაშენებლის აგებული , რომლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მეფესთან დაახლოვებული ბერი არსენი. თვიდან გუმბათიან ეკლესიად აუგიათ, 1678 წლის გადაკეთების შედეგად ბაზილიკაა.
ამ ტაძრის მოხატულობაც იგივე პერიოდისაა-XIXს.
კომპლექსში შედის სატრაპეზო. სამრეკლო, გალავანი,ცოტა ზემოთ დარბაზული ტიპის სამლოცველო-"ჯვრის ამაღლების ეკლესია".
ლავრა წყლით მარაგდებოდა მის თავზე განლაგებული სოფლიდან-სხალტბიდან. თამარ მეფის დროს კერამიკული მილებით გამოყვანილი წყალი დიდი ხნის მანძილზე ფუნქციონირებდა...
მონასტრის მახლობლად კლდეშინაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი იყო.

III ნაწილისაკენ...