''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by Qocho » 08 თებ 2009, 21:50

მართლაც ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა; მადლობა ყველას.
შევხვდით, დილას 8 თებერვალს, დილით, 8 საათსა და 30 წუთზე სამთო ქიმიასთან, დიდუბეში.


ჩვენი გეგმა იყო შემდეგი:

1. გასვლა მარშრუტკით (ძეგვის გზით ან პირდაპირ შიომღვიმეში)
3. შიო-მღვიმე
4. შიო-მღვიმიდან სხალტბაში ასვლა
5. სხალტბიდან წეროვანში გადასვლა
6. წეროვანში დაგვხვდება მარშრუტკა და ჩამოგვიყვანს თბილისში.


წავედით:


1. არჩილი
2. ქოჩო
3. ქოჩო + (ზურა)
4. პუტინოვნა
5. არჩილ-დაკოტა
6. anikokol
7. ნინი_ა
8. მირანდა.
9. ლამა
10. shanshika
11. ბურდულა
12.ზიკა
13. ზღარბი
14. გაგარინა
15. ტრული
16. თამუნა_გუდარეხი
17. ნონკა
18. გაგარინას +
19. KSOVRELI
20. ჭუნა
21. ნუსა
22. Ann
23. გვალვა
24. თამუნა_გუდარეხის + (გენო)
25. ილია
26. თიკო-ერ
27. მადლენუკა.
28. ზღარბის + (რომელიც აღმოჩნდა ინტელა)
29.ჭუნა+




Last edited by Qocho on 10 თებ 2009, 11:09, edited 3 times in total.

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by Qocho » 08 თებ 2009, 21:51

ახლა ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ სურათების ატვირთვაში :) :) :)
Image
Last edited by Qocho on 09 თებ 2009, 00:27, edited 1 time in total.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by აცაბაცა » 08 თებ 2009, 21:56

ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by lama » 08 თებ 2009, 22:02

Qocho
გაიხარე,

უძალიანმაგრესი გასვლა იყო

თავისი ბოდიალ-ფხოტიალით

გაფრენით, გაძრომით, სუფრით, სროლებითა და დაკარგვით

მე არ დავკარგულვარ მე და კიდევ ჩვენმა 11-მა მეგობარმა გავიარეთ მარშრუტი სრულად:

თბილისი-შიო-მღვიმე-სხალტბა-წეროვანი-თბილისი

ძალიან ბევრი ვიხალისეთ და ულამაზესი დღე იყო

მადლობა

ყველას
ყველას
ყველას

მიყვარხართ!!!!!!!!!!!!

აწი ფოტოებსაც დავდებთ და ძალიან ლამაზადაც აღვწერთ ამ ბრწყინვალე ლაშქრობას
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by pataputina » 08 თებ 2009, 22:12

ჰხოდა ისა....

ყოველი კარვულლაშქრული გასვულის შემდეგ ვფიქრობ, რომ
ეს
საუკეთესო იყო მეთქი


:roll:


ჰხოდა ახლაც..... :roll:









კი არა და



მიხარიხართ!


:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by Qocho » 08 თებ 2009, 22:15

Image
Last edited by Qocho on 08 თებ 2009, 23:27, edited 2 times in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by MIRANDA » 08 თებ 2009, 22:19

მართლაც ძალიან კარგი დღე იყო..

არაჩვეულებრივი ამინდი, არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი ადგილები..

ვისიამოვნე სიარულით, ბობღვით, ცოცვით, გვირაბში გაძრომებით... მოკლედ სასიამოვნოდ დავიღალე :D

ყველაფერი ძალიან კარგი იყოოო!!!

ჰოდა... მადლობა!!!!

ჩემი მობილურით გადაღებული ყველა კადრი შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ და გადმოიწეროთ:

http://www.link.ge/file/210346/shio-mgh ... i.zip.html

ვიდეოებსაც ავტვირთავ მალე :D ;)

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by Qocho » 08 თებ 2009, 22:19

Image

არჩილი და არჩილ

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by Gvalva » 08 თებ 2009, 22:21

ძალიან კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა

წლის ამ დროს ასეთი ამინდი საუკეთესოდ გამოვიყენეთ!!

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს ასეთი სასიამოვნო დღისთვის და განწყობისთვის

აი დაახლოებით ის სადაც ვიარეთ, მეტი დიდი მაშტაბი უკვე კარგად ვერ დაიდებოდა

Image

რადგან დიდი ხანია ასეთ კარგ ლაშქრობაში არ ვყოფილვარ, ყველაფერს თანმიმდევრულად მე აღვწერ

გავედით სამთო ქიმიიდან აუჩქარებლად, ორი სამარშუტოთი გადავწყვიტეთ და რომ პირდაპირ შიო მღვიმეში მივიდოდით, წირვა დაწყებული იყო, ნაწილი წირვაზე შევიდა, ნაწილი შიო მღვიმელის საფლავის სანახავად ჩავედით მღვიმეში. შემდეგ, ნაწილი ავედით ჯვარზე, ნაწილი პირდაპირ ქვედა ეკლესიასთან ავიდა. ჯვერთან ასულები გზა გვირაბის გავლით შევუერთდით დანარჩენებს :). შემდეგ დავეშვით მეორე მხარეს, ნაწილი გვირაბის გავლით ავიდა ისევ ჯვერთან, ნაწილი ქვემოთ ხეობაში ჩავედით. აშკარა იყო რომ თოვლის დადნობის შემდეგ ამ ბილიკზე არავის გაევლო და საკმაოდ რთული გასარკვევი იყო სად მიდიოდა ბილიკი და სად წყლის ნავალი იყო. ამ მონაკვეთზე ქოჩოს პლიუსი ზურაც დაგვეხმარა, მთლიან მარშუტზე კი ძალიან სასიამოვნო იყო ალექს ქსოვრელთან ერთად ბილიკის ძებნა. სპეციალური მადლობა ამისთვის! :)

შემდეგ ჯგუფები ისევ შევიკრიბეთ და დავადექით ბილიკს, რომელიც ადგილ ადგილ ფეხჩასასრიალებელი იყო და აქ ჩვენი Bიჭები მარჯვობდნენ.

როდესაც კლდეებს თავზე მოვექეცით კიდევ შევიკრიბეთ. საერთოდ დრო საკმაოდ ბევრი გვქონდა და კარგი დასვენებები გამოგვდიოდა. წავედით გადასახედისკენ და იქედან დავინახეთ რკინის ჯვარზე ასული N67 და სანდრო-როდეო, რომლებიც თბილისიდან ველოსიპედებით ამოვიდნენ შიო მღვიმეში. ხელი გავუქნიეთ ერთმანეთს და წავედით უკან. ვიცოდით რომ ველოსიპედები მონასტერში დატოვეს და ამოსვლას აპირებდნენ, ამიტომ მინდორზე გავედით თუ არა, იქვე დავსხედით, რომ ადვილად ვეპოვეთ. დავსხედით არა, გავიშალეთ მინდორის მაშტაბების შესაბამისად, თეფშითაც ვითამაშეთ და მინდორითაც დავტკბით! რაც არ უნდა კარგად იცნობდე N67-ს, მაინც სარეკორდოდ სწრაფად ამოვიდნენ!! ჩვენთან ერთად წაიხემსეს და დაბრუნდნენ უკან.

შემდეგ ვნახეთ სხალტბის კვირაცხოველი, გადავიარეთ მინდორი და ავედით წყლის მარაგის შესავსებად. წყალი არც ისე მოგვეწონა, სხვათაშორის. არემარეს გადავხედეთ, ჯგუფური ფოტოებიც გადავიღეთ ყველა მხრიდან, ლექსი თუ სიმღერაც ვთქვით და დავეშვით.

წლის ამ დროს თუ ტყე ასე ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო არ მეგონა, როგორც წეროვანის ტყე აღმოჩნდა.

შემდეგ, წერვანის ეკლესიას ნაწილმა გავუარეთ, ნაწილი შევიდა. მეორნეობასთან პირველი ნაწილი დავხვდით სამარშუტოებს, მეორე ნაწილი ცოტა მერე ჩამოვიდა. ჩავსხედით და წამოვედით.

სამთოსთან ისევ დიდხანს ვემშვიდობებოდით ერთმანეთს.

ბევრი ძველი მოლაშქრე იყო იმ დღეს და ძველი სალაშქრო ფულე ჩავიცვი ძველი კარგი დროის გასახსენებლად. ამინდი ძალიან თბილი იყო და ყველაფერს ნელ-ნელა და თანმიმდევრულად ვიხდიდით. ლამამ სტრიპტიზზეც გაიწია :)
Last edited by Gvalva on 08 თებ 2009, 23:01, edited 1 time in total.

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by z g a r b i » 08 თებ 2009, 22:26

Qocho wrote:Image

არჩილი და არჩილ
მაგათ სხვა რამე ქვიათ Image
Image

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by NeoZ » 08 თებ 2009, 22:29

ეს საიდან ფრინდებით? :)
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by აცაბაცა » 08 თებ 2009, 22:29

Qocho wrote:Image

არჩილი და არჩილ

სიამის ტყუპები!!!! 1.1 და 1.05 !!!! :lol: :lol: :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

ნონკა
Posts: 3
Joined: 02 თებ 2009, 21:07
Location: Tbilisi
Contact:
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by ნონკა » 08 თებ 2009, 22:35

მართლაც ძალიან მმმმაგარი დღე იყო. ასე სასიამოვნოდ, საინტერესოდ და ხალისიანად არასდროს "დავკარგულვარ". ამისთვის განსაკუთრებული მადლობა, არჩილ, შენ! :P და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვიცნობდი და ვინც დღეს გავიცანი :)

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by konstantine » 08 თებ 2009, 22:42

არჩილებო მალადეც თქვენ.... :)
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
''კარავის გაფრენა''-შიომღვიმე-წეროვანი 08.02.2009

Post by pataputina » 08 თებ 2009, 22:51

აი რა ძვირი დაგვიჯდა ეს ბედნიერება

კი არა და


ზუუუსტად 5 ლარი და 50 თეთრი და 20 თეთრი და 5 თეთრი და 2 თეთრი და 1 თეთრი



Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]