ღირსი შიო მღვიმელი და შიო-მღვიმის ლავრა
შიო მღვიმელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი.
დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა.
VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედან "მღვიმელი"), ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს. შიო მღვიმელის ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახულია ორი რედაქციით: მოკლე (გამოკრეფილია არსენ II კათოლიკოსის ვრცელი თხზულებიდან "იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ცხოვრება", X საუკუნის II ნახევარი) და მისი მეტაფრასი (XII ს.).
სამონასტრო კომპლექსის ძველი ეკლესია VI ს. 50-იან წლებშია აგებული.ესაა იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესია. იგი სანახევროდ მიწაშია ჩაფლული "თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა. შემორჩენილი მხატვრობა მის კედლებზე მოგვიანო ხანისაა-XIX ს.ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის დროს მოიხატა.
1733 წელს გივი ამილახვარმა მიაშნა დასავლეთიდან სამლოცველო,რომლიდანაც შიოს გამოქვაბულში(მღვიმეში)მოხვდებით. წმ. შიო აქვე დაასაფლავეს.
სამონასრტო კომპლექსის შუაგულშია ღვთისმშობლის ეკლესია ე.წ. ზემო ეკლესია (XI-XII სს.)დავით აღმაშენებლის აგებული , რომლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მეფესთან დაახლოვებული ბერი არსენი. თვიდან გუმბათიან ეკლესიად აუგიათ, 1678 წლის გადაკეთების შედეგად ბაზილიკაა.
ამ ტაძრის მოხატულობაც იგივე პერიოდისაა-XIXს.
კომპლექსში შედის სატრაპეზო. სამრეკლო, გალავანი,ცოტა ზემოთ დარბაზული ტიპის სამლოცველო-"ჯვრის ამაღლების ეკლესია".
ლავრა წყლით მარაგდებოდა მის თავზე განლაგებული სოფლიდან-სხალტბიდან. თამარ მეფის დროს კერამიკული მილებით გამოყვანილი წყალი დიდი ხნის მანძილზე ფუნქციონირებდა...
მონასტრის მახლობლად კლდეშინაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი იყო.
მერე ვნახავთ სხალტბაში ულამაზეს კვირაცხოვლის დარბაზულ ეკლესიას-აგებულია1669 წელს.
სულ ახლახან რესტავრირებულია.
მერე გავაგრძელებთ გზას და სოფ. წეროვანში ვნახავთ ასევე დარბაზულ . ულამაზეს სამების ეკლესიას. დატარიღებულია XI საუკუნით.
დანარჩებს იქ მოგიყვებით....
