მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
ა გასაგებია, ეს ის შტოები არიან 18 საუკუნეში ერთი რო მუსულმანი იყო კახელი, მეორე ქრისტიანი და კახელებს ქართლელები რო ახოციეს და პირიქით?
და მერე რო წავიდა ხელიდან საქართველოს საქმე ?

Last edited by ლეონტი on 07 თებ 2009, 11:11, edited 1 time in total.
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
Tamusia wrote:სარძლო კახელი ბაგრატიონ-გრუზინსკია, საქმრო კი ქართლელი ბაგრატიონ-მუხრანსკი. სხვადასხვა შტოსები არიან.
ხო ხო ხო ხო...
დღეს იმედზე სიუჟეტი გავიდა...
პრომოუშენი ძალიან ძვირი, მაგრამ არსით ცოტა იაფფასიანი...
ქართულის მასწავლებელი ფრაზას "გვერდზე ვიდგები" აცხადებს... მთლად კარგი სპეციალისტიაო - ვერ იტყვი... ცოტა პრობლემური მეტყველება რომ მიუმატო... ხომ...
სამი ათასი სტუმარი ქორწილში და მთელი ამბები, მგონი ამ ქორწილის პროდიუსერი თვით მიშა იყო... იმდენი მილიონი იხარჯება...

მერე, მოდი და მიშას მოსთხოვე ამდენ ფულს რატომ ხარჯავ შენს ღონისძიებებზეო...
მაგრამ...
ეგ კიდევ არაფერი...
ხარჯვა მერე ნახეთ...
ჩვენი ფული ნაწილს საერო ხელისუფლება წაიღებს, ნაწილს სასულიერო, ნაწილს მონარქი...
და ჩვენ...
კახელი გლეხი იტყოდა: "თქვენა თხის კუდი და ვირის თავფეხიო", მაგას კიდევ სხვა აგვახევს და დავრჩებით ეგრე...

მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
მაგენი ააშენებენ ქვეყანასლეონტი wrote:ა გასაგებია, ეს ის შტოები არიან 17 საუკუნეში ერთი რო მუსულმანი იყო , მეორე ქრისტიანი და კახელებს ქართლელები რო ახოციეს და პირიქით?
და მერე რო წავიდა ხელიდან საქართველოს საქმე ?

ჰოდა ის მაინტერესებს, მაგათი შვილი რომელ ბაგრატიონს მოიყვანს ცოლად თუ გაყვება ცოლად. მთელი ბაგრატიონობა ნათესავები აღმოჩნდებიან.
თუ მაინცდამაინც და შევცვალოთ დინასტია
ჰოდა სანამ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მონარქიის მარწუხებში გადავსულვართ, ავირჩიოთ ახალი დინასტია.
დემოკრატიული პრინციპის მიხედვით კი მაისურაძეები გაიმარჯვებენ* და იყვნენ მაგენი, რა უჭირს? სანთლით საძებნელები არ იქნებიან მაინცა და ქართულიც (ენაც და დანარჩენიც) ბაგრატოვანებზე გაცილებით კარგად იციან

ნ------------------
* მაისურაძეები ყველაზე გავრცელებული გვარია საქართველოში რამდენადაც მახსოვს
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
Archil
თან მაისურაძეები რაჭველები არიან, ძირითადად... და თუ რამე აღარ მოგვეწონება, ისე მოვუწყობთ რევოლუციებს, რომ აზრზე ვერ მოვლენ...

მეგრელები მოვითხოვთ მეფე იყოს მეგრელი!!!
ყველაზე უარეს შემთხვევაში, ამ "ბაგრატიონებმა" გადაიკეთონ გვარი ბაგრატაიებად!!!
არავითარ სხვას, ჩვენ, მეგრელები არ მივიღებთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვ სამეგრელოს ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფას...
აი, ასე...

- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
ARCHILI wrote:მე მოვითხოვ მეფე იყოს მეგრელი!!! ყველაზე უარეს შემთხვევაში, ამ "ბაგრატიონებმა" გადაიკეთონ გვარი ბაგრატაიებად!!!
არავითარ სხვას, ჩვენ, მეგრელები არ მივიღებთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვ სამეგრელოს ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფას...
აი, ასე...
ისე ,,ბაგრატიები" უფრო მოუხდება ხო იცი....![]()
(მომტყდა ენა
![]()
![]()
)[/color]
Last edited by imerkhevli on 07 თებ 2009, 00:51, edited 2 times in total.
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
ცხადია, რანაირი "ბაგრატიონებიც" ეგენი არიან - ისეთივე "ბაგრატაიები" იქნებიან...imerkhevli wrote:ისე ბაგრატიები უფრო მოუხდება ხო იცი....ARCHILI wrote:მე მოვითხოვ მეფე იყოს მეგრელი!!! ყველაზე უარეს შემთხვევაში, ამ "ბაგრატიონებმა" გადაიკეთონ გვარი ბაგრატაიებად!!!
არავითარ სხვას, ჩვენ, მეგრელები არ მივიღებთ... წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვითხოვ სამეგრელოს ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფას...
აი, ასე...![]()
(მომტყდა ენა
![]()
![]()
)

- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
ქვეეეეე შეეენი ჭიიირიმეე............ 

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
- imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
- Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
მონარქიული წყობა
საფუძველშივე უსამართლობაა
აი თუნდაც გადავხედოთ ძველ აღთქმას სადაც მეფობას ითხოვენ ებრაელები და ღმერთი მათ ეწინააღმდეგება
და ბოლოს ებრაელთა დაჟინებული მოთხოვნით ღმერთი "იძულებული გახდება" მეფობა დაუშვას ისრაელში
ანუ
ღმერთს არ სურდა მეფობის დაწესება
და ბიბლიას თავი, რომ გავანებოთ
და დავფიქრდეთ... გამოვიტანთ აზრს, რომ მონარქია არასამართლიანი ფორმაა სახელმწიფო მოწყობისა...
მე, საძაგლიშვილს უფრო მეტ პატივს მივაგებ ვიდრე, რომელიღაც გაზულუქებულ ბაგრატიონს, რადგან საძაგლიშვილი თავად პატრიარქი გვყავდა კირიონ მეორე, რომელიც შეეწირა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლას...
ასე, რომ მარტივია....
ძირს მეფე!!!!!

ბოლო გვერდს გადავხედე,,წინ რა წერია აღარც მაინტერესებს..
ისა და ლამა
და თუ გაზულუქებული არა.. და თუ სამართლიანია და თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდა ,მხოლოდ იმიტომ რომ მისი ქვეყანაა მისი სამეფო ანუ..ეს ვარიანტი არ დაიშვება ხო?
პ.ს.
ამ ბოლშევიკებმა არ შეგვიკიკინეს
როგორც თავად-აზნაურობა გაიწყვიტა ისე უნდა გაწყდეს ეს ნაბოლშევიკარი ხალხიც. და იქნება კიდეც ასე..დააბრეხვებენ ხოლმე რაღაცას და რას აბრეხვებენ არ იციან..
ისა და ლამა
და თუ გაზულუქებული არა.. და თუ სამართლიანია და თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდა ,მხოლოდ იმიტომ რომ მისი ქვეყანაა მისი სამეფო ანუ..ეს ვარიანტი არ დაიშვება ხო?
პ.ს.
ამ ბოლშევიკებმა არ შეგვიკიკინეს
როგორც თავად-აზნაურობა გაიწყვიტა ისე უნდა გაწყდეს ეს ნაბოლშევიკარი ხალხიც. და იქნება კიდეც ასე..დააბრეხვებენ ხოლმე რაღაცას და რას აბრეხვებენ არ იციან..
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
"ახალი ფეოდალიზმის პიონერები"
ბოლო ხანებში აქტიურად მიდის მსჯელობა "მონარქიზმის" იდეის ან "მონარქიზმის სახესხვაობის" იდეის დამკვიდრებაზე...
პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს და ამ პრომოუშენის ტრიალში მეტად სერიოზული ხიდი კი ტყდება... როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო? დემოკრატიული თუ მონარქისტული (თუნდაც მხოლოდ სულისკვეთებით და პირობითად)...
ეს ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგია ახალი თავსატეხივით ტყდება ნელ-ნელა ჩვენს თავზე... მიუხედავად იმისა, თუ როგორი ლიდერი ან გუნდები ხელისუფლობენ საქართველოს, ორიენტირები მაინც გასაგებია და ვიცით, რაღაც არასასურველის შემთხევვაში როორ შეიძლება მოქცევა... რამდენად დახვეწილად ვახერხებთ ამას, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, სადაც სამოქალაქო საზოგადეობასა და ადამიანების უფლებების დაცვაზეა მთავარი ყურადღება გამახვილებული, ცხადია, თანამედროვე ქვეყნის მოწყობის ყველაზე უფრო ზუსტი და სასურველი ფორმაა.
ბოლო ხანს, შეპარულად მიდის მუშაობა საქართველოს კვლავ "ფეოდალობის" ხანაში დაბრუნების მიზნით... ქრება მთავარი იდეა დემოკრატიულობისა - ადამიანი და მოქალაქე, როგორც ქვეყნის მოწყობის თანაბარუფლებიანი მონაწილე, პრიორიტეტი "კლანურობაზე" კეთდება.
კლანები რომ საქართველოში უხვია და "ფეოდალიზმს" დღემდე ვერ გავცდით, ამას ყველა ჩვენგანი ყოველ წამს იმკის ყოველდღიურად, თუმცა, ახლა სხვა კლანი იწყებს აღმოცენებას... სხვებისაგან განსხვავებით მათი ქცევის მარკეტინგი ბევრად უფრო გრძელვადიანია...
თუ კი დღეს, თუნდაც უხეშად, მაგრამ მაინც არსებობს "გადარჩევის" მეთოდები, ახალი კლანი საკუთარი თავის მიმართ "ტაბუდადებულობას" და "შეუხებლობას" ითხოვს... არასაერო ხელისუფლება ბოლო ხანებში უკვე უხეშადაც კი იჭრება საეროში, თან ისე, რომ შეუკამათებლობისა და დამორჩილებისაკენ მიგვითითებს, რაც, ცხადია, ყველანაირ ადამიანურ უფლებას ცდება, მათ შორის, ღვთისგან ბოძებულ ადამიანურ თავისუფლებასა და არჩევანის გაკეთების თავისუფლების უფლებას.
ასეა თუ ისე, პროცესები უკვე დაძრულია და ამ პროცესში უკვე აუცილებელი ხდება ფართოდ - ტაბუახსნილად მსჯელობა... მაგრამ.. მეორეა... 21 საუკუნეში, რას გვთავაზობს ეს ახალი კლანი, "ახალი ფეოდალიზმის პიონერები" (სიმბოლურია, რომ ამ განსაზღვრებაში უცნაურად "ერთად" მოთავსდა ფეოდალიზმისა და ბოლშევიზმის სინთეზი)...
მქონდა რა საშუალება, ბოლო ორი წლის მანძილზე, ფრთხილად დავკვირვებოდი იმ პროცესებს რაც დღევანდელი დღისაკენ მოდიოდა, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ იატაკქვეშეთიდან მუშაობდნენ ძალაუფლების მოხვეჭისაკენ, ვხედავდი რა მათ სულიერ, ეთიკურ თუ ზნეობრივ ნორმებს, განცხადებულ და ქცევით მიზნებს, ერთი ამბავი გამახსენა მათმა "დიდებულობამ"... ორიოდე წლის წინ ერთ-ერთ ქართულ სოფელში ასეთ ამბავს შევესწარი... ამბის მოყოლას ადგილობრივი კოლორიტის გადმოცემით შევეცდები.
ჩვეულებრივი საღამო და ჩვენ სოფლის "ბირჟაზე". მოხუცები სხედან, ახალგაზრდები ზოგი ჩაცუცქულია, ზოგი დგას და ზოგიც ხის მორზეა ჩამომჯდარი. გამოივლის ერთ-ერთი ადგილობრივი - ვიღაცას ახსენებს, მერე გემრიელად შეუკურთხავს:
- ტრაქტორსა არა სცალიაო, ჰოდა, მერე გავიხედე ჯემალაანთ ბიჭსა არ ეხმარებაა... დეე-და მოუ... მა, იმ დღეს კარგად ურტყამდა ჩემთან არაყსა ი შობელძაღლი... მაიცა, მოიდეი, ჩემს ყ-ს დავალეინებ...
აქედან შეძახილები:
- აბა, აბა... იმ დღესაც ეგრე არ იყოი, გოჯიაანთ ბალღსა მიჰყავდა, ი შობელნაშობი, უფროსი მაგან არ იცის და უმცროსი, ინგრე მიჭახუნებდა ჭიქასა, თითქოი მაგი ტოლი ბიჭი ვყოფილიყავ-რა...
- ე ჩემი მუტრუკიცა, ე დედამო--- რო აღარაფრად ვარგა, კაცო, იმ დედამ--- ქალის ბრალია, ეგეცა გდია ახლა მხართეძოზე და ე საქმე კიდევ მე კიდევ რა ჩემ -- მინდა ე ბალღი თუ ცუდად იქნება კაცო...
და ა.შ.
ამ დროს "ერთი მეზობლი ბალღი" მოდის და დგება ჩვენთან...
ამ მეტად საჭირბოროტო თემის ფონზე უცბათ ერთი გოგია-პაპა დგება და ეუბნება ბავშვს:
- ანდროოო... შე მამამიჯ--- იცი, შენა ბალღო, მე და მამაშენი გრაფები რომ ვართ?
- იიი... გრაფები - არა... - იმორცხვებს ბალღი...
საჭირბოროტო თემებზე საუბარი წყდება. ყველა გოგია პაპასა და ანდროი უსმენს.
- როგორ არა, შე მამამოტ--- მიდი და კითხე მამაშენსა, თუ არა ვართ მე და მამაშენი გრაფები.
- იიი... რა უნდა ვუთხრა, მომადებს!
ახლა სხვებიც ჩაერივნენ:
- ნუ იცი ხოლმე გოგია ბავშვებთან ეგრე, გამოაყ--- ხოლმე ბალღებსა ამ შენი იმეებითა რა, აბა, რა გრაფი შენა ხარ?.. ჰა?..
- მაშ, მტყუანსა... მოი დამენიძლავე თუ არა ვართ მე და მაგის კეთილმ--- მამა გრაფები... იკისრეებ?
- ნუ ენიძლავები გოგიააა?.. არ იცი, რომ წააგებ?..
აქეთ-იქიდან რჩევები ისმის.
გოგია არ ცხრება.
ისევ ბავშვს მოუტრიალდა და სხვების გასაგონად ეკითხება:
- ანდროოო, შე მამამიჯ--- ე ამ ლოთებსა ჰკითხე, რას იკისრებენ, მე რომ დავუმტკიცო, რომ მე და შენი კეთილმოტ--- მამა რომ გრაფები ვართ...
- იიი... მე რა უნდა ვუთხრა... აქ არ არიაან?..
- აბა, თქვი, გოგიააა... რანაირი გრაფები ხართ თქვენა - ჰა?..
- რანაირი და ამის მამა ფოტოგრაფია მე კიდენა ქორეოგრაფი ... აბა... არა ვართ ახლა ჩვენა გრაფები თქვე კარგებმოტ--- ბო???
ჰოდა... რატომ მოვყევი ეს ამბავი... რანაირი გრაფებიც "გოგია-პაპა" და "ანდროი-მამა" იყვნენ, "ეგეთივეები" კიდევ ახლა იმას "ჩალიჩობენ", ხალხში ისევ განსხვავებები ჩამოაყალიბონ გვარით, სისხლით, კლასობრივად... თანაც ქართველებს ისედაც მიდრეკილება გვაქვს ამისაკენ, სამი საუკუნის მიუხედავად, ფეოდალური იდეოლოგიიდან ვერ გამოვსულვართ და ახლა კიდევ ფეოდალიზმის ლეგალიზებაზე მიდის ჩალიჩი... ეგ იმას ჰგავს, მიშას მთავრობამ ქურდები რომ "გააუქმა" "შავების" ლეგალიზების ხარჯზე... ახლა კიდევ ახალი "მაფია" იწყებს აღმოცენებას...
ჰოდა... თანაც ისეთები, რომელიც არა მგონია, რომ "გოგია-პაპასა" და "ანდროი-მამაზე" უკეთესები იყვნენ, თუ არა - უარესები... დიდებულები კი თანაბრად არიან... ბოლო-ბოლო ერთნაირად "გრაფობენ" სხვა თუ არაფერი...
არჩილ გამზარდია

ARChILI
შენთან კამათი არ მიყვარს, არც შელაპარაკება, მაგრამ მაინც ვიტყვი: დარწმუნებული ვარ , მეგრელ მეფესთან დაკავშირებით სულაც არ ხუმრობ და მართლა მეგრელის გამეფებას რომ აპირებდნენ, დარწმუნებული ვარ, სულ სხვანაირად თუ არა, ცოტა სხვანაირად მაინც იჭიკჭიკებდი. მაგალითად შენი პოზიციის დასაბუთებისას ტონს მაინც შეარჩევდი.
ისე, მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას უფრო მკაფიოდ: ჩემთვის მთავარი საზომი არც სტატუსია, არც თანამდებობა, არც წარმომავლობა და არც ქონებრივი მდგომარეობით დამკვიდრებული ადგილი საზოგადოებაში. ამ ყველაფერზე თქვენ_დასავლეთსაქართველოელები აფანატებთ, სხვათა შორის. მე კი ვაფანატებ გრიგოლ ორბელიანის ფრაზაზე:
"ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს,
და არა გვარიშვილობას"
თქვენთვის(დასავლეთელებისთვის) რელიგიური საკითხიც კი პატივმოყვარეობისა და სნობიზმის ჭრილში განიხილება არცთუ იშვიათად.
და საერთოდ იმასაც ვიტყვი, რომ ზოგჯერ ასეთი აზრი მიჩნდება: თანახმა ვარ რუსეთმა წაიღოს აფხაზეთი, ოღონდ იმ მოსახლეობიანად, რომელიც იქ ცხოვრობდა, რომელსაც რუსულად ლაპარაკი უფრო ეპიტნავებოდა, რომლისათვისაც დღესაც ქართლელი ტეტიაა, კახელი ვირია, მთიელი კი უკულტურო და ხისთავიანი გადამთიელია. არც მე ვიდავებ, რომ ზოგი მათგანი სწორედაც ასეთია, ოღონდ ზოგი. რომელიც, გამოქცეული სწორედ ამ ხალხთან ჩამოვიდა და ბევრი მათგანი მშვენივრადაც აეწყო, რადგან ამაში მისთვის ხელი არავის შეუშლია.
დიახ, მეფე საშიშია საქართველოში, რადგან დღეს ეს ყველაფერი კი არსებობს ქვეყნისათვის კეთილმოსურნეთა, ასე ვთქვათ, პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც ამ ყოველივეს სულ სხვა მიზნებს მოარგებენ. და ეს პირველ რიგში მეფეთა კი არა, არამედ მათ გამფუჭებელთა ბრალი იქნება.

Last edited by Tamusia on 07 თებ 2009, 19:01, edited 2 times in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
ისე ლამას ალბათ სვანი ბაგრატიანი უნდა მეფედ

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!
სვანებს როგორც წესი ეგეთი იდეები არ გვაწუხებს ხოლმე..სვანები ყოველთვის მეფის ერთგულები ვიყავითNika wrote:ისე ლამას ალბათ სვანი ბაგრატიანი უნდა მეფედ![]()
![]()