მეფესკენ მიბრუნება ეს წარსულში გამოსავალის ძებნაა...
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.....
დრო გავიდა და დრომ ფეოდალური მმართველობის ფორმაც წაიღო, თუმცა საქართველოს დღესაც ფეოდალიზმის მემკვიდრეობის ზეგავლენა მძლავრია. ნელ-ნელა ვცდილობთ შევქმნათ ახალი და თანა მე დროვე, ანუ ამ დროის ქვეყანა.
საქართველოს ერის ახალი კულტურის ჩამოყალიბება (იგულისხმება სახელმწიფო მართვის, თანაცხოვრობის და ეგეთები) ეხლახანს იღებს ინერციას და ცდილობს გამოვიდეს იმ უძრაობის ჩარჩოებიდან, რომელშიც მონღოლების შემოსევის შემდეგ ჩავრჩით.
მაგ უძრაობის გამოა რომ ქართველი იმდენს არ მუშაობს რამდენსაც ის ისურვებდა...
დღევანდელი საქართველო 1980 წლების მიწურულს რომ შევადაროთ, როდესაც საბჭოეთიდან დამოუკიდებლობას მოვითხოვდით, მივხვდებით რომ შევიცვალეთ, ვვითარდებით - თუმცა ბევრი არც გაგვივლია.... კვლავაც პრიმიტიულ შეცდომების გავლით გვიწევს ქვეყნის და საზოგადოების შენება (ერთი და იგივეა ორივე).
და ამ დროს....
მეფეო... ფეოდალიზმისკენ მიბრუნება, თავისი წესწყობილებითა და უაზრო ამპარტავნობით, უფუნქციობითა და ......
მაგი ჩემი ქვეყნისთვის ნამდვილად არ მინდა.
ერთ-ორ მუქთახორას კი შეინახავდა ეს ქვეყანა, ისედაც არაერთს ინახავს...
მარა....
რატო?
მით უმეტეს, რომ საქართველოს ხეირს მაგი ვერ მოუტანს
ჰოდა მაგიტომაც მიმაჩნია
მეფე არა კვატი 