კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 28 იან 2009, 22:10

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი
ვაჟა ფშაველა

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ.

www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნიმფა » 28 იან 2009, 22:39

lama

ძალიან მიყვარს ვაჯაზ ეს წერილი.

ხომ არ იცი თურქულად არის ნათარგმნი? ერთ ჩემ ნაცნობ ლაზს მინდა გავუგზავნო.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 29 იან 2009, 00:56

ნიმფა wrote:lama

ძალიან მიყვარს ვაჯაზ ეს წერილი.

ხომ არ იცი თურქულად არის ნათარგმნი? ერთ ჩემ ნაცნობ ლაზს მინდა გავუგზავნო.
ვაჯა მე მგონი თურქულად


არ არის თარგმნილი

სამწუხაროა

ისე მაინც დააზუსტე

აი სასკვას კითხე და ეცოდინება :);)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ARCHILI » 29 იან 2009, 01:01

lama


აკადემიურ წერაში ატარებ კარავზე შუალედურ გამოცდას???...

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Last edited by ARCHILI on 29 იან 2009, 01:23, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 29 იან 2009, 01:03

გრიგოლ რობაქიძე

მზის ხანა საქართველოში

1. დიდი ბრძენის პლატონის მსოფლმხედველობაში გვხვდება: "თვალი მზიური." გოეტჰემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ ხტილად გამოკვეთა: "თუ არ იყოს თვალი მზიურ, ვით შეეძლოს მას ხილვა მზისა?" მტევნის მწიფობის დროს ქართველი მევენახე ამბობს: "თვალი ჩასულა მტევანში." თვალით აქ ნაგულისხმევია მზე. პლატონი, გოეტჰე, ქართველი მევენახე-სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით: პლატონისათვის და გოეტჰესათვის თვალი "მზიურია", ქართველი მევენახისათვის კი იგი მზეა თვითონ. ხატული "სახეობის" მხრით ქართველი მევენახის თქმას თვითონ გოეტჰეც არგუნებდა პირველობას. თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის. რომ "მზე" და "მზერა" სადღაც ეთანხმებიან ერთიმეორეს. გავიხსენოთ საბა სულხან ორბელიანის განმარტება სიტყვისა "ღმერთი": "წვა და ხედვა." ეს განმარტება მზეზეა თითქო გამოჭრილი. მზე იწვის, არ იფერფლება, იწვის და "მზერს": ანათებს. "თვალი ჩასულა მტევანში"- ეს ნამდვილი პოემაა, პოემასთან ერთად "ირმის ნახტომი."
2. უძველესი დროიდან სათაყვანო სიმბოლოდ მზისა "სვასტიკა" ითვლებოდა: კაკვიანი ჯვარი, ბორბალში მოქცეული. ბორბალი ანიშნებდა მნათობის კოსმიურ ბრუნვას და ეს იმ დროს: როცა ნივთიერ კულტურაში ურემი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. ავიღოთ ეხლა ქართული დასახელება: "ურმის თვალი". აქ თვალით ბორბალი იგულისხმება. აქვს ბორბალს მსგავსება თვალთან-ისე მაგალითად: როგორც წყაროს ძირიდან მოჩუხჩუხე ნაკადს, რომელსაც ჩვენ "წყაროს თვალს" ვუხმობთ? გარდა სიმრავლისა არავითარი. საგულვებელია მაშასადამე, რომ ქართულ ხილვას შერჩა სახულობა სვასტიკისა და რადგან ამ ხილვაში მზე თვალად იყო ცნეული, ურმის გამოგონებისას ბორბალი ჯვარისა ურმის თვალში გადმოვიდა საგნურად. ეს როგორც ჰიპოტეზი მხოლოდ.
3. მზე არის სიცოცხლის თესლი. ქართული ენის მკვლევარი მიხეილ წერეთელი გვამცნევს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულში ფესვს "ცხ". მისი აზრით "მუცელის" პირვანდელი ფორმა იყო "მუცხელი". მთავარი აქ "ცხ" არის, როგორც სიტყვაში "სიცოცხლე"-შესატყვისი რუსულში: "ჟივოტ-ჟიზნ" გერმანულში "Leib-Leben" თუ ეს ასეა, მაშინ "სიცოცხლე" და "ცეცხლი" სიტყვიერი ტყუპები ყოფილან. როგორ გაიხარებდა ჰერაკლიტ ეფესელი, სცოდნოდა მას: რომ რომელიღაც ენაში "სიცოცხლე" ნააზრევია ვითარ "ცეცხლი!" სწამდა ხომ მას, რომ სამყაროს ძირითადი თაური ცეცხლია.
4. ცხოველთა შორის ყველაზე უფრო ცეცხლოვანი ცხენია. იმავე მკვლევარის მიგნებით, სიტყვაში "ცხენი" იგივე ფესვი "ცხ" ცოცხლობს.
5. მზისაგან იშვის სხივი და ნივთიერი იღებს "სახეს"-იმდენად, რამდენად იგივე სხივმფენია. მხოლოდ სხივის გამოკრთობით ეზიარების ნივთიერი ღვთიურსა: იქცევა "სახიერ". არც ერთ ენაში არ იხმარება ზედშესრული "სახიერი" ღვთის მიმართ ისეთი ღრმა მნიშვნელობით, როგორც სწორედ ქართულში. რაც სახიერია, ის ღვთიურია-ასე ვგონებთ ქართველნი.
6. საუბარში ჩვენ შეფიცვის თუ შეჯერებისას ასეთ თქმას: "ჩემმა მზემ", "შენმა მზემ": თითქო ყოველ ადამიანს თავისი საკუთარი მზე ჰქონდეს. "ვეფხის ტყაოსანში" ეს მზეთანაზიარობა პირდაპირ კოსმიურ ყალიბს იღებს. გავიხსენოთ დაუვიწყარი წერილი ნესტანისა, რომლითაც იგი, ქაჯეთის ციხეში დატყვევებული, ტარიელს, მის მეტრფეს, ანუგეშებს:
"მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი!
განაღამცა მას ეახელ, მისი ეტლი, არ თუ წბილი.
მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი."
აკადემიკოსი ნიკო მარრი ამ სიტყვებში ნეოპლატონიზმის გამოძახილს ხედავს, ხოლო არ იცის მან, რომ თვითონ ნეოპლატონიზმში ეს გზნება მზიურობისა ოქროს ხანიდანაა გადასული. მარადიულ განსხეულებას მზიურში აქ კიდევ უფრო აძლიერებს გენიალური ხტილი ქართული ზმნისა: მარადი მყოფადი. მითიურმა დრომ მხოლოდ აბსოლუტური აწმყო იცის, რომელიც "წარსულად" არ იქცევა და "მომავალი" შინაგან აქვს უკვე. ნესტანი არ ამბობს: "გნახავ", "დაგსახავ", "განმინათლებ", არამედ: "გნახო", "გსახო", "განმინათლო".
7. მზე სათავეა სინათლის, რომელიც სიბნელეს ებრძვის. ამ "შებმაში" წარმოიშვის "ფერი". ფერი უბრალო "ჩვენა" კი არაა, ეთერტალღების რხევათგან გამოწვეული. ბრმად შობილს შეუძლია გამოცდისას სწორი ფორმულა გადასცეს მაგალითად წითელი ფერისა, მაგრამ წითელი მისთვის მაინც უხილავია. ფერი "თვისებაა" და არა "ოდენობა". ასე ესმოდა ფერი გოეტჰეს, ასე ესმოდათ იგი ჰინდოელებს. ფერის ასეთი გაგება მოქცეულია ქართულ ყოველდღიურ საუბარში. ჩვენ ვხმარობთ ხშირად "ყველას" მაგიერ "ყველაფერი" და "არარას" მაგიერ სიტყვას "არაფერი". აქ ფერი "რაობად" გამოდის, რაიც შემდეგ თქმაში კიდევ უფრო ნათელი ხდება: "რაფერ გააკეთე?" დღემდე აუხსნელი სახელი "სწორფერი", რომელსაც ხევსურეთში მეტრფეს უწოდებენ, ეხლა ნათელი ხდება: სწორფერი, ესე იგი შესაფერი, სიყვარულში მეორის სადარმხვედრი. კიდევ ერთი რამ მეტად მნიშვნელოვანი. ბაგრატიონთა საომარი ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში თეთრი ალი ჰქონდა გაწვდილი. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევა ფერისა. ჰინდოელთა "Vedanta" სამფერად ისახავს ყოფას. ძირა ფერი ბნელია და ქაოტიური: "Tamas"-მას უდრის შავი ფერი; შუანა ფერი ჭიდილია, ბრძოლა, შებმა სინათლისა სიბნელესთან, წყობისა და რიგის ქაოტიურთან: "Rajas"-მას უდრის წითელი; ზედა ფენი სისრულეა და ყუდროება ღვთიური: "Sattva"-მას უდრის თეთრი. ბაგრატიონთა ალამი გვამცნევს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლით მას თითქო წინასწარ აქვს მოზმული ზედა ანუ ღვთიური ფენი. Rene Guenon-ის მოწმობით, ფრანგ მეფეთა საომარი ალამი მეწამული იყო; თეთრი ზოლი მას არ ჰქონია. თავის წიგნში-"Autorité spirituelle et pouvoir temporel"-ში იგი შენიშნავს: "La substitution ultérieure du blanc au rouge comme couleur royale marque en quelque sorte. l'usurpation d'un des attributs de l'autorité spirituelle." უდავოა: ბაგრატიონთა ალამი თავის სიმბოლიკით უფრო მაღლა სდგას ვიდრე ალამი ფრანგ მეფეთა. აქედან ნათლად სჩანს ისიც, თუ რად უწოდა ქართველმა ხალხმა თავის მცველს წმინდა გიორგის: "თეთრი". უკანასკნელი -როგორც გმირი და წმინდანი-მოქცეულია ყოფის ზედა ფენაში, ჰინდოელთა თქმით: "Sattva"-ში. ქართველთვა ხილვა აქ ჯეროვნად ეთანხმება "Vedanta"-ს სიბრძნეს.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 თებ 2009, 14:42

ამ დღეებს გარეკავს სიცივე,

მე ისევ უშენოდ ვიქნები.

ახალ წელს მოაქვსო იმედი,

სიახლე,ღელვა და ფიქრები.

ახალ წელს მოაქვსო იმედი,

დავყარო ტრფიალის ფარ-ხმალი?

შენზე ოცნება ძველ წელს თუ ვაჩუქე

ნეტავ რას მომიტანს ახალი?
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 თებ 2009, 14:46

ჩემი პატარა სახლი
ჩემი პატარა ჭერხო
ჩემი ჭაღარა დედა
კარგად მიმყოფე ღმერთო.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 თებ 2009, 14:47

ისაც მტერობა მასწყურდეს,
გააღოს სახლის კარია,
სისხლ დაიგუბოს კერაში,
თვითანაც შიგვე მდგარია.
ღვინოდაც იმას დაჰლევდეს,
პურადაც მოსახმარია.
პირჯვარი დაიწეროდეს,
მითამ საყდარში არია.
სისხლშია ჰქონდეს ქორწილი,
იქ დაიწეროს ჯვარია,
დაიპატიჟოს სტუმრები,
დაამწკრიოდეს ჯარია.
სისხლში დაიგოს ლოგინი,
გვვრდს დაიწვინოს ცალია
ბევრი იყოლოს შვილები,
ბევრი ვაჟი და ქალია;
იქვე საფლავი გათხაროს,
იქ დაიმარხოს მკვდარია.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 თებ 2009, 14:48

არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი, იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 03 თებ 2009, 17:40

tama

:):):)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Toma » 03 თებ 2009, 18:00

tama
ზალიან კარგია, და ავტორებიც რომ მიაწერო არ გინდა? :D
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 03 თებ 2009, 21:27

მინდა :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 03 თებ 2009, 23:22

tama


თუ გინდა მიაწერე, არაუშავს :roll:
:D:D:D:D
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 04 თებ 2009, 15:02

tama wrote:არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.

არ ვიცი, იქნებ მიყვარხარ ქალავ,
ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ,
ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ
და პოეტივით ლექსებად გიმხელ.
გიო არაბული
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by chuna » 05 თებ 2009, 18:22

მეშინია


ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაი თუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!


ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო.
არ ჩააქრო!-გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი!-


დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!


meore monadire-მ შემისწორა! გაიხარე!
მეგონა (შოთა ნიშნიანიძეს დაუწერია 1967 წელს!) თურმე შემაცდინეს და ცრუ ინფორმაცია გამიშვია-----მურმან ლებანიძის ლექსიაო! 1971 წელს დაწერილი
Last edited by chuna on 26 თებ 2009, 00:40, edited 2 times in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]