ხომ არ ჯობია, ყველა ღონისძიება რაც ტარდება თავისი თარიღით "სამომავლო გეგმებში" დავაანონსოთ, რომ ადამიანს რომ აინტერესებს რა ტარდება, ერთგან შევიდეს და ყველაფერი ნახოს.
თორემ ზოგჯერ ყველა განყოფილების ჩამოვლის დრო არ არის და შეიძლება რაიმეში მონაწილეობა ვერ მიიღო იმიტომ რომ გამოგრჩა.
მოდით ვცადოთ, ველოტურებია, სხვა აქტივობები თუ რა, თუ რამე ღონისძიება ტარდება, როგორც კი თარიღი გაირკვევა თემა გავხსნათ სამომავლოებში, ოღონდ თემის სათაურში ღონისძიების თარიღი აუცილებლად ეწეროს
ეს აქამდე იმიტომ არ გაკეთდა რომ ვიღაც შეიძლება მხოლოდ თხილამურებში შედიოდეს, სხვა განყოფილებებს არ ათვალიერებდეს, მაგრამ მოდი ასეთმა ადამიანებმა თხილამურები და სამომავლოები დაათვალიერონ ხოლმე.
შეიძლება თავის განყოფილებაში გახსნილი თემა მოდერატორმა გადაიტანოს სამომავლოებში ისე რომ ჩრდილი დარჩეს თემატურ განყოფილებაში. ეს ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია.
სამომავლოებში ერთად ეწერება თუ რამ ღონისძიებებია, ფეხბურთი იქნება ეს თუ თევზაობა თუ რა
აბა რას იტყვით? ივარგებს? რაღაცა უკვე მომწონს, თუ საწვალებელი არაა
