drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
არც სიგარეტის ღერით ვარ და არც ხევსურივით შემიძლია ბალალაიკით სულის სიცოცხლეს ვუმღერო...
მახსოვს.. ადრე შემეძლო ან სათქმელი სიტყვით მეთქვა ან ჩემი საღებავებით...
კედლებით...
ტილოებით....
ფურცლებით...
ხმითაც...
ახლა სულის ლოთობას სიტყვა დამკლებია...
ახლა სხვის სათქმელს ველი...
ახლა მხოლოდ ვლაპარაკობ და სათქმელს არ ვამბობ...
სიტყვა მეძებს...
წეღან მარტო მოვსეირნობდი ქუჩაში... არც მოვხეირნობდი... მხოლოდ მოვდიოდი.. მხოლოდ შენელებული ტემპი თუ დაანათლებდა ამას ბოდიალს...
ქუჩა მარტო იყო, მხოლოდ სწრაფად ჩავლილი მანქანების შემონათების ამარა... ჩემი სიარულის ხმა თუ ესმოდა... მერე ოდნავ აჩოჩქოლდა არემარე... ლოთები ეხეთქებოდნენ ერთმანეთს... სვეტიცხოვლობდნენ თავისებურად...
სათქმელს ვერ ამბობდნენ... რატომღაც გამახსენდა ფიცხელაურის ფრაზა, მე რომ მითხრა "სათქმელს იბრუნებ გულშიო" და მხოლოდ ახლა-ღა მივხვდი რას გულისხმობდა...
გავხედე გზაზე ჩამოწყობილ ლამპიონებს...
სწრაფად ჩამორბელი მანქანების სინათლეს...
გულში ჩაბრუნებულ სათქმელს...
უნუგეშოდ დავუქნიე თითი... საკუთარ სათქმელსაც და თავსაც... არა გაქვს თქო თქმისა და გაცემის უფლება... ყველას მხოლოდ შექმნილი პერსონაჟები უყვარს, თუმცა... მე კი მეზიზღება ისინი...
და...
ისვ ჩავიბრუნე სათქმელი... ოღონდ არა ბოლომდე...
ბევრი დავიტოვე და ცოტაც მეორე ლოთის გასაგონად გადმოვიტანე... მხოლოდ მან თუ იცის, ვისი სიტყვისათვის ვარ მთვრალი და სათქმელით გალოთებული... ვისი სიტყვით და... რომელი სიტყვის მოლოდინში...

მარადისობის კიდევ ერთი შეგრძნება მისი წყალობით...
კიდევ ერთი შემოდგომის მზე და მზიანი ღამე...
კიდევ ერთი შემოღამებული ფიქრები და გათავხედებული ოცნებები...
და...
ალაჟვარდებული ღიმილი...
მისი მოლოდინი...
მისი ათაიგულებული თვალის გუგების... მისი აცისარტყელებული სიტყვების...
გულს წამოყოლებული შეგრძნებები, როგორც ლაშქრობაში შარვლის ბოლოებზე წამოკოტრიალებული და მიკრული მცენარეების შემომხმარი ყვავილები...
მე ჩემი სათქმელისა და საწერის ტყვეობაში...
დასამარებული მუზა მკვდრეთით აღმდგარა თითქოს...
არ ვუჯერებ არც საკუთარ თავს, რომ მათ გაცოცხლება შეუძლიათ...
ხვალ მთას გავეხიზნო იქნებ ცოტა ხნით... იქნებ შემოდგომის სურნელოვან ტყეში შემომხმარ ფოთლებს მისი სახელით მივესალმო... იქნებ საღამოს ბუხარს შეზაეხოშებულმა მისი სახელი ვუბუტბუტო ძილში შეყოლილი ლოცვასავით...
ხვალ ბევრს გავიხსენებ და ბევრს ვინატრებ...
პირველ რიგში კი უმისობის გაძლება გამიჭირდება თვთონ მას რომ გაუკვირდება - ისე...
და მისი კვლავგახსენების მარადისობით შევივსები... მის მომავალ მონატრებამდე, ანუ გახსენებიდან გახსენების წამამდე და მუდმივ მონატრებამდე...

ხევსურო, ასე რამ დაგათრო, რომ შენს სათქმელს ხმას არ აღებინებ... რომ ასე, უძალოდ და უფიქროდ დარდიმანდობ სულში?..
ხომ იცი, დარდიმანდობაც სულის სიშფოთეა გაგიჟების წინ, ეგრე იცის, როგორც ზაფხულის დამეხებამდე ცოტა ხნით ადრე შეასქელებს ღრუბელი ჰაერს, ისე დააბლანტებს ხოლმე მოძალებული ფიქრები ჩვეს საზომ განწყობას, და რაკი-ღა, ასე კარჩაკეტილი ხვდება ჩვენი სამყარო, ისიც ბრაგა-ბრუგის წინ ჯერ კარს ამოავსებს ხოლმე მუდარით... მერე ხმის ამაღლებასაც ცდილობს, შემდეგ აბრაგაბრუგდება და გულსაც აიყოლიებს, ფიქრებსაც და სათქმელსაც...
და ასე, შენს წინააღმდეგ ამხედრდება ისევ საკუთარი თავი...
ახლაც არ გჯერა, რომ სულის სიშფოთე მხოლოდ განწყობის სიმძიმე არაა? რომ სულს შემოდგომის სუსხიანი დილის მზის პირველი ამოპარული სხივი შფოთავს დადილას გაღვიძების წინ აბურტყუნებულ-აჩურჩულებული სახელი?
რომ სათქმელიცა და უთქმელობაც ამ ნაზი სახელის ყოველ ამოოხვრებას მოჰყვება ხოლმე და მის მონატრებას? და მონატრება კი დაშორებიდან - პირველივე წამს...
ჰოდა... მე ჩემი სიტყვის ლოთობა მიმძიმს, ხმას რომ ვერ ვაღებინებ, იქ, სადაც საჭიროა და ახლა ჩემი სიტყვაც მშვიდია, მშვიდი... ოღონდ... აი, ისე... ისევე, როგორც ქუხილისა და დამეხების წინ ჰაერი... ცოტა უჟანგბადო, ცოტა მოდუნებული, ცოტა უსუნთქავი და ცოტა გაზარმაცებული...

- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
სულ ერთმა თვალმოკრულმა სიტყვამ დამათრო კვლავაც ...
ისე, როგორც სულ პირველი შემოხედვისას გადაეკრა სიმთვრალე სულს კიდით კიდემდე ...
რა არის სიტყვა ამისთანა, ნათქვამია რა და როცა იქნება ისიც მკვდრად იქცევა...
ადამიანებზე ძლიერია მაინც, უფრო ღმერთია ადამიანთან შედარებით და უფრო ადამიანი ღმერთთან შედარებით...
ცისარტყელაო და...
ესე იგი დამთავრდა, გადატყდა, აღარ იქნება...
ხო...
აღარ იქნება, ან კი რატომღა უნდა იყოს ჩამოღამებული, საავდროდ გამზადებული ცა, და თვალით ნაძებნი პირველივე თავშესაფარი ...
სულ გატალახებული გამოვლილი გზა და გასატალახებლად გამზადული გასავლელი შარა ...
ხო, ცისარტყელაა, ახლა მზე იქნება და სულ თვალს მოგჭრის ბუნების სილამაზე ...
სათქმელიც კი არაა ეს, მაგრამ ხანდახან მოგინდება დაწერო, იმიტომ რომ ეს თემა მხოლოდ ჩვენი აღარაა, მათიცაა...
შემოვლენ, წაიკითხავენ და გაუხარდებათ, უცბად ყველაფერს სხვანაირად დაინახავენ, პირველ მეორეობას გაისაზრებენ...
მონატრება დაშორებიდან იწყებაო...
იწყება კი ოდესმე არჩილ ბატონო მონატრება?
მახსოვს ამბობდი, სიყვარული დაბადებიდან გდევსო...
და თუ ასეა...
ვერ ვიტყვით ჩვენ ჩვენი მონატრების დასაწყისს...
ყოველთვის გვენატრებოდა, ყოველთვის მოგვენატრება და ყოველ სუნთქვას მოყოლილ მონატრებაზე ადრე განცდილი მიგვავიწყდება...
ასე მგონია მე შენი სუფრაზე დაყრილი სიტყვებიდან აზრაკრეფილს ...

... და როდის ან სად მთავრდება კი, ძმობილო?meore monadire wrote:
მონატრება დაშორებიდან იწყებაო...
იწყება კი ოდესმე არჩილ ბატონო მონატრება?
... იქნებ, იქით, სიტყვებში რომ ვეძებთ შეკითხვებს?..
... ან იქნებ იქით, სიტყვებს მიღმა რომ ვპოულობთ პასუხებს?..
იმიტომ, რომ ცოდვილ ადამიანს სიტყვა ცოდვიან მადლად ექცა და ბედნიერებისა და უბედურების შემგრძნებად ერთდროულად...
აკი, მას უმღეროდი კიდეც ბალალაიკაგადახვეული, მხარდამხარ სიტყვებდამშვენებული?..
აკი, მას ვუმსხვრევდით სასმისს მოყოლილი, დარდებით მთად გავარდნილები...
აკი, მის მოსანადირებლად ჩანჩქერი წყლად არ გვეჩვენებოდა და კლდე კიდევ კენჭად...
და მას, რასაც ქვეყნის დასალიერში ვეძებდით და ჰორიზონტების ქარისწისქვილიან ბრძოლებში, გარეთ კი არა - აქ, სულის მღვიმეებში ყოფილა ჩამალული და ჩაკირული...
მერე, მის მოსაძიებლად ისევ სიტყვასა და შენ ბალალაიკას, მე კი კალამსა და ფუნჯს აყოლილი ვეომებოდი...
შენ კი კითხულობ, საიდან იწყებაო?..
მე კი გეკითხები, სად მთავრდება მეთქი?..
პასუხიც ალბათ ორივეს ერთი გვაქვს, იქნებ, ის ერთხელ დაიწყო, დაბადებიდანვე, ან მაშინ, როცა შევიგრძენით მორიგი დაბადება? და მას მერე აღაეც შეწყვეტილა, მითუმეტეს კი დასრულებულა...
იქნებ, მორიგი დაბადების ჟამს დაიწყო და აღარც დასრულებულა სასურველი სახის მონატრება ჩაბუდებულ სულში...
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზამთარია და საგაზაფხულე გზნებები დაყინულიყვნენ უნდა...
პირიქათაა ...
დღითი დღე ახლოვდება წელწადწუხრა და იმის მაგივრად სოფელში კვალი შეგვქონდეს ახალუხალთ, საბანკო ოპერაციებით ტვინგმოვსებული ჩინური ასაფეთქებლების ბათქაბუთქში შევხვდები 2009 წელს...
ისევ ლექსები და საუბრები ხევსურეთზე...
როდემდე უნდა გაგაძლებიოს, არ ვიცი...
იდუკას ლექსი მომგონდა:
”გუნება ვერ მოვარგე ქალაქს,
მაინც მთის კაცი ვარ უბრალო.
სევდის ფიქრები მძალავს,
ეს რა ჭირი მჭირს უფალო?
გონება მიმიტირის ნასოფლარზე,
ოდესღაც ჴირჩლას ნაკვალავ ბილიკზე.
უკაცოდ დარჩენილ ნასოფლარზე,
მხოლოდ რომ ერთგულობს პირიმზე.”
ერთი ბარელი ხევსური ვარ მეც, ზაფხულის მოსვლა მთაში დაბრუნების ერთად ერთ საშუალებად რომ გამხდია და ჩემი სოფლის საზვაოდ გამზადებული თოვლიანი მთები ბავშვობის მოგონებად ჩამჩრია გულში...
ისევ ისეთი დრო მეიმედება, სოფელს შემოსალტულ მთის წვერებზე საუკუნოვან, რუსებისთვის გამეტებულ ბერდენკას ტყვიებს რომ დავუწყებ ძებნას...
არაყით გახურებული უკენახოს ტბის შრიალში რომ შევაშტერდები ფხოვის ცას...
მიწიერებას რომ დავთმობ და ლუკასავით ღმერთთან მომუსაიფედ ვიგრძნობ თავს...

ჩემი სულის ნაწილებს სათქმელს გავუყოფ... დავანაწილებ სულს ქელეხზე ჩამოსატარებელი თასივით... ყველასათვის და დაუთვლელად...
ზოგი ერთ ნაწილს გადაიღებს, ზოგი სამს... შეეპარებათ ლოთიანად მცირედი ცრუმორწმუნეობა.. მაგრამ ალალად... სიზუსტისათვის.. სისწორისათვის...
გადავნაწილდები და ჭიქა ღვინოსაც - ერთ სადღეგრძელოს - ერთ სათქმელს მაინც მივიმსახურებ და თავადაც მოვემსახურები...
ავერევი საჭმელს... ავიჭრები... ავალ ტვინამდე და სულს შევუძრავ სასმელის ამ წილით... სახელს ვახსენებ... შეუცნობლად, შეუპარებლად... შევემთვრალები სათქმელიანად.. ჭიქიანად.. ლოთიანად... შევეწირები ფსკერიანად ბოლომდე - დაუნანებლად...
გავახსენებ ყოველ წვრილმანს, ყოველ უთქმელს და ყოველ სათქმელს, ნათქვამიანად... შევეპარები დაშევიპარებ ყველაზე ფრთხილ და სათუთ ფიქრებში... ულამაზესის გახსენებაში...
შევიპარებ და სიტყვას გრძნობად ვაღვრევინებ... თავისდაგასაკვირად... თავისდაუნებურად... თავის-უფლად... და ვალოთავებ ამ საკუთარ თავისუფლებაში... თავის სათქმელში... სიტყვით ვალოთავებ... სიყვარულით და სიყვარულისთვის... ზოგჯერ თქმულით და...ზოგჯერ უთქმელად...
ზოგჯერ კი - სათქმელად!!!

* * *
მიყვარს ყველა წამი შენი ყოფნის.
შენი ხმის და შენი სახის,
შენი მოწყენილი ფერის
წვიმიანი
თვალის...
შენი დამალული გულის,
მზის აჩრდილით შენი სულის თრთოლვის
ყველა ნაკვთი,
ყველა განცდა _
შეგრძნება
მიყვარს, როგორც რწმენიანი ვედრება.
მიყვარს, როცა ყინულიან ღამეში
ვერ ვგრძნობ, რომ სუსხის მაქვს კანკალი,
მიყვარს
შენთან ერთად სეირნობის
დროში დაკარგული ქალაქი.
მიყვარს შენი ნაბიჯები,
მზერა,
შენი მისალმება – ნახვამდის,
მიყვარს, როცა
სახლის ასახვევში მიმავალს
შეუმჩნევლად
შენი ცქერით,
ვთბები.
მიყვარს შენი გაღიმების ნახვა,
შენი ბრაზი, შენი რისხვა,
შენი ლანძღვაც
და
უარიც მიყვარს,
როცა ხუმრობ
და
სიცილით მკიცხავ.
შენი ჩუმი ჩურჩულებიც მიყვარს,
გვიან ღამით შერბილებულ ტონის
ყველა სიტყვის ამოკითხვა მიყვარს,
რომ ვერ ვიგებ,
მაგრამ მაინც მესმის.
შენი დანისლული გული მიყვარს,
შენი მზე და მთვარეც,
რომ არ ველი,
რომ არ მელის,
ისიც
და რომ არ ვიცი,
მასაც
შენსას სასურველად ვითვლი.
შენთან ძალას რომ ვეღარ ვგრძნობ,
ისიც მიყვარს,
უსასოო –
სასაცილო რომ ვარ,
შენთან თავს რომ ვერ ვიმორჩილებ, _
ისიც
მიყვარს, _
დილამდე რომ ვერ ვიძინებ,
რომ შენს ხმაში და ან ფიქრში,
მზის ამოსვლა მათენდება
და
შენს ნახვით,
ფრთხილი ძილი შენი სიზმრით მებრძვის.
ისიც მიყვარს მაღვიძარა რომ მაგინებს
თენებიდან,
რომ
ადგომა უძილობით მამძიმებს,
რომ
დილიდან
ჩვეულებრივ ვისხამ ყავას
და განვლილი ღამის სიტყვებს მაფიქრებს.
ნისლიანი გამითენდა დილა,
შენი სიტყვით დაცხრილული სული
ღამის
კოშმარს
ებრძვის ახლა ცრემლიანს,
ჩემი სული ეცრიცება ნისლში.
საქმე ობლად იხვეწება ჩემს თავს,
ახლა
ჩემთვის
ყველაფერი შორია,
შენი ფოტო რომ მიყურებს,
მგონია,
ჯალათი და სხვა სიკვდილი მიხმობს.
რომ
შენგან ახლა
მე წამება მიყვარებს,
ჩემი თავის დასასრულით მამკობს,
ძველი ჯემპრის დარღვეული ძაფებით
რომ ვერ ხედავ,
იმ სუდარას მაქსოვს.
რომ უარმყოფ _
მე სიკვდილი მსტუმრობს,
რომ მიღიმი –
ჩემი სულის კვლავ ნათლობა მგონია,
ყველა წამი მადლიერად მახსოვს,
სადაც შენ ხარ
და
რაც შენთან მქონია...
სადღაც სული მოზეიმე ხარობს,
სადღაც გული ეხეთქება კედლებს,
ვიღაც ელის
და
ვიღაცას ელიან,
მე კი შენი აჩრდილები მებრძვის,
რომ
ეს დილა გავითენო უშენო,
არ ვიფიქრო!
მეუბნები, _
ყველაფერი,
ეგ ჩავლილი წამია,
სხვაც ივიწყებს
და
შენც დამივიწყებ ადვილად.
მიმტკიცებ, რომ ჩემთვის შენ ხარ რიგითი,
რომ,
შენც,
როგორც სხვა ჩავლილი ქალის,
დაგივიწყებ,
როგორც ტკბობას,
ლამაზ ალერსს, –
ზმანებას...
და უშენოდ კვლავ ვიცხოვრებ ღიმილით.
მანუგეშებ,
უძალოდ და უგრძნოდ,
როგორც
სიკვდილ-მისჯილს უკანასკნელ სადილით...
მე კი მიყვარს ის ყოველი ხსენება,
სადაც შენ ხარ,
რასაც `შენით~ ვხვდები...
მიმატოვებ? –
ალბათ, რადგან არ გესმის,
ეს სამყარო რომ დღეს შენით იწყება,
და თუ არ ხარ,
არც სამყარო არ არის...
და რომ
ჩემთვის
შენ
სიცოცხლის უფლება
ხარ,
და უშენოდ,
უსიცოცხლოდ
და
უუფლებოდ ვრჩები.
.
მიყვარს ყველა წამი შენი ყოფნის.
შენი ხმის და შენი სახის,
შენი მოწყენილი ფერის
წვიმიანი
თვალის...
შენი დამალული გულის,
მზის აჩრდილით შენი სულის თრთოლვის
ყველა ნაკვთი,
ყველა განცდა _
შეგრძნება
მიყვარს, როგორც რწმენიანი ვედრება.
მიყვარს, როცა ყინულიან ღამეში
ვერ ვგრძნობ, რომ სუსხის მაქვს კანკალი,
მიყვარს
შენთან ერთად სეირნობის
დროში დაკარგული ქალაქი.
მიყვარს შენი ნაბიჯები,
მზერა,
შენი მისალმება – ნახვამდის,
მიყვარს, როცა
სახლის ასახვევში მიმავალს
შეუმჩნევლად
შენი ცქერით,
ვთბები.
მიყვარს შენი გაღიმების ნახვა,
შენი ბრაზი, შენი რისხვა,
შენი ლანძღვაც
და
უარიც მიყვარს,
როცა ხუმრობ
და
სიცილით მკიცხავ.
შენი ჩუმი ჩურჩულებიც მიყვარს,
გვიან ღამით შერბილებულ ტონის
ყველა სიტყვის ამოკითხვა მიყვარს,
რომ ვერ ვიგებ,
მაგრამ მაინც მესმის.
შენი დანისლული გული მიყვარს,
შენი მზე და მთვარეც,
რომ არ ველი,
რომ არ მელის,
ისიც
და რომ არ ვიცი,
მასაც
შენსას სასურველად ვითვლი.
შენთან ძალას რომ ვეღარ ვგრძნობ,
ისიც მიყვარს,
უსასოო –
სასაცილო რომ ვარ,
შენთან თავს რომ ვერ ვიმორჩილებ, _
ისიც
მიყვარს, _
დილამდე რომ ვერ ვიძინებ,
რომ შენს ხმაში და ან ფიქრში,
მზის ამოსვლა მათენდება
და
შენს ნახვით,
ფრთხილი ძილი შენი სიზმრით მებრძვის.
ისიც მიყვარს მაღვიძარა რომ მაგინებს
თენებიდან,
რომ
ადგომა უძილობით მამძიმებს,
რომ
დილიდან
ჩვეულებრივ ვისხამ ყავას
და განვლილი ღამის სიტყვებს მაფიქრებს.
ნისლიანი გამითენდა დილა,
შენი სიტყვით დაცხრილული სული
ღამის
კოშმარს
ებრძვის ახლა ცრემლიანს,
ჩემი სული ეცრიცება ნისლში.
საქმე ობლად იხვეწება ჩემს თავს,
ახლა
ჩემთვის
ყველაფერი შორია,
შენი ფოტო რომ მიყურებს,
მგონია,
ჯალათი და სხვა სიკვდილი მიხმობს.
რომ
შენგან ახლა
მე წამება მიყვარებს,
ჩემი თავის დასასრულით მამკობს,
ძველი ჯემპრის დარღვეული ძაფებით
რომ ვერ ხედავ,
იმ სუდარას მაქსოვს.
რომ უარმყოფ _
მე სიკვდილი მსტუმრობს,
რომ მიღიმი –
ჩემი სულის კვლავ ნათლობა მგონია,
ყველა წამი მადლიერად მახსოვს,
სადაც შენ ხარ
და
რაც შენთან მქონია...
სადღაც სული მოზეიმე ხარობს,
სადღაც გული ეხეთქება კედლებს,
ვიღაც ელის
და
ვიღაცას ელიან,
მე კი შენი აჩრდილები მებრძვის,
რომ
ეს დილა გავითენო უშენო,
არ ვიფიქრო!
მეუბნები, _
ყველაფერი,
ეგ ჩავლილი წამია,
სხვაც ივიწყებს
და
შენც დამივიწყებ ადვილად.
მიმტკიცებ, რომ ჩემთვის შენ ხარ რიგითი,
რომ,
შენც,
როგორც სხვა ჩავლილი ქალის,
დაგივიწყებ,
როგორც ტკბობას,
ლამაზ ალერსს, –
ზმანებას...
და უშენოდ კვლავ ვიცხოვრებ ღიმილით.
მანუგეშებ,
უძალოდ და უგრძნოდ,
როგორც
სიკვდილ-მისჯილს უკანასკნელ სადილით...
მე კი მიყვარს ის ყოველი ხსენება,
სადაც შენ ხარ,
რასაც `შენით~ ვხვდები...
მიმატოვებ? –
ალბათ, რადგან არ გესმის,
ეს სამყარო რომ დღეს შენით იწყება,
და თუ არ ხარ,
არც სამყარო არ არის...
და რომ
ჩემთვის
შენ
სიცოცხლის უფლება
ხარ,
და უშენოდ,
უსიცოცხლოდ
და
უუფლებოდ ვრჩები.
.
Last edited by ARCHILI on 25 იან 2009, 01:23, edited 1 time in total.
- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ARCHILI

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
ეს ცა...
ეს ზღვა და ეს ხმელეთი
არ ვიცი, მარა მე მგონი ჩემია
არა, არა, ჩემი კი არა და შენია, შენი
გჯეროდეს, ნამდვილად შენია
ჩემო ყველავ, ჩემო მევ... მე მწამს და მჯერა, რომ არ იქნება ეს დღე უკანასკნელი
და არც ხვალე იქნება ბოლო დღე
ხვალეც გეტყვი: - ზეგ შეგხვდებიო და დროებით დაგემშვიდობები
მერე შენ მომწერ წერილს და მთხოვ შეხვედრას
მე კი....
მე კი ვერ წამოვალ და იცი რატომ???
იმიტომ, რომ???
და აღმოჩნდა... მიზეზი არ არსებობს უარის თქმისა...
გესმის... გესმის... გესმის...
ეს ჩემი ბოდვა და ბოდიალიც წარმავალი და არაფრის მთქმელია, მაგრამ იცოდე მე დღესაც და გუშინაც და გუშინ წინაც შენთან ვიყავი
მხოლოდ შენთან და...
და...
იყო და არა იყო რა
ეს ზღვა და ეს ხმელეთი
არ ვიცი, მარა მე მგონი ჩემია
არა, არა, ჩემი კი არა და შენია, შენი
გჯეროდეს, ნამდვილად შენია
ჩემო ყველავ, ჩემო მევ... მე მწამს და მჯერა, რომ არ იქნება ეს დღე უკანასკნელი
და არც ხვალე იქნება ბოლო დღე
ხვალეც გეტყვი: - ზეგ შეგხვდებიო და დროებით დაგემშვიდობები
მერე შენ მომწერ წერილს და მთხოვ შეხვედრას
მე კი....
მე კი ვერ წამოვალ და იცი რატომ???
იმიტომ, რომ???
და აღმოჩნდა... მიზეზი არ არსებობს უარის თქმისა...
გესმის... გესმის... გესმის...
ეს ჩემი ბოდვა და ბოდიალიც წარმავალი და არაფრის მთქმელია, მაგრამ იცოდე მე დღესაც და გუშინაც და გუშინ წინაც შენთან ვიყავი
მხოლოდ შენთან და...
და...
იყო და არა იყო რა
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
კარგია არჩილ 
კარგი ხარ, თემას რომ არ კლავ... ისე კი საჭიროება გაქრა თითქოს კარავზე ასეთი რაღაცების არსებობის, და ისე ზოგადად როგორც სხვა რიგით ფორუმებზე მეც დავდებ აქ ერთს ჩემს მინაწერს რვეულის ყდაზე...
...
ჩამოვედი...
უკვე ვიცოდი რა ადგილასაც შეგხვდებოდი, სად ვისუნთქებდი შენი სუნქვით, და ვიცოცხლებდი შენი გულისცემით.
ხო, მივყვებოდი ქუჩებს და გარშემო ყველაფერს ფოტოს ვუღებდი, რათა მომავალში ლამაზ ისტორიად დაწერილ შეხვედრას სურათებიც ხლებოდა.
საჩუქარი მომქონდა თან, შენთვის წამოღებული ბაკურხევიდან.
და იმ ერთ საათში, რომელიც გამოძებნე ჩემთვის, მასაც გადმოგცემდი.
...
ხევსურეთში, მთებში, დიდხანს დავეძებდი ედელვაისს, უმისოდ დაბრუნების უფლება არ მქონდა მოცემული შენგან.
მაგრამ სეზონი არ იყო ალბათ, რადგან ყველაზე მაღალ მწვერვალებზეც კი არ დამხვდა პირიმზე.
სამაგიეროდ მთის ბროლს მივაგენი, ბუნებრივს, მთისას, მზით და ზვავით შექმნილს.
და წამოგიღე, მე ახლა უკვე მქონდა უფლება შენთვის საჩუქრის მოტანისა.
...
გახსოვს გვირილა რომ მომიგდე უკან? გაბრაზებულმა. და მე სიმწრისგან შემომეკბიჩა...
ნახევარიღა გამომტაცე ძლივს...
...
და მომქონდა საჩუქარი ჩემი მთებიდან...

ჰაი დედასაო...
ამოიკვნესა...
ცას შეხედა, თვალებზე ოფლი მომდგარიყო სიმწრის...
ჩუმად შეხედა და მთას ჩაეკონა
მიწისა იყო და მიწას ებღაუჯებოდა
ცაში ყოფნის ჟამი წასულიყო
და
მიწას უბრუნდებოდა

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
მოვდიოდით. ციოდა და ქარმა დაუბერა
უცებ მისი ყელსახვევი მომეფინა პირზე
საოცარი იყო მართლაც ეს განცდა
ამაყად ვიგრძენი თავი
მესიამოვნა და გავშეშდი... გავშეშდი ვითარცა დამფრთხალი მხეცი

უცებ მისი ყელსახვევი მომეფინა პირზე
საოცარი იყო მართლაც ეს განცდა
ამაყად ვიგრძენი თავი
მესიამოვნა და გავშეშდი... გავშეშდი ვითარცა დამფრთხალი მხეცი

drunkards, rowdies and crazed ... from karavi...
და კიდევ ერთი ამაღამ ნაფიქრ-ნაჯღაბნი
მინდა, რომ ახლოს იყო და გესაუბრებოდე, მარა მე ხომ ახლა პარიზში ვარ
და ვერ ვახერხებ ამას?!
მაგრამ იცოდე
მალე ჩამოვალ
მალე
ძალიან მალე
და
ეს შენთვის სიურპრიზი იქნება, დიდი სიურპრიზი
ხომ გენატრები???
მე ძალიან მენატრები. ამ სიშორიდან აღარ მავიწყდება შენი სიცილი და კეთილი მზერა შავმაყვალა თვალებიდან ამონთებული
ნ------------------------
ასე ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. პარიზი მოსაწყენია ძალიან. აქ მარტო ვარ, ძალიან მარტო...
ადამიანები კი არიან ჩემს ირგვლივ, მაგრამ მაინც ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს.
მენატრება საქართველო. თბილისი, მთაწმინდა და სოლოლაკი
და მენატრები შენ...
ჩემო მევ.
შენ მენატრები
მალე ჩამოვალ...
ნ-------------------
კი... სასაფლაოები ძალიან ლამაზია
აქ აი წუხელ ვიყავი და მარტო ჯვრებს ხვედავდი, თეთრ ჯვრებს და მწვანე
მოვლილ მოლს
საოცრად ჟრუანტელდასხმული ვიყავი
განცდა დამეუფლა, რომ მეც ადამიანი ვარ და მეც ასე ლამაზად მომიწევს დასადგურება
იმ შავ მიწაში... და ზემოდან მწვანე მოლს გადამაფარებენ
და ძალიან თბილად ვიქნები, იქ ჩემთვის სიმარტოვეში.
მაგრამ, მე მგონი, ეს ჯერ ადრეა
მარა, საკითხავია: - ადრეა???
მენატრება საქართველო და...
მენატრები .....