თვითონ ხეობაც ძაან ლამაზია, განსაკუთრებით მისი ზედა ნაწილი, სანახავიც ბევრია. ობიექტები რუკაზეა აღნიშნული:
1. ბატეთის ტბა, მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ამბობენ რომ ლამაზი სანახავია.
2. აბუხალო, პატარა ვარძიაა მაღლა კლდეში. ასვლა არაა მთლად ადვილი. საბანაკედან (რუკაზე აღნიშნულია) აბუხალოსკენ ძაან ლამაზი გზა მიდის.
3. ტყემლოვანას კომპლექსი, 5 ეკლესიააა, სხვადასხვა დროს აშენებული.
გარდა ამისა გზად შეიძლება ყინწვისში შესეირნება.
ასევე შეიძლება მარშრუტის გაგრძელება (გართულება). აბუხალოს სამხრეთით არის სოფ. გუჯარეთი ლამაზი ეკლესიით, იქიდან კი გზა წაღვერისკენ მიდის. შეიძლება გავლა კიმოთესუბანში, სადაც ასევე ლამაზი ეკლესიაა.
კინაღამ დამავიწყდა, დათვებია ბლომად იქით

