pataputina
კარვის ნომინაციებში საუკეთესო ორგანიზატორად
გოგა დასახელდა. მაგრამ თავის დაწესებულ პრიზებში
გოგამ საკუთარი თავი არ გაითვალისწინა და საუკეთესო ორგანიზატორის პრიზი
მთაშენკას გადასცა, რომელიც გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.
აქედან გამომდინარე, რამდენიმე კარაველმა
გოგას, როგორც საუკეთესო ორგანიზატორს, სიურპრიზად საჩუქარი გავუკეთეთ და ნამდვილი მეგაფონი ვაჩუქეთ, რითაც თურმე ძალიან გავახარეთ
კარაველებმა მეგაფონი ადგილზევე გამოსცადეს.
გოგამ თავისი საფირმო 'ადექიიით, ადექიიით' მოსინჯა მეგაფონზე და შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩა. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე, შეშფოთებით გადავხედეთ ერთმანეთს და მგონი თავში ყველას ერთმა აზრმა გაგვიელვა
