დუხაბორები..

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დუხაბორები..

Post by ლეონტი » 25 იან 2009, 13:30

ეს იყო: рос. государственн. программа возвращения соотечественников.
და 1980 წლებიდან დაიწყეს მატი გადასახლება რუსეტში.
ეხლა ამ სექტის 300 400 წარმომადგენელს თუ ნახავთ, სულ მოხუცები, ახალგაზდობა გაიქცა, კანადაში ან რუსეთში.რუსლი ეთნოგრაფებისთვის საინტერესოა მათთან სტუმრობა, თუმცა, ჩვენთვისაც ბევრ საინტერესო ფაქტს ვიპოვნით.
თუნდაც ის არის საინტერესო რას უშობა ჩაკეტილი კვაკერულ-სექტანტური იდეოლოგია ადამიანს.

:P

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
დუხაბორები..

Post by Truli » 25 იან 2009, 14:02

ლეონტი
ჰო და მაგას ვამბობ... თან ჯავახეთისთვის ეგეთი ტიპიური რუსული სახლუკები იმდენად შეუფერებლად მომეჩვენა, მინდა ვნახო რეალში. თან რადგან აქ თითქმის აღარავინაა, ესე იგი ამ სახლუკების მომვლელებიც მალე აღარ იქნებიან და დაინგრევა.. ამიტომ მინდა ნახვა სანამ არის. მერე კიდევ წავიკითხე რომ დუხაბორებისთვის მნდ ბევრი წმინდა ადგილებია და კანადიდან ჩამოდიანო თაყვანის საცემლად... ეს უკვე კარგი მიზეზია ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად...
თბილისიდან ტრანსპორტი, ადგილზე რუსულ ქოხურ სტილში პატარა სასტუმრო და ადგილობრივისთვის 2 კაპიკი შემოსავალი.
მი მალატ შვან

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
დუხაბორები..

Post by GOGONA » 25 იან 2009, 21:54

დუხაბორები აბასთუმანშიც ცხოვრობენ და ჩემს დედულეთში, აწყურშიც, მათი მჭიდროდ დასახლებული უბანი იყო, თუმცა აწყურში ასიმილაცია განიცადეს.

ძალიან სასიამოვნო ხალხია, დადებითი კუთხით "პრასტადუშნები" არიან,
სუფთად და სასიამოვნოდ მოწყობილი საცხოვრებლები აქვთ.

მშრომელი და მოკრძალებული ხალხია. :D
Who is John Galt?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დუხაბორები..

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 იან 2009, 01:47

Truli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გმადლობ ინფოსთვის...
სიმართლე გითხრა ჯიპ ტურისას მაგდაგვარი სახლები ნამდვილად არ შემხვედრია. უმეტეს წილად ვაკვირდებოდი სოფლებს და ყველა სოფე;ლი ერთნაერი იყო და სომხური... ასეთი ტიპის შენობა რომ დამენახა ყურადღებას მივაქცევდი...

უბრალოდ, შეუძლებელია, ხანჩალის ტბიდან საღამოს ტბაზე გაიარო და დუხაბორების სახლები არ ნახო.
არადა, 2 თვის წინათ გაქვს გავლილი ეს გზა
Truli wrote:ლეონტი
წავიკითხე, რომ დუხაბორებისთვის მანდ ბევრი წმინდა ადგილია და კანადიდან ჩამოდიანო თაყვანის საცემლად... ეს უკვე კარგი მიზეზია ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად...
თბილისიდან ტრანსპორტი, ადგილზე რუსულ ქოხურ სტილში პატარა სასტუმრო და ადგილობრივისთვის 2 კაპიკი შემოსავალი.
ნეტარ არიან მორწმუნენი.

რას ამბობ, ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ათასი სხვა პირობა არსებობს, იგივე, უნიკალური ტბები და ქართული
ისტორიული მემკვიდრეობა, მაგრამ იქ უცხოელი კი არა, ქართველი მოგზაურიც იშვიათად ადის.
ჰაჰა, ნინოობას ფოკაში ავიდნენ და ფარავნის ტბაც ნახონ.
სულ ესაა.
ისე არ მოგვივიდეს, თურაშაულის პატრონი, ტყეში პანტას ეძებდაო (თუ სწორად როგორაა ეს ანდაზა?)
კგ ხალხია დუხაბორები, მაგრამ ტურიზმის განვითარება მათ დაუკავშირო, 20ნების სფერო უფროა
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 26 იან 2009, 12:38, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დუხაბორები..

Post by ლეონტი » 26 იან 2009, 09:19

GOGONA
19 საუკუნის დასასრულს თუ არ ვცდები , მათ ჯარში მსახურებაზე უარი თქვეს და იარაღი დაწვეს, ამიტომ დასასჯელად მეფის მთავრობამ 2-2 3-3 ოჯახად გააბნია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
აქედან მოხვდნენ აბასთუმანში და აწყურში. ბევრი დაბრუნდა უკან ჯავახეთში.

GAMARJOBA SAKARTVELO
ტურიზმი მართლაც ხმამაღალი აზრია რადგან მანდ მხოლოდ კანადიდან ჩამოდიან წინაპართა წმინდა საფლავების და იარაღის დაწვის ადგილის, წმინდა გამოქვაბულის სანახავ, მოსალოცად.
კანადაში ძლიერი ასიმილაცია განიცადეს, თითქმის რუსულიც არ იციან და სარწმუნოება ცოტასღა შერჩა.

აქ კი მექაა მაგათთვის, არავინ ავიწროებდა და ასიმილაციის პირობებიც არ ქონდათ თუ იმ იარაღის დაწვის შემდეგ გაბნევას არ ჩავთვლით.რაც მერე ისევ უკან დაბრუნებით დამთავრდა, ძირითადში.

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
დუხაბორები..

Post by Gamge » 26 იან 2009, 09:31

ტელევიზორში აჩვენეს, სადღაც გრიგოლეთთანაც ყოფილა დუხობორების რამდენიმე ოჯახი, ეხლაც არიან თუ არა არ ვიცი. როგორც იმ გადაცემიდან მახსოვს, ისინი არა ომში არწასვლის, არამედ რუსეთში ეკლესიის რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ და მას გამოექცნენ და იმიტომაც ჰქვიათ "დუხობორები" (სულისთვის მებრძოლები). ისე, ძალიან საინტერესო ტიპაჟები აჩვენეს მაშინ.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
დუხაბორები..

Post by ნიმფა » 26 იან 2009, 09:38

გრიგოლეთთან ასევე ცხოვრობენ სექტამტები, რუსეთის იმპერიის დროს ჩამოსახლებულები, მაგრამ ესენი სტაროვერები არიან. ადგილობრივები დამახინჯებულად სტალავერებად მოიხსენიებენ :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დუხაბორები..

Post by ლეონტი » 26 იან 2009, 09:39

Gamge wrote: ისინი არა ომში არწასვლის, არამედ რუსეთში ეკლესიის რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ და მას გამოექცნენ და იმიტომაც ჰქვიათ "დუხობორები" (სულისთვის მებრძოლები).
არა ისინი ეკლესიის რეფორმას არ ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან რუსული ეკლესიის წიაღიდან არ მოდიან, არამედ მოდიან დასავლეთიდან შემოსული კვაკერების სექტიდან.მათ სულიწმინდასთან მებრძოლები ანუ დუხაბორები შეარქვეს რუსებმა, ეს სახელი თვიტონაც მოეწონათ და მიიღეს რადგან ამბობდნენ: ჩვენ პირიქით, სულიწმინდისთვის მებრძოლები ვართო
ისინი კი ვინც რუსული ეკლესიის რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ და იდევნებოდნენ არიან სტაროვერები.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
დუხაბორები..

Post by ლეონტი » 26 იან 2009, 09:43

მეფის რუსეთის, ისე როგორც შემდგომი მმართველობის მიზანი იყო ქართული მოსახლეობის სრული ასიმილაცია, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრი მართლმადიდებლური ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი ამოძრავებდათ და ამოძრავებთ.
ამიტომ მათ ბევრი ქართველი გაასახლეს, ხოლო მათ ნაცვლად ათასი ჯურის და ჯიშის 100 000 სობით ხალხი ჩამოასახლეს, მათ შორის სომხები, რომელთა სარწმუნოების გავრცელებას ძლიერ აფინანსებდენ და ხელს უწყობდნენ, იძულებითაც კი, აღმოსავლეთ საქართველოში.
რუსული იმპერია დღესაც იბრძვის საქართველოს გადასაშენებლად.
ჩვენ "ძმები" ვართ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დუხაბორები..

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 იან 2009, 12:40

ნიმფა wrote:გრიგოლეთთან ასევე ცხოვრობენ სექტამტები, რუსეთის იმპერიის დროს ჩამოსახლებულები, მაგრამ ესენი სტაროვერები არიან. ადგილობრივები დამახინჯებულად სტალავერებად მოიხსენიებენ :D
მართალი ხარ.
გრიგოლეთში მე თვითონ ვნახე მათი წარმომადგენლები.
ადგილობრივებისგან განსხვავებული ტიპაჟები არიან.
პრინციპში, რუსი გლეხები არიან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
დუხაბორები..

Post by Gamge » 28 იან 2009, 00:19

ისინი კი ვინც რუსული ეკლესიის რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ და იდევნებოდნენ არიან სტაროვერები
მართალია, მე ამერია რაღაცეები :D ნუ პრინციპში ერთნაირი ხალხია, იქაც იგივენაირი სახლები ჰქონდათ :))

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დუხაბორები..

Post by optimisti » 30 იან 2009, 17:47

[quote]ჩემი აზრით საქართველოს ერთერთი ხიბლი არის ამ პატარა ქვეყანაში კულტურების სიმრავლე.
[/quote]

პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ ეგებ ვინმემ ამიხსნას, რა სიკეთე მოუტანა საქართველოს მსგავსმა მრავალფეროვნებებმა. იგი ხომ მე-19 საუკუნეში შეიქმნა დამპყრობელი ქვეყ ნის მიერ, როცა იმ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი (და ა[u]ვტოხტონური[/u] ანუ მკვიდრი მაჰმადიანი ქართველიბი აიძულეს თურქეთში გადასახლებულიყვნენ.
თვითონ დუხაბორები ამ შემთხვევაში არაფერ შუაში იყვნენ, თვითონაც ძალით იყვნენ ჩამოსახლებულნი, მაგრამ მე ძალიანაც მიხარია ძირძველი ქართული მიწების გათავისუფლება უცხო ტომისაგან. დღეს თუ არა ხვალ ქვეყანა შეძლებს და იქ ქართული ტომი გაძლიერდება.
[u]ხაზგასმით [/u] უნდა აღვნიშნო, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვინმეს მიმართ ძალადობის გამოყენების, როგორც სამწუხაროდ ხდებოდა 90-იან წლებში არაქართველების მიმართ, მაგრამ თუ ეს ხალხი თავისი ნებით მიდის უკეთეს ადგილას საცხოვრებლად, მე მხოლოდ გზას დავულოცვ და ბედნიერ ახალმოსახლეობას ვუსურვებ.
დიდი სიამოვნებით ვნახავდი დუხაბორების, სტაროვერების, მალაკნებისა და სხვათა საცხოვრებლებს რუსეთში თუ სხვაგან, მაგრამ საქართველოში მათი ხილვა მხოლოდ იმ მწარე რეალობას მახსენებს, რომ ჩემს ქვეყანას თავის დროზე (და სამწუხაროდ ახლაც) არ შეეძლი დაეცვა თავი და თავისი შვილები მწარე ხვედრისგან.
რაც შეეხება მრავალფეროვნებას, ეს ქართულიც იმდენი გვაქვს, რომ ერთ პატარა ქვეყანასა და ერს კი არა, ბევრ დიდ ქვეყნებს ეყოფათ. სხვადასხვა ქართული კუთხის ფოლკლორის, ხასითის, საჭმელების, კილო-კავების....... გახსენებაც კმარა და მოდით ასეთი მრავალფეროვნება შევინარჩუნოთ თუ შეგვიძლია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]