Truli wrote:ჩროგორც ფოტოების ავტორმა მითხრა, ეს ადგილი არის ნინოწმინდა - გიუმრის გზაზე, არლოვკასთან... თან დუხაბორები ძალიან ცოტა არიან და მალე ალბათ აღარ დარჩებიან და მინდა ვნახოთ მათი კულტურული მემკვიდრეობა სანამ შესაძლებელია... თან ეს ჯავახეთია და სხვა რაღაცეების ნახვაც შეგვიძლია...
რას იტყვით?
სოფელს ორლოვკა ჰქვია. არლოვკა არ არის სწორი და ნინოწმინდის რაიონშია.
ვარვარა გორელოვკას ახსენებს და ეგეთი სოფელიც არის, ასევე, ნინოწმინდის რაიონში.
ძნ საინტერესო ხალხია.
არ ვიცი,
ტრული, მათ კულტურულ მემკვიდრეობაში რას გულისხმობ. ყოფით კულტურას უფრო ნახავ, ეზოს, ყაისნაღით
ნაქსოვს, სტუმრის ოთახის მოწყობის რუსულ სტილს და ა.შ.
ცალკე თუ წახვალ, მიგიღებენ, მაგრამ კარავულად იმათთან წასვლა, სწორი არ მგონია.
ჯავახეთში წასვლა კი კგია.
გიორგობისთვის ჯიპ-ტურში ხანჩალის ტბიდან აბულის ციხის გზამდე დუხაბორთა (მგონი, "დოხობორი" უფრო სწორია)
არა1სოფელი გაიარე და გზად ბევრი რამეს ისედაც ნახავდი.
როგორც ჩანს, ამ განსხვავებულ სახლებს ან ყურადღება არ მიაქციე ან არ გიფიქრია, რომ სწორედ ისინი იყო დუხაბორთა საცხოვრებელი.
ჰო, შარშან ჯავახეთში 3-4 კარავული გასვლა გვქონდა და გზაზე დუხაბორები რამდენჯერმე შემოგვხდნენ.
ეს მშვიდობის მოყვარული ადამიანები ჯერ კიდევ არის საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტავდებიან.
გამსახურდიას მმართველობის დროს, დიდი ნაწილი რუსეთში გადასახლდა.